მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას, მიზეზთა გამო, ალბათ, არ ახსოვს ოდესღაც ძალზე პოპულარული საბჭოთა დეტექტიური სერიალი «Следствие ведут знатоки»; მით უმეტეს, არ გემახსოვრებათ «Следствие ведут колобки», ფილმის ერთგვარი მულტ-პაროდია. ორი კერძო მაძებარი – შეფი და კოლეგა – ზოოპარკიდან გამქრალი სპილოს საქმეს იძიებს და გზადაგზა ათას ფათერაკს აწყდება.
ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა მულტფილმის შესახებ სხვა დროს გიამბობთ, დღეს კი, Jeopardy!-ის მორიგ ტურში, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ლიტერატურული გმირები – დეტექტივები და კერძო მაძებრები გავიხსენოთ.
Good luck!
1. სამხედრო დაზვერვის ეს ყოფილი ოფიცერი ყველა სასმელიდან განსაკუთრებულ უპირატესობას რძეს ანიჭებს;
2. სწორედ მას ეკუთვის ფუნდამენტური გამოკვლევა თემაზე “ლასუსის პოლიფონიური მოტეტები”;
3. ამ სახელგანთქმულმა დეტექტივმა მარცხი მხოლოდ ერთხელ, “შოკოლადის საქმეში” იწვნია;
4. პატარა ინგლისურ სოფელ სენტ-მერი-მიდს ამ საკულტო პერსონაჟმა გაუთქვა სახელი;
5. ერთი ფრიად სანდო წყაროს თქმით, ამ ბალკანელი პერსონაჟის წონა ტონის ერთ მეშვიდედს აღწევს;
6. დელა სტრიტი ამ კერძო დეტექტივის ერთგული თანაშემწეა;
7. ამ გმირის პროტოტიპად ავტორის ნაცნობი ჯონ ო’კონორი ითვლება;
8. ამ პროვინციელ ქალბატონს, მონაზვნად აღკვეცამდე, პოლინა ლისიცინა ერქვა, თუმცა სასულიერო წოდებას მისთვის დანაშაულებრივი ხლართების ამოხსნაში ხელი არ შეუშლია.
9. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ამ დეტექტივს, რომელსაც ჟიულ ჟოზეფ ანსელმი ჰქვია, 76 რომანი და 26 მოთხრობა ეძღვნება;
10. ამ “ევანგელისტური” სახელებით მოიხსენიებენ ფრედ ვარგასის დეტექტიური მოთხრობების მთავარ გმირებს – მოყვარულ მაძებართა სამეულს;
11. პოლიციის ეს კომისარი ნაიო მარშის დეტექტივების მთავარი მოქმედი გმირია;
12. ამ კერძო მაძებრის მამა მედუქნე იყო;
13. ჯონ დიქსონ კარის დეტექტივებში ხშირად შევხვდებით ამ გოდორა მაძებარს, რომელიც რაინდის ტიტულს ატარებს;
14. ამ მეტად პოპულარული თანამედროვე რუსი პერსონაჟის გერმანელი წინაპარი, თავის დროზე, ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობდა;
15. ეს ფრაზა ლიტერატურაში ალექსანდრე დიუმა-მამამ დაამკვიდრა. მისი ავტორი კი საფრანგეთის პოლიციის ჩინოვნიკი გაბრიელ დე სარტინია.













moliii, gamwire faqtiurad, ai es xom didi bednierebaa aq pirveli rom vakomentareb, mara rad ginda, warmodgena ar maqvs pasuxebze, mamas davudzaxeb mere, me namdvilad ar maxsovs:)
დაუძახე :) კითხვები თუ მოგეწონა, უკვე საკმარისია :)
რაც გამახსენდება, გზადაგზა, რომ დავწერო ასე შეიძლება?
8. პოლინა ლისიცინა ეს დაო პელაგეა ხომ არ არის?
პ.ს. გემრიელი კითხვებია
რა თქმა უნდა, შეიძლება, ქალბატონო ნატო :) პასუხებიანი კომენტარები დაიმალება და ხვალ, გვიან საღამოს გამოქვეყნდება. როგორც მოგიხერხდებათ, ისე დაწერეთ… ხვალ საღამომდე დრო გვაქვს.
2.Serlok holmsi.14.baroni miunhauzeni
პასუხები და პასუხებიანი კომენტარები ხვალ, გვიან საღამოს გამოქვეყნდება, ჟოლი…
2. ჰოლმსი უნდა იყოს.
კომენტარი შენახულია…
chemi pirveli laiqi…
ზნატოკები ვიცი, მამაჩემის წყალობით და ერთი ორი სერიასაც ვუყურე :) ძალიან კარგი გადაღებულია, ჩამთრევი სიუჟეტებით.
ღამე ცემი ტვინი არ ფუნქცინირებს, ხვალ სამსახურიდან ვუპასუხებ :)
შენი თემაა :) იყოს ხვალ…
შენი ლაიქი პირველია, კი :)
9 გამორიცხვის მეთოდით დამრჩა მეგრე.
7 – მამა ბრაუნი ჩესტერტონთან. მე მგონი, ეს ბოლო პასუხი იქნება. საკმაოდ დიდი ხნის წინ ვკითხულობდი დეტექტივს. (ამ კითხვაზე მამა დავიხმარე).
15 შერშე ლა ფამ
satauri momwons,holmsi mentoruli saxit-elementarulia uotson))))
p.s. multfilmi ashkarad nanaxi maqvs,radgan tvalis mexsierebam agidgina magram shinaarsi ar maxsovs(
დილა მშვიდობისა, მოლი. დღევანდელი Jeopardy!-ს თემა, მითოლოგიის არ იყოს, იმდენად ჩემია, რომ სირცხვილი იქნება, საპრიზო ადგილზე თუ არ მოვხვდი :) აბა, ვცადოთ…
წინა ტურზეც მოგწერე – ექსპერტები ჩემი სისუსტეა მეთქი, მერი :)
მითოლოგია შენი თემა რომ იყო, არ ვიცოდი, დეტექტივები რომ ძალიან გიყვარს და აქაც რომ უდავო ფავორიტი იქნები, ამას კი ველოდები :)
1. ნირო ვულფის მარჯვენა ხელი – არჩი გუდვინი;
2. უნივერსალური შერლოკ ჰოლმსი;
3. ერკიულ პუარო (ამ საქმის შეხსენება უდიდესი დარტყმაა მისი პატივმოყვარეობისათვის :));
4. ცნობისმოყვარე მისს მარპლი განუყრელი საქსოვი კალათით;
5. ყველაზე დიდი გურმანი დეტექტივთა შორის -ნირო ვულფი;
6. პერი მეისონი;
7. მამა ბრაუნი;
8. პელაგია აკუნინის ტრილოგიიდან;
9. კომისარი მეგრე;
10. მათიასი, ლუსიენი და მარკი (მათე, ლუკა და მარკოზი) :);
11. კომისარი ალეინი, სახელი არ მახსოვს;
12. ჩემი საყვარელი კალე ბლუმკვისტი ხომ არა? :);
13. კართან გიდეონ ფელიც გოდორაა, მაგრამ თუ რაინდის წოდებას ატარებს, მაშინ – სერ ჰენრი მერივეილი;
14. ეს, თუ არ ვცდები, რომანტიკული ერასტ ფანდორინია :);
15. მმმ… Cherchez la femme?
რა მაგის პასუხია და წუხელ რეალმა 4-0 მოიგო :მზაკვარიპოპინსი:
არ მინახავს თამაში წუხელ :( სამაგისო თავი არ მქონდა.
კარგია, რომ მოიგეთ. ტოტენჰემი არც ისე ხელწამოსაკრავი გუნდია, ბოლოს და ბოლოს, ლიგის მეოთხედფინალში გააღწია და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება.
ჩათვალე, უკვე ნახევარფინალში ხართ. დღეს (იმედია!) ბარსა შახტარს მოუგებს, ნახევარფინალში შემოგიერთდებით და კიდევ ორი კლასიკო გვექნება :)
დილა მშვიდობისა,მოლი!
დეტექტივები ძალიან მიყვარს,მაგრამ კარგად თუ მახსოვს არ მგონია.მე მაინც ვეცდები.
1)არჩი გუდვინი?(რძე მასაც უყვარდა :) )
2)თუ სწორად მახსოვს…შერლოკ ჰოლმსს:
3)კალე ბლუმკვისტი?
4)მის მარპლი;
5)ნირო ვულფს ჰგავს…
6)პერი მეისონის;
7)ვერ ვიხსენებ,სამწუხაროდ;
8)პელაგია და აკუნინი?
9)ჟიულ ჟოზეფ ანსელმ მეგრე;
10)მარკი,მატიასი და ლუსიენი(როგორც მარკოზი,მათე და ლუკა),თუ არ ვცდები;
11)ალეინი?
12)არ მახსოვს;
13)გედეონ ფელი;
14)მმმმ,გონება აღარ მუშაობს :(
15)შერშე ლა ფამ.
ეს სიახლე გამიხარდა :)
დილა მშვიდობისა :)
კი, აწინ ასე იქნება და არა მხოლოდ ჯეოპარდის ტურებისთვის.
მტირალა მატილდას გულთბილი სალამი ყველა მონაწილეს :) ქოლგები წამოღებული გაქვთ? ახლა წვიმა წამოვა :) :) :)
ძლივს გამოიდარა, მატილდა :) არ გვინდა ახლა წვიმა :)
მტირალა მატილდას გულთბილი სალამი ყველა მონაწილეს :) ქოლგები წამოღებული გაქვთ? ახლა წვიმა წამოვა :) :) :)
1) უი, ეს ვიციიიიიი :) გუდვინი არ არის? :)
2) შერლოკ ჰოლმსი წერდა რაღაც გამოკვლევებს, ეგ იქნება.
3) აი ეგ საიდან უნდა ვიცოდეეეეეეე
4) რათქმაუნდა, არც ეს ვიციიიიიიიიიი :(
5) ეგეთი მსუქანი მარტო ნერო ვულფი ვიცი.
6) ______
7) მოლი, ცხვირსახოცი მომაწოდე :)
8) ორი ცხვირსახოცი, მოლი :)
9) ფრანგული სახელია, მეგრე იქნება.
10) წარმოდგენა არ მაქვს :(
11) რამდენი ხანი ვითმინე და მაინც ავზლუქუნდი
12) ვაი, კალე ბლუმკვისტის მამა იყო მეფუნთუშე კი არა და მედუქნე და თუ გამოვიცანი მოვკვდები სიცილით :) :)
13) ვინ დაგაცდის სიცილს, რაააააააა
14) ფანდორინს ჰყავდა გერმანელი წინაპრები.
15) ეძებეთ ქალი?
ukve meramdene tamashia ver vaxerxeb chartvas :S exlac movqandi gadavxede kitxvebs da gavqandi isev samushaos shsesasruleblad. :S blin mokled tu movascari dges mainc davafrqvev chems genialur da brznul pasuxebs :D ise erti ori kitxva zaan superia magram am komentshi ar davwer mosazreba varaudebs rom ar daimalos :D :*
magaria mol : )
ამ კომენტარის საღამომდე დამალვა აშკარად დამენანებოდა :)
დავალოდებით შენს პასუხებს, ოღონდ საქმეს არ მოცდე და მაინცდამაინც ნუ იჩქარებ, 11 საათამდე გავაჩერებ და პასუხებს თერთმეტზე გამოვაქვეყნებ.
მადლობა :)
uvaa kargi xar :D
<3
:) :) სენქს ე ლოთ :)
მოლი, გამარჯობა! :)
ისაა, სანამ შევუდგებოდი, გადავხედე და იმედია, მეთორმეტე კითხვაში კალე ბლუმკვისტს არ გულისხმობ, ხომ? მამამისი მეფუნთუშე კი არა, მედუქნე იყო, ფუნთუშებს ევა–ლოტას მამა აცხობდა:)
ახლავე ჩავასწორებ, თამარა :)
მოგესალმებით :) დილა მშვიდობის ყველას, ცოტა გადავიკითხო აბა, მალე დაგეწევით :) მოლლი მძიმე თემაა, მინდა ვთქვა :) თუმცა საინტერესო .
დღე მშვიდობისა :)
მძიმე თემა რატომ? :) პირიქით – სახალისო და მარტივი მგონია…
2. sherlokzea saubari rogorc maxsoms :D
3. puaro
6. tu amaze filmic arsebobs mashin mezonis tanashemcea da tu ara ar vici :D
8.pelagia
11. au es havtori gamigia mara misi nacarmoebebi arc ki minaxavs tvalit :S arada avtori xom vici raa :|
\\mso meti ar vici :D
da tanac mainc ver momitmina gulma da samsaxuris dros vxarjav ase :D vai vai :S vso cavedi :D
aba tqven icit carmatebebi <3 genialur temaa
კარგია, რომ მოასწარი და დრო გამონახე, ჩორვენ :)
დიდი ხანია, არ გითამაშია :)
აი, ეს ორი ხაზი ჩორვენის კომენტარის ნაწილია, პასუხებიც უწერია და იმიტომ საღამომდე ვმალავ, მაგრამ ეს რომ არ გამოვაქვეყნო, არ შემიძლია :) მადლობა დიდი :)
da tanac mainc ver momitmina gulma da samsaxuris dros vxarjav ase vai vai :S vso cavedi
aba tqven icit carmatebebi <3 genialur temaa
ძალიან საინტერესოა ნამდვილად..და ესდ მულტფილმი ძლაიან მიყვარდა.. კომპიუტერული თამშიც კი იყო ამ სპილოს მოტაცებაზე და მაგარს ვღადაობდი…. :)) ამ თემაში ლამერი ვარ :( ამიტომაც არც შევეცდები პასუხების გაცმას.. მაგრამ კომენტარის დატოვება ძალიან მომინდა. საღამოს აუცილებლად აგდავიკითავ პასუხებს და დავიმახსოვრებ კიდევაც :))))
არ მეგონა, ეს მულტფილმი ვინმეს თუ ახსოვდა… ახლა სხვა რაღაცებს უფრო უყურებენ. რუსული ანიმაცია პოპულარული აღარ არის. სამაგიეროდ, მე კომპიუტერული თამაში არ ვიცოდი.
მადლობა, ჯესი :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
ნუ ყველას განსხვავებული ახალგაზრდობა ჰქონდა..მაგრამ ჩემს დროს ჯერ კიდევ იყოს ეს მულტფილმი :))))
ახლა თითქმის არსად არის…
ძალიან მაგარია მოლ, კითხვებს ვკითხულობ და პასუხები სადღაც ტივტივებს ჩემს დამტვერილ ტვინის უჯრებში :) მაგრამ არ ვიცი თუ ვუპასუხებ სწორად. მუშაობას თუ დროზე მოვრჩი შემოგიაერთდებით თუ არადა პასუხების ნახვითაც დიდად კმაყოფილი დაგრჩებით :)
წარმატებები ყველას :*
მთავარია, რომ მოგეწონა :) პასუხებს 11 საათამდე არ გამოვაქვეყნებ და თუ მოასწრებ და დაგვიწერ, ძალიან კარგი იქნება :)
movedi, ar chamqolot tu ramea, imitom rom tumca deteqtivebi miyvars, mainc ragac-ragac detalebi sheidzleba ar maxsovdes :d am jeopardshi chemi favoriti tamaraa :) me mjera misi…
1) ar vici, ar maxsovs :(
2) ar maxsovs
3) puaro?
4) mis marpl?
5) balkaneli? ar maxsovs.
6) advokati peri meisoni.. mmm caltvala mowmis chveneba, am romanis mere shemiyvarda iurispodencia rogorc profesia :) (adre marto kriminalistika momwonda)
7) vin jon okonori? ragac irlandiuri gvaria da vin unda iyos, mwerali, poeti tu sasuliero piri? ar vici ra mokled, ar maxsendeba…
8. vaime, monazoni pelagia? wakitxuli ar maqvs, magram vici rom boris akunins hyavs ert-ert personajad, fandorinis garda :d
9) komisari megre? jiuli erqva tu sworad maxsovs
10) luka, mate, ioane da markozi? :D
11) au ra nacnobi mweralia.. ar maxsovs, gavitishe :( titqos enis wverze madgas, magram ver vixseneb :(
12) kinagam vifiqre kale blumgvisti tqo, magram magis mama ubralod gamyidveli iyo, savachro duqani hqonda. ase rom ar maxsendeba :( moica, moica, is xom ara, ra qvia niro vulfi? :D (ეს ჩემი ბრალია, კითხვაში მექანიკური შეცდომა გამეპარა, მედუქნეს მაგივრად მეფუნთუშე ჩავწერე, მერე კი გამოვასწორე, მაგრამ… მოკლედ, ბლუმკვისტია პასუხი და ქევანას დამსახურებული ქულა ეთვლება – მოლი)
13) auuu, ar maxsovs, hari tu henri?
14) naaah, rusi medzebari, ertaderti romelic shengan msmenia es akuninis personaji iqneba, fandorini, asea?
15) SerSe la fem – anu edzie qali [rogorc damnashave] :D
p.s. deni movida da chemi pasuxebi fireFoX-s sheunaxia. oo, madloba didebulo programisto :D
fuuu, 8 ) -ze isev smaili gaaketa : (
გადავასწორებ, ქევან :)
2.შერლიკ ჰოლმსი
4. მისის მარპლი
6. პერი მეისონის
7. ჩესტერტონის მამა ბრაუნი
8. პელაგია
9. კომისარი მეგრე რა თქმა უნდა
10. მარკი, ლუსიენი და მატიასი (შესაბამისად წმინდა მარკუსი, ლუკა და მათე)-ფრედ ვარგასის “სამი ევანგელისტიდან”, ახლა ვკითხულობ ზუსტად და ძალიან გამიტაცა :))
14. ფანდორინი?
სულ ეს იყო რისი გახსენებაც შევძელი სამწუხაროდ :(
ძალიან კარგ წიგნს კითხულობ… ვარგასი ჩვენთან არც ისე პოპულარულია, არადა მართლა ხარისხიანი დეტექტივია.
მადლობა, დრო რომ გამონახე :)
4 მისის მარპლის მშობლიური სოფელია.
დღე მშვიდობისა, ნატო :)
4 მისის მარპლის მშობლიური სოფელია
:) ცოტა შემაგვიანდა.. სამსახურში საქმე იყო. კულინარიულ თემასთან შედარებით მძიმე :) თან შესვენებაზე არ გავსულვარ და ..
კარგი ჩამოვწერ აბა :
1. ნირო ვულფი (არა. არვარ დარწმუნებული).
2. შერლოკ ჰოლმსი;
3. ერკუილ პუარო;
4. მის მარპლი;
5. ისევ ნირო ვულფი ? ?
6. პერი მეისონი;
7. ჩესტერტონის ცნობილი გმირის მამა ბრაუნის პროტოტიპია;
8. მონაზონი პელაგია – პოლინა ანდრეევნა ლისიცინა;
9. კომისარი მეგრე;
10. მარკოზ მახარებელი, ლუკა მახარებელი, მათე მახარებელი;
11. როდერიკ ალეინი;
12. ლუ არჩერი ? სხვა ვერსია არ მაქვსს :)
13. სერ ჰენრი მერიველი;
14. ერასტ და ნიკოლას ფანდორინები იყვნენ ძველი გერმანული გვარის ფონ დორნების შთამომავლები;
15. Cherchez la femme :) მაგარი ფრაზაა :)
უჰ… როგორ გაწვალებულხარ, ფარსმან…
თუმცა, მინდა გითხრა, შედეგები ამ წვალებად ნამდვილად ღირს :)
საღამო მშვიდებისა, მოლი.
ამ ბოლო დროს ფრიად დაკავებული ვარ :დაკავებულისმაილი: , ჩემი ბლოგიც უყურადღებოდ მაქვს დატოვებული , მაგრამ აქ სათამაშოდ შემოსვლა მაინც მოვახერხე და ვნახოთ რა გამომივა : )
1. ჰმ…
2.შერლოკ ჰოლმსი უნდა იყოს…
3. ულვაშა პუარო
4.ჭორიკანა მის მარპლი
5.ჰმ..ჰმ…
6. ადვოკატი მეისონი
7.ჰმ..ჰმ…ჰმ….
8. ჰმ..ჰმ…ჰმ…ჰმ….
9.კომისარი მეგრე
10. ჰმ..ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ….
11. ჰმ..ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ…
12. კალე
13.ჰმ..ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ…ჰმ….
14. ფანდორინი
15. ეძებეთ ქალი…(სადმე მანდ იქნება, კუთხეში ეგ არამზადა :D )
ახალგაზრდა ჰაკერიც მოსულა… კარგია, დრო რომ გამონახე და ჩვენი ჯეოპარდისთვის მოიცალე :)
აქ პასუხები იდება ხოლმე?
არცერთი კითხვის პასუხი არ ვიცი :|
არა უშავს. თუ კითხვები მოგეწონა, საქმე გაკეთებულა…
პასუხებს 11 საათზე გამოვაქვეყნებ.
რა კარგია… სამწუხაროა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილს გავეცი პასუხი, ამიტომ აღარ ჩავერთვები დღეს თამაშში, აზრი არ აქვს… მომავალ ოთხშაბათს დაველოდები…
რატომ? იქნებ ახლაც გეცადა დაწერა? აქ ხომ სპორტულ პრინციპზე და ქულებზე მნიშვნელოვანი გართობაა..?
რა საშუალებით არ ვცადე მიზნის მიღწევა მაგრამ ვიცი რო მერი გაიმარჯვებს :) ისე იქადნებოდა დილიდან :) პასუხები თორმეტზე ? არ დავიძინებ ველოდები :)
11-ზე ფარსმან და დაიდო უკვე.
რახან პასუხები დაიდო, აი ეს განმიმარტე რა მოლი :*
“ლასუსის პოლიფონიური მოტეტები”;
მოტეტი რა არის? :(
საეკლესიო პოლიფონიაა, ქევან
ვაა, არ ვიცოდი :)
კონან დოილთან რომ შემხვდა, მაშინ არც მე ვიცოდი. მუსიკა რომ იყო, მივხვდი.
სწორი პასუხები:
1. არჩი გუდვინი;
2. შერლოკ ჰოლმსი;
3. ერკიულ პუარო;
4. მისს მარპლი;
5. ნირო ვულფი;
6. პერი მეისონი;
7. მამა ბრაუნი;
8. პელაგია (აკუნინის ტრილოგია – პროვინციული დეტექტივი);
9. კომისარი მეგრე;
10. მათიასი, ლუსიენი და მარკი (მათეს, ლუკას და მარკოზის სეხნიები) ;
11. როდერიკ ალეინი
12. კალე ბლუმკვისტი;
13. სერ ჰენრი მერივეილი;
14. ერასტ ფანდორინი (გერმანელი ფონ დორნების შთამომავალი);
15. Cherchez la femme (ალექსანდრე დიუმა-მამას “პარიზის მოჰიკანები).
შედეგები
Mary Poppins – 15; ფარსმანი – 13; ნატალია ჩხენკელი – 10; kevana – 9; Griffin… – 8; mecmikvarkhar -8; mawilda -7; ნატო დავითაშვილი – 6;
ჩორვენი – 4; joliiii – 1.
ვა, გუდვინი არავის გაახსენდა???
კი, როგორ არა…
სასიამოვნო დასასრული იყო, მადლობთ თქვენ , მერის ვულოცავვ :) მოლი, სიამოვნებად გადაიქცა აქ თამაში :)
მაგას რა ჯობია, ფარსმან :)
მადლობა, ფარსმან :)
ბრავო, მერი! :)
როდერიკ ალეინი პოლიციის კომისარი არ არის :)
თავიდან არის უფროსი ინსპექტორია, და მერე ბოლოს კი:
“Alleyn marries and has a son, and eventually rises to the rank of Chief Superintendent “– Chief Superintendent… : P
პ.ს. ыыыы :D :D :D
თარგმანის ბრალია? : )
პ.პ.ს. ჩემი ბუნების გათვალისწინებით, მგონი მეც შემეძლება იურისტობაში ჩავდგა ფეხი :დ
იმ თარგმანებში, რომლებიც მე წამიკითხავს, კომისარი ეწერა… მაგრამ ინფორმაციისთვის მადლობა :)
მაგიტომ ვიკითხე თარგმანშია შეცდომა თქო?
მითხარი აბა რომელ გამოცემაშია..
ეხლა გადამოწმება მომინდა.
ჩემს წიგნში ჯერ კიდევ უფროსი ისპექტორია : )
“საზღვარგარეთული დეტექტივის” სერიით გამოცემული ძველი კრებული. სამი დეტექტივიდან ერთ-ერთი მარშის “ყველა ნაბიჯზე კონსტებლებია” იყო. იქედან მახსოვს.
მე კითხვებს წიგნების მიხედვით ვამზადებ, ქევან. ვიკიპედიას გამონაკლის შემთხვევებში ვიყენებ.
კომისარის მაგივრად სუპერინტენდანტი რომ დამეწერა, რაიმე შეიცვლებოდა?
იურისტობა ცოტა სხვა რამეა :)
რას ქვია “რაიმე შეიცვლებოდაო”, რომ კითხულობ :დ
მაგალითად, მეგრე კომისარი იყო და ჟანვიე, ლუკა ინსპექტორები
რომ დაწერო მეგრე ინსპექტორი იყოო, არაფერი შეიცვლებოდა? :დ :დ :დ
ამ შემთხვევაში, ამ კითხვებისთვის რა მნიშვნელობა აქვს?
lol ქულაზე არაა აქ საქმე, ღმერთმანი…. ვხარხარებ…
არა, უბრალოდ, როგორც “მაძებრის მამა მეფუნთუშეაო” ასეთი ტიპის შეცდომაა და უნდა გასწორდეს.. მეტი არაფერი..
პ.ს. ეგ წიგნი მაქვს მეც და უნდა დაგამწუხროთ: უფროსი ინსპექტორი წერია :დ :დ :დ
აბა გადაშალე თავში, სადაც ჩამოთვლილია პერსონაჟები და მათი თანამდებობა,..
გვერდი 359 და ფრაზა: “უფროსი ინსპექტორი ალეინი, სისხლის სამძებრო–საგამომძიებლო განყოფილება, ლონდონი”
ქევან, სახარხაროს აქ ვერაფერს ვხედავ.
შესაძლოა, ფაქტობრივი შეცდომა იყოს, თუმცა თამაშში ამას ხელი არავისთვის შეუშლია. ვისაც ნაიო მარში გაახსენდა, ყველამ დაწერა.
მეფუნთუშე პირველმა სხვა მკითხველმა აღმოაჩინა და მშვიდად, ხარხარის გარეშე მომწერა – მეც მადლობა გადავუხადე და შეცდომა გავასწორე.
შინ წიგნს გადავხედავ და ამასაც გავასწორებ.
არც დასამწუხრებლად მაქვს საქმე – პოსტი (ისევე როგორც დანარჩენი პაკეტები და საერთოდ, სხვა პოსტები) ძალიან კარგი გამოვიდა, არც კომენტარი დაკლებია და არც მკითხველ-დამფასებელი.
მეც მაგ წიგნიდან მახსოვს :) და, საერთოდ, თუ გნებავთ, მაგ ქულას ნუ ჩამითვლით, ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საკითხი ასე პრინციპულად დადგა :)
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ეგ ფრაზა ჰოლმსს არასოდეს უთქვამს, სანამ სცენაზე არ ავიდოდა.
და აი კიდევ ერთი კარგი საკონკურსო თემა:
ყველაზე ცნობილი ფრაზები, რომელიც სინამდვილეში არასდროს უთქვამთ :)…
ისე, კაი პოსტი გამოვა აქედან :)
კომპიუტერში სრული ჰოლმსი მაქვს რუსულად. საჯაროდან თავის დროზე ინგლისური კომფლით ჰოლმს გამოვიტანე და მართლა არ მახსენდება, სადმე ეგ ფრაზა ეწეროს.
მშვენიერი თემაა… ოღონდ კიდევ 14 ასეთი ფრაზაა მოსაძებნი.
პოსტს რომ ვწერდი, მაშინ ვნახე. ეკრანიზაციაში გამოიყენეს პირველად – ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში და მერე უცებ გავრცელდა.
Absolutely so!
ახლა კიდევ ერთი ფრაზა გამახსენდა – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება – კუბერტენს ტყუილად მიაწერენ, პენსილვანიის ეპისკოპოსმა თქვა :)
და კომბრონს არ უთქვამს: “გვარდია იღუპება, მაგრამ არ ნებდებაო!” ამის ნაცვლად ინგლისელებს მიაძახა, თქვე მძღნერებოო… (უკაცრავად, უწმაწუორბისთვის, მაგრამ ასე თქვა და) ყოველ შემთხვევაში, ჰიუგოს თუ დავუჯერებთ ასეა. :)
კი კი :) merde :) ცნობილი ისტორიაა :)
ესეც სამი. 12 ცალიც და გავალთ :)
მეგრე, მეგრე, მეგრე :D
ჩემი ბავშვობის მეგობარი ზორზოხა მეგრე :)
მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივების მოყვარულები ასე არ თვლიან, და ბულვარულ დეტექტივებშიც კი მოიხსენიებენ სიმენონის ნამოღვაწარს, ჩემთვის კომისარი მეგრეს ისტორიები მისი მონაწიელობით ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თუნდაც ლეგენდარული პუაროსა თუ ჰოლმსის თავგადასავლები. რატომ? არ ვიცი რატომ. ”ყვითელი ძაღლი” და ”თავის საფასური” ყოველთვის მერჩივნა ”აღმოსავლეთის ექსპრესსაც” და ”ბასკერვილების ძაღლსაც”.
აი კალე ბლუმკვისტი კი სულ სხვა მოვლენაა :)
ხო, კიდევ ერთ კერძო მაძებარს შეგახსენებთ ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან – იპპოლლიტ კვასსი :D გახსოვთ ასეთი? ;)
არასოდეს ჩამითვლია სიმენონი და მეგრე ბულვარულ დეტექტივად, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და მომწონს კიდეც, თუმცა ჩემთვის პირველი სამეული მაინც კონან დოილი, სტაუტი და კრისტია.
ლიტერატურული გემოვნების საკითხია… და ძალიან კარგია, არჩევანის საშუალება რომ გვაქვს.
კალე მართლა სხვაა :) ყველასგან გამორჩეული და ყველაზე საყვარელი :)
არა, იპპოლიტ კვასსი არ მეცნობა. ვისი პერსონაჟია?
ედმუნდ ნიზიურსკის პერსონაჟია “მარეკ პეგუსის თავგადასავალიდან” :D სასაცილო, გასიებული, მელოტი კვასსი, რომელიც ვენჩისლავ უჩინარს დასდევს და ბანდიტების ტყვეობაში აღმოჩნდება. შემდეგ პოლონელი პიონერები მიდიან მის დასახსნელად :D ძალიან სახალისო საბავშვო ნაწარმოებია.
ეხ, ბავშვობა… :D
არა, კვასსი და ნიზიურსკი ნამდვილად არ შემხვედრია. ბავშვობიდან კლოსი მახსოვს პოლონელი, კიდევ – ოთხი ტანკისტი და ძაღლი და იოანა ხმელევსკაიას დეტექტივები, ოღონდ ეს უკვე მთლად ბავშვობა არ იყო…
დეტექტივთან კავშირში არაა, უბრალოდ ერთი პოლონელის გემრიელი პოლონური გამახსენდა – გუსტავ მორცენეკის ”იოახიმ რიბკას შვიდი საოცარი თავგადასავალი” :) კარგი რამეა…
თუ პოლონურ თემას ვაგრძელებთ – სენკევიჩის “ჯვაროსნები” :)
ნუ რახან ვაგრძელებთ და თან დეტექტივია ძირითადი თემა, ერთი პოლონური დეტექტივი გამახსენდა, რომლის სახელიც არ მახსოვს, ვარშავაში თუ ლოძში ხდება, ტროსტში დამალული მახვილით მკვლელობების სერია და მთელი ამბებია, ოღონდ არც სახელი მახსოვს და არც ავტორი :D საკმაოდ კარგი წასაკითხია :)
ვიცი ეგ წიგნი :) ზბიგნევ ნენაცკის “საიდუმლო ხელჯოხი”, არა?
კი, ეგ არის :)
აი, ხომ ვთქვი :) მერი, მოლი ბლუმის ბლოგი ოფიციალურად განიჭებს ექსპერტის წოდებას :)
მერი, ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე – სად არის-მეთქი :) ასეთ კითხვებზე ყოველთვის მოგეძევება პასუხები :)
მადლობააააააააააა :) ჩემთვის დიდი პატივია :) უდიდესი :)
მერი, შენნაირი ძიძა მინდა ჩემი მომავალი შვილებისთვის :)
:) მერი ბლოგის ოფიციალური ექსპერტია დეტექტიური ლიტერატურის დარგში და ბლოგის საუკეთესო ძიძა :)
მოლის ისე ეწყინა, რომ არ ვითამაშე, რომ ავტოგრაფის შეხსენებაც კი დაავიწყდა :) :*
დამავიწყდა კი არა, მომერიდა…
არ მოეწონა მეთქი, ვიფიქრე :(
ეჰ, როგორ არ მომეწონა…
მაგრამ ისეთი უთავბოლო დღეები მქონდა, რომ ვეღარ ჩავუჯექი :)
მთავარია, ამ უთავბოლო დღეებმა თუ გადაიარა…
Борис Акунин пишет новую книгу на глазах у всего Интернета
Автор бестселлеров, писатель Борис Акунин (Григорий Чхартишвили) планирует выпустить книгу на основе своего блога в «Живом Журнале».
«Книга будет называться “Любовь к истории”». Состоять из исторических миниатюр с картинками. Дней старинных анекдоты. Но каждый из них рассказан не ради самого происшествия, а пропущен через мое восприятие. Это всегда толчок для какого-то рассуждения или иллюстрация к нему. Можно, пожалуй, отнести эту книгу и к почтенному жанру “Из записных книжек”», – сказал Борис Акунин.
http://www.mediaport.ua/news/world/76493/%D0%91%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%81_%D0%90%D0%BA%D1%83%D0%BD%D0%B8%D0%BD_%D0%BF%D0%B8%D1%88%D0%B5%D1%82_%D0%BD%D0%BE%D0%B2%D1%83%D1%8E_%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D1%83_%D0%BD%D0%B0_%D0%B3%D0%BB%D0%B0%D0%B7%D0%B0%D1%85_%D1%83_%D0%B2%D1%81%D0%B5%D0%B3%D0%BE_%D0%98%D0%BD%D1%82%D0%B5%D1%80%D0%BD%D0%B5%D1%82%D0%B0
“მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას, მიზეზთა გამო, ალბათ, არ ახსოვს ოდესღაც ძალზე პოპულარული საბჭოთა დეტექტიური სერიალი «Следствие ведут знатоки»;”
გვახსოვს;
15 კითხვიდან ორი რომ აკუნინს უკავშირდება, ეს დოკუმენტურად დასტურდება აქვე, ბლოგზე;
ჰოლმსი, ვულფი, კრისტი… არაერთხელ წაგვიკითხავს.
ამიტომაც გვებადება კითხვა: მოლი ბლუმი ჩვენი კომენტარების გამოყენებით მიღებული მატერიალური შემოსავლის ჩვენთვის რა ნაწილის ბოძებას და რა პროპორციით აპირებს?
შემდგომში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საინიციატივო ჯგუფს ხომ არ შექმნიდით, კრებას ხომ არ მოიწვევდით და დაარსებულ სააქციო საზოგადოების ”მოლი ბლუმი & ფანტასტიკო” საერთო კრებაზე ხომ არ დაამტკიცებდით წესდებას?
პატივისცემით ხუტა წულეისკირის სახელობის კლუბის სტაჟიორი
რაულ კაპანაძე
აკუნინი აპირებს წიგნის გამოშვებას, მე ხომ არა :)
ჩემი მკითხველის კომენტარების გამოყენებით მატერიალური შემოსავალი როგორ მივიღო, თხუთმეტი წუთია ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე… თუ მიკარნახებთ, იქნებ მერე პროცენტებზეც შევანხმდეთ :)
ჰო, რა ვიცი, აკუნინიც არ აპირებდა, შემოეპარა იდეა. დანაშაულის პრევენციის მიზნით დავწერე წინა კომენტარი.
”თხუთმეტი წუთია ვფიქრობ ”
“Тихо, граждане. Чапай думать будет!”
გავჩუმდები, დაგელოდებით!
აჰ… არა :) ჩემი გრაფომანია ბლოგის საზღვრებს არ სცდება :)
მკითხველის კომენტარები კი ისე მეძვირფასება, არაფრის დიდებით არ გავყიდი :)
კომენტარებს არ გავყიდიო, ბლოგის მკითხველ-კომენტატორებზე ხომ ზედმეტია საუბარიო. სამწუხაროა, ისევ ბენდუქიძეს უნდა შევციცინოთ თვალებში, მაგრამ… აღარავინ ენდობა, ბლეფისტია, თვითონ ისე გაჭირვებია პურის მცხობელი მიჰყავს კანადიდან ეკონომიკის მინისტრად, აკაკის საფლავი ისე გადაუმალია, სასჯელაღსრულების მინისტრიც კი ვერ აგნებს, 30 000-მდე პატიმრის ასავალ-დასავალი იცი და აბა, ამასაც თუ მიხვდები სადაა, არ მოგხსნითო, როგორღა ვენდოთ, ჩვენ ამათზე უარესებს რომ არ შემოგვთავაზებსო.
არადა როგორი იმედი მქონდა, მოლი ისეთ რეკლამას გაგვიკეთებს, ყველას ერთიანად გვიყიდიან-მეთქი. ისე რეკლამაც არ სჭირდებათ ბლოგის მკითხველებს, რა გინდა რომ მათ ხელარეწიფებოდეთ:
მთაში ხართ, კარნიზზე დგეხართ, ხეობას გაჰყურებთ და მოგშივდათ, ახლო-მახლო კი არც ”პოპული” და არც ”გუდვილი” არ არის? ნუ დარდობთ, მოლის ბლოგზე ისეთი ხელმარჯვე მზარეულია, ”პეჩენიებისა” და ”სგუშონისაგან” წამში ისეთ ნამცხვარს შეთხიპნის, რომ… ფრანგი კონდიტერის სავიზიტო ბარათი გაოცებისაგან ღიად დარჩენილ პირი გახდება;
გარდერობის განახლება დაგჭირდათ და სარეკლამო რგოლებს და ჟურნალ-გაზეთებს არ ენდობით? ნოუ პრობლემ! მოლის ბლოგზე მილანის სუპერმოდური მაღაზიების მცოდნე მეგზურსაც იპოვნით;
დაიღალეთ ცხოვრების ჩქარი რიტმით, ფეხს ვეღარ უწყობთ, შესვენება და ჩამორჩენა კი მომაკვდინებელია და აღარ იცით რა მოიმოქმედოთ? ყოჩაღ, მართალია, გამოსავალს მოლის ბლოგზე იპოვნით, აქ შეხვდებით ”სპაიდერმენის” დობილს, კედლებზე აძრომაც შეუძლია და ”ხის სოკოს და სახაშე ჩლიქებს შორის” მარჯვედ გაძვრომაც.
აღარ გავაგრძელებ, თვალებს გავუფრთხილდები, თორემ… ქალაქში გავისეირნე, ყველა გადარბენაზე იყო, ზედაც არავინ შემომხედა, არადა… დრო იყო, თვალებში შემომხედავდნენ და გულწასულნი ბრაგვანს ადენდნენ… ჰო, რა მაყვლისთვალება, რი შურთხისთვალება, მე ვიყავი და ჩემი თვალები, ”ამის თვალების ფსკერში ჩამძირე, ღმერთო”-ო, ნატრობდნენ. ახლა კი… ანატომიის, ან ზოოლოგიის კაბინეტში ექსპონატად გამოვდგები-მეთქი, ვის არ შევთავაზე ჩემი თავი, მაგრამ…
ლაილაილაი..
მოლ, 4 ვიცოდი.. ერთ-ერთზე ორი ვარიანტი მქონდა და რომელიც ავირჩიე ის არასწორი აღმოჩნდა..
სხვათაშორის, ძალიანაც გამიხარდა..
სრულიად შემთხვევით შემომანათა შოკოლადის საქმემ. <3 მერე სხვებიც წავიკითხე და…
შენ კარგად ითამაშებდი, მაცო… მართლა კარგი შედეგები გექნებოდა სხვა პაკეტებშიც, მაგრამ არ თამაშობ და…
მოლიკო, არ ვიცი ბევრი და მხოლოდ 2-3-ის გულისთვის ჰომ არ გავაკეთებ. მერე სხვებს რომ ბევრი ექნებათ შემშურდება და.. :D :D
შენ 2–3-ზე ბევრად მეტი გეცოდინება, მაცო…
აარა, მოლ. (((
ერთხელ 5 gamovicani. ჰოდა, მერე დედასთან შევამოწმე. აღმოჩნდა, რომ ის 5 სწორად მხომებია და დანარჩენი 10, რომელზეც პასუხი არ მქონდა დედაჩემმა იცოდა. არა, მართლა მაგარია. ^^
მოლიკო, შენი იდეალი ვინ იყო ჩემხელა როდესაც იყავი? ^^
დედასთან ერთად რომ ითამაშო? :)
არ მახსოვს, მაცო. შენხელა დიდი ხნის წინ ვიყავი, თან ასე გამოკვეთილი იდეალი არც მყოლია, თორემ დავიმახსოვრებდი :)
არა, მოლიკო. მაშინ ეგ ჩემი და დედას წარმატება იქნება. მე მარტო მინდა. ***
კარგი… :) აქ ხომ დიდი ხანი ვიქნები მეც და შენც, ჰოდა ერთხელაც 888 კითხვას აიღებ :)
vaimee..
ramagariiqneba.. :0000000000000000
უმაგრესი :)