ამბობენ, მოპასანის დაკრძალვის დღეს პარიზის საროსკოპოებმა გლოვა გამოაცხადესო… არავინ იცის, ნამდვილად ასე მოხდა თუ არა, მაგრამ რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ 1920 წლის 24 იანვარი ფრანგი მენატურეებისთვის მწუხარების დღე იყო – იმ დილით ამედეო მოდილიანი გარდაიცვალა. აღარ იყო მხატვარი, რომელსაც თვით ბოჰემური ფრანგებისთვის შესაშური სინატიფით და შარმით გადაჰქონდა ტილოზე შიშველი სხეული, ვინც წარმართული ვნებით და პირველყოფილი სიშიშვლით გაჟღენთილი სურათებით შოკში აგდებდა მრავლისმნახველ პარიზს…
ლივორნოდან ჩამოსულ, ებრაული წარმოშობის ახალგაზრდას დედაქალაქი ხელგაშლილი არ დახვედრია. უკიდურესი სიღატაკე, შიმშილი, წარუმატებლობა – ეს ყველაფერი მოდილიანის განუყრელ თანამგზავრად იქცა, მაგრამ ის არ ნებდებოდა და ხატავდა, ხატავდა მთელი გატაცებით, შთაგონებით და შეუპოვრად. სკანდალებით, დებოშით აღსავსე ცხოვრებისა და პარიზელ მენატურეებთან მრავალრიცხოვანი რომანების პარალელურად მასში დიდი ხელოვანი იძერწებოდა. მოდილიანის სამხატვრო ტექნიკა დღითიდღე უფრო დახვეწილი ხდებოდა, ფერების გამა – უფრო თბილი და ნათელი, სტილი კი – თავისთავადი.
შიშველი სხეულით მოდილიანი სერიოზულად შედარებით გვიან, სიკვდილამდე სულ რამდენიმე წლით ადრე დაინტერესდა. უკვე წარსულში იყო დარჩენილი სკანდალური რომანი ინგლისელ პოეტესა ბეატრის ჰასტინგსთან, და ფერმწერის ცხოვრებაში დიდი სინათლე შემოდიოდა ჟანა ებიუტერნის სახით. კათოლიკეთა ოჯახში გაზრდილი ქალიშვილი ამედეოს მენატურედ, სატრფოდ და შთაგონების წყაროდ იქცა.
მოდილიანი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც საზოგადოება ნიუს საშუალებით გადმოცემული დაუფარავი ეროტიზმით გააოგნა. თამამი, შეუნიღბავი სექსუალობით და ვნებით გაჯერებული მისი ტილოები აბსოლუტურად განსხვავდებოდა რესესანსული ნიუებისგან – ასიმეტრიული, საოცარი ფერებით გამთბარი ფიგურებიდან მეტისმეტად ღია ხორციელი ნდომა მოედინებოდა. 1917 წლის დეკემბერში, ბერტა ვეილის სალონში, ლეოპოლდ ზბოროვსკის დახმარებით მოეწყო მოდილიანის პირველი და უკანასკნელი პერსონალური გამოფენა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა – აღშფოთებული საზოგადოების მოთხოვნით პოლიციელებმა რამდენიმე სურათი ჩამოხსნეს შიშველი ნატურის გამოსახულებით, მათ შორის ” მჯდომიარე ნიუ დივანზე”, რომელიც გასულ წელს სოტბის აუქციონზე თითქმის 69 მილიონ დოლარად გაიყიდა და რომელსაც ექსპერტებმა “სიშიშვლის ტრიუმფი” უწოდეს.
ერთი წლის შემდეგ მხატვარი ლონდონში გაემგზავრა ფრანგული ფერწერისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. ინგლისელმა
მხატვარმა და კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ აღტაცებული სტატია უძღვნა ამედეოს შემოქმედებას და ალბათ, ეს იყო “მზის ნამცვრევი ცივ წყალში” იმ წარუმატებლობის შემდეგ, რასაც მოდილიანი საფრანგეთში განიცდიდა. ინგლისელმა კოლექციიონერებმა მისი სურათების შესყიდვა დაიწყეს, მაგრამ ფრანგული საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამედეოს მიმართ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია.
საყოველთაო აღშფოთების მიუხედავად, მოდილიანი ნიუს ხატვას განაგრძობდა. დაუძლეველი სიფაქიზით წერდა შიშველი სხეულის თითოეულ ნაკვთსა და კონტურს. ყოველ ჯერზე მისი ოსტატობა უფრო და უფრო გამაოგნებელი ხდებოდა, ყოველი მომდევნო ნიუ კი – უფრო ვნებიანი და პირველყოფილი. ამასთან, მენატურეები, ჟანასთან ერთად, ხშირად სხვა ქალები იყვნენ, მაგრამ საკმარისია, დავაკვირდეთ მათ სხეულებზე შუქ-ჩრდილების თამაშს, შევიგრძნოთ ის სითბო და სინაზე, რომლითაც ნებისმიერი ეს ნახატია გამსჭვალული, რომ ეჭვი აღარ შეგვეპარება – ფუნჯის თითოეული მოსმის ძალას ამედეოს ჟანას სიყვარული აძლევდა. ნიუს ჟანრში შესრულებული ის ნახატები, რომლებიც ფერმწერმა ჟანასთან რომანის პერიოდში შექმნა, მხოლოდ ვიზუალურად გამოხატავენ სხვადასხვა ქალებს, სინამდვილეში კი ნატურა ერთია – ფერმკრთალი, დიდთვალება, შავთმიანი გოგონა, რომელმაც მოდილიანისთან არა მარტო სიცოცხლე, სიკვდილიც გაიზიარა…













მიყვარს მოდი, ჟანათი აღტაცებული ვიყავი ყოველთვის, ნახატები უბრალოდ საოცარია. მადლობა, მოლი, პოსტისთვის :)
პ.ს. ამ პოსტის სრულ ანტიპოდს ვწერ ახლა – არავითარი სილამაზე და მხოლოდ საშინელება..
არავითარი სილამაზე და მხოლოდ საშინელება… ეს უფრო საინტერესოა, ლიბიკა :)
იმედია საინტერესო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ტყუილად მოვგვარე საკუთარ თავს შოკი :)
მე უკვე ველოდები, ლიბიკა :)
შენს პოსტებს ისედაც არ ვტოვებ და ახლა მითუმეტეს…
ნუები ნუებად, მოდილიანი მოდილიანად და პოსტმა ფაქტიურად აღმაგზნო ♥ გენიალურია!
ნიუ – ნიუა, მოდილიანი – მოდილიანი და მოლი ბლუმი არაჩვეულებრივი პუბლიცისტი : )
მადლობა, აგასფერ :)
პოსტმა არა, ალბათ ამადეომ და ჟანამ :)
პოსტმა პოსტმა : ) მე არაფერი შემშლია ზუსტად ის დავწერე რამაც იმოქმედა : )
ჩორვენ, შენ დაგეჯერება…
^_^ :angel:
ენდ :დევილ:
ძალიან კარგი პოსტია,კარგიწასაკითხიც და შემეცნებითიც.
მოდილიანს მართლა ’თბილი’ ნახატები აქვს.
მადლობა, ქეთუსი :) მართლა თბილი ფერები აქვს ამადეოს…
როცა შენს სულს შევიცნობ,თვალებს მაშინ დავხატავ –ამადეო მოდელიანი.
absolutely so! :)
მოდილიანი ძალიან კარგი სკულპტორიც იყო, ჯერ მარტო “სინაზის სვეტები” რად ღირს… მაგრამ პორტრეტებისა და ნიუების მეტი რომ არც არაფერი დაეხატა, მაინც გენიალური მხატვარი იქნებოდა…
მართალი ხარ, მერი :)
ერთხელ პორტრეტებზეც დავწერ…
ხომ ვთქვი, ზუსტად დილის პოსტი იყო :)
ახლა მთელი დღე დედოსა და ჟანაზე ვიფიქრებ…
ყავაც განსაკუთრებით დილით არის ხოლმე გემრიელი…
ის ახლა უნდა დაბადებულიყო და იპოვიდა აღიარებას.. მხატვრები აღიარებას სიკვდილის მერე ეღირსებიან ხოლმე, მაგრამ რატომ? :(
მომწონს მისი ნახატები
პოსტიც ძალიან მომეწონა :)
ახლა პიარისთვის მეტი შესაძლებლობაა :) ბლოგს გახსნიდა ვორდპრესზე და ფბ-ს აქაუნთს და მორჩა…
მადლობა, ჯესი :)
(rock) yeh. ეგრევე გაპოპულარდებოდა ნებისმიერი :)))))
რამდენიც გინდა, იმდენია ასე გაპოპულარებული…
მალევიჩი თუნდაც :))))))) ვაიმეე ეს რავიცი რა არის ლოლ :))
რას გულისხმობ, ჯესი?
ჯესიმ კუბიზმი ვერ დაამუღამა, მგონი :)
ჩემი არ იყოს…
შენი და ნიკა აგიაშვილის არ იყოს :)
ნამდვილად იმდენი ვერ ვერკვევა=ი ხელოვნებაში და არ მაქვს სიეტი ღვთაებრივი გემოვნება რომ მალევიჩის კუბიკში შედევრი დავინახო ^_^ მგონი იქ ჯადოები იყო გაკეთებული :))
მალევიჩის კუბიკი :) მომეწონა :)
ერთ ისტორიას მოგიყვები, ჯესი – აშშ-ში (თუ არ ვცდები) ერთ-ერთ ავტორიტეტულ მუზეუმში წლების მანძილე დალის ტილო იყო გამოფენილი. ერთხელაც მუზეუმს სამეთვალყურეო საბჭოს კომისია ეწვია. ტილოს შეხედეს და მუზეუმის დირექტორი მაშინვე სამსახურიდან დაითხოვეს – უკუღმა ეკიდა და იმიტომ.
ასე, რომ კუბიკზე მაინცდამაინც ნუ ინაღვლებ :)
ვაიმე რა ღადაობააა :))))) კაი იყო.მომეწონა :)
:) ანეკდოტური სიტუაციაა, მაგრამ რამდენიმეგან წავიკითხე და სიმართლეაო, ამტკიცებენ.
მოლი, მოდი,რა, ჩემთან სტუმრად )))
კარგი, ოღონდ დრო დავთქვათ :)
როცა შენ გინდა ))) ჩემი ბლოგის კარი შენთვის სულ ღიაა ))
მოვახერხებთ როგორმე :)
ფილმის საუნტრეკი ჩავრთე და ისე ვკითხულობდი..
მოდილიანი და ჟანა <3
პოსტი მშვენიალურია, როგორც ყოველთვის ! : ))
სენქს ე ლოთ :)
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო :)
მიყვარს მოდილიანი, შორიდან, რამდენადაც ჩემი მხატვრობისადმი სიყვარული მაძლევს საშუალებას : ))
მიხარია, რომ მოგეწონა :)
magari newsiaa :))) yochag
დანქე :)
დილა მშვიდობისა,მოლი!
გვიან აღმოვაჩინე ეს არაჩვეულებრივი პოსტი ასევე არაჩვეულებრივი თემით.საოცარი სიცხადით და სითბოთი გაქვს გადმოცემული ის სინაზე და სიყვარული,რომლითაც მოდილიანის ცხოვრება იყო სავსე…მაინც რატომაა მოდი ასეთი საყვარელი ჩემთვის,ჩვენთვის…არ ვიცი …ალბათ იმიტომ,რომ მისი შემოქმედების ძირითადი მოტივი ადამიანია?…უფ,რა ემოციით მოაქვს მერე ადამიანი ჩვენამდე…
მაგარია….შენც ძალიან მაგარი ხარ,მოლი :)
დილიდან რომანტიულ ხასიათზე დავდექი…
ჩემი პოსტებს რომანტიკული განწყობა რომ მოაქვს, ეს განსაკუთრებით გამიხარდა, ნატალია :)
მადლობა :)
წვიმიან ამინდებს განსაკუთრებით უხდება ასეთი პოსტები. შენ ყოველთვის ზუსტად არჩევ თემასა და გადმოცემის სტილს;)
ვისიამოვნე კითხვისას და გმადლობ ამ საინტერესო პოსტისთვის:)
მოდილიანზე გადაღებული ფილმი ნანახი გაქვს, მოლ? მე ძალიან მიყვარს…
წვიმა მიყვარს საერთოდ :) და წვიმიანი ამინდის მდორე განწყობაც…
მადლობა, თათული :)
ენდით მთავარ როლში? კი, მეც ძალიან მომწონს.
“ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ სამყაროზე უკეთესიც” – იდეალისტი იყო დედო…
არადა სრული სიმართლეა…
იმდენად მომწონს მისი ნახატები, რომ ავტორის სევდიან ბიოგრაფიასაც კი არ შეუცვლია მათზე წარმოდგენა. ხშირად ხდება, როცა გენიალური ავტორები მძიმე ცხოვრებისეულ გზას გადიან, რაღაცნაირად მათი ქმნილებები სიუჟეტის მიუხედავად ცუდ განწყობაზე მაყენებენ ხოლმე. მოკლედ ცუდი აურა აქვთ.
ბეთჰოვენის მუსიკას ან რემბრანდტს აქვს ცუდი აურა?
კი მოლლი, მიუხედავად მათი გენიალურობისა ჩემთვის აქვს. რემრანდტის ახალგაზრდობიდან– დამჭკნარ მოხუცებულობამდე ხილვა ყოველთვის სიცოცხლის წარმავლობას მახსენებს და უარყოფითი ემოცია მებადება, ბეთჰოვენს სიამოვნებით ვუსმენ და თავი არარაობა მგონია, მაშინ როცა რაფაელის, მიქელანჯელოს და ლეონარდოს ნამუშევრები, მიუხედავად სიუჟეტისა აღმაფრთოვანებს. მკლედ არაორდინალური და ჩემებური აღქმა მაქვს. ამით არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ჩემს დამოკიდებულებას ვაფიქსირებ გენიოსების ბიოგრაფიასა და მათი ქმნილებების მიმართ. :)
გასაგებია
ამბობენ, მოპასანის დაკრძალვის დღეს პარიზის საროსკოპოებმა გლოვა გამოაცხადესო…
მართალია, მოპასანის ,,ლამაზი მეგობრის” შემდეგ მწერალი ყველაზე სასურველ მამაკაცად ითვლებოდა პარიზში.
აი მოდილიანი კი ჰუჰ მაჟრიალებს. ალბათ ყველას უყვარს ფილმი, მე ვთვლი, რომ ძალიან მაგარი ფილმია, თავისი კადრებით. მოდილიანს რომ ცემენ, სისხლმდინარე რომ გდია თოვლში და ლურჯი თოვლი მოდის, ავე მარიას საუნდრეკით და მოკლედ ვგიჟდები ისე მიყვარს. ჟანა მართლაც საოცარი ქალი იყო. ყველა ქალში ჟანას ხატავდა და ხშირად ქალებს თვალების გარეშეც ხატავდა. ჟანას სიტყვები განსაკუთრებით მძაფრი და ნამდვილია
Do you know what love is? real love . . .
Have you ever loved so deeply, that you would
condemn yourself to hell?
I have …
ფილმიც ძალიან კარგია :) ძალიან მომწონს… დედოს ნიუც და პორტრეტებიც. პორტრეტებზე, ალბათ, ცალკე პოსტს დავწერ – გრაციოზულ და დახვეწილ სილუეტებზე…
მადლობა, სალომეა :) საინტერესო კომენტარი დამიტოვე :)
ახლა სალომეას პოსტს ვკითხულობდი და ზუსტად მოდილიანი გამახსენდა.
სალომეა კარგად წერს. ოღონდ, იშვიათად…
სალომეა მწერალია და ბლოგერობა მოცალეობად მიაჩნია.
აჰა… მე იურისტი ვარ და ბლოგერობა ჩემთვისაც ჰობია.
მოდიგლიააანიი….
მიყვარს..
მადლობა კომენტარისთვის :) :*
პირიქით… მადლობა შენ :)
ოოჰ თქვენი კომენეტარები ახლა ვნახე :)
Lord Vader– მწერალი არ ვარ. წერაც ჩემი ჰობია. უბრალოდ ხანდახან მიმართლებს და ლიტ.კონკურსებს ვიგებ (ხანდახან):)
მოლი ბლუმი– მადლობად არ ღირს. მოდილიანთან ყოველთვის ასეთი ემოციები მაქვს.
მართალი ხართ იშვიათად ვწერ პოსტებს. უბრალოდ ხშირად არ მაქვს სათქმელი არაფერი. სიმძაფრეს თუ ვიგრძნობ, მაშინ ჩნდება ახალი პოსტი ჩემს ბლოგზე.
ლიტ-კონკურსებს უბრალოდ, გამართლებით და ჰაიჰარად არ იგებენ…
არასდროს არ უნდა ჩამოთვალო რა მოკლედ ვინ მოგწონს მხატვრობაში თუ ხელოვნებაში (სულერთია რაში), გაგახსენდება კიდევ ვინმე და გაბრაზდები, როგორ გამოგრჩა :) მოდილიანი… ისეთი სახასიათოა ჩემთვის… ხანდახან წიგნებზე საინტერესო, მოდილიანი სეგიძლია წიგნივით იკითხო და თან ეს წიგნები ქალზეა, სხვადასხვანაირ – ასეთ თუ ისეთ ქალზე, მაგრამ ეს ქალი მე ყველგან ერთი მეჩვენება. <3
მეც ერთი მეჩვენება :)
”მე შენს თვალებს მაშინ დავხატავ,როდესაც შენს სულში ჩავიხედები ” მიყვარს ეს ადამიანი , მისი ცხოვრება და შემოქმედება.
მეც ძალიან მიყვარს <3
ზუსტად ახლა ვუყურებდი ფილმს, რა მეტიჩარაა ეს ენდი გარსია, ჟერარ ფილიპი სულ სხვა იყო. რა უცნაურია,პოსტიც ახლა აღმოვაჩინე. ეტყობა შემთხვევით მართლა არაფერი ხდება.
შემთხვევით მართლა არაფერი ხდება, რუსა :)
როგორც იტყვიან: “შემთხვევის წყალობით და ბედისწერის ნებით.”
მე დალაიქებული არ მქონია. სირცხვილ! :0
გემრიელი პოსტი გემრიელ მხატვარზე, ეს როგორ გამომრჩა :(
პ.ს. კინოში ჟერარ ფილიპის მოდილიანი მომწონს :უსერ: კარგად თამაშობს
თუ არ ვცდები, მოდილიანი პირველი იყო, რომელმაც “თმიანი” ქალები დახატა…შეიძლება ასეთი რეალური და ბუნებრივი შტრიხები გახდა მისი ნიუს განსაკუთრებული ეროტიულობის მიზეზი :))
ბუნებრიობაც სახეზეა და ეროტიულობაც :)
ტრაგედიები ყოველთვის სხვა ხიბლს მატებს ხელოვანებს და მათ
ხელოვნებას.ასე იყო მოდილიანიც.და ჟანა მისი ბოლო აკორდი იყო.ბოლო მონასმი მისი ფუნჯის.
ბოლო და ძალიან ლამაზი აკორდი.