რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური სამყარო იყო – მთავარი გმირი, უამრავი ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.
ხვალ დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს, ქალთევზას, კაის და გერდას, გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.
მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუნებრივია, ამ ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგთავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.
ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, ხარისხიანი ლიტერატურა მხოლოდ ნაცნობობით, დახლქვეშ რომ იყიდებოდა, თუმცა, ჩვენ, რიგით მოკვდავებს,
არკადი გაიდარის და ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობების გარდა ხელი სხვა, ბევრად უკეთეს, გამოცემებზეც მიგვიწვდებოდა. რევოლუციამდელი ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც.
ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ყველაზე გემრიელად სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” მახსენდება (ზაფხულში წავიკითხე და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა – ეს წიგნი, თავიდან, გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებულიო, ვერ დავიჯერებდი – სახელმძღვანელოებზე მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა), მოსკოვის ოლიმპიადიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ფერადი და მხიარული, ულამაზესი ილუსტრაციებით სავსე “ჩიპოლინო” დღემდე ღიმილს მგვრის – მახსენდება, პატარა ხახვებს, გოგრიკოს, მარწყვას, ალუბალას, ათასფეხას როგორ ვგულშემატკივრობდი… “ვინი პუჰის” არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი, დაძინებით ისე არ ვიძინებდი, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან ერთი ტომი მაინც არ გადამეფურცლა (განსაკუთრებით აფრიკულმა და იტალიურმა ზღაპრებმა მომხიბლა)… რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენის
თავგადასავალმა” გულიანად მაცინა, ანდერსენის ასანთის გამყიდველ გოგონაზე დარდით კი ლამის გამისკდა პატარა გული… ასტრიდ ლიდგრენის შედევრებზე საუბარი ხომ არასოდეს მომწყინდება… როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი”, პამელა ტრევერსის “მერი პოპინსი”, “პატარა უფლისწული” და სეტონ-ტომპსონის “მოთხრობები ცხოველებზე” ჩემი საყვარელი წიგნების სიას ოდნავ მოგვიანებით შეემატნენ.
მერე უკვე ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, დიუმას, კონან დოილის და ფენიმორ კუპერის დროც დადგა… თუმცა ბავშვობის წიგნები არ დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება - ლიტერატურის სამყაროში ჩემი პირველი მეგზურები სწორედ ისინი იყვნენ. ამიტომაც არის, რომ წიგნის მაღაზიებში ჯერ საბავშვო განყოფილებას მივაშურებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, გავიზარდე.
ჩემს შარშანდელ საბავშვო წიგნებზე იანვარში, ერთ-ერთ პირველ პოსტში დავწერე. ამ სამ თვეში ჩემს კარადაში ტუვე იანსონის “მუმინების ბიბლიოთეკის” პირველი სამი წიგნი (გახსოვთ ძველი საბჭოთა მულტფილმი? ), ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” და არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავალი” დაბინავდნენ. “სახურავის ბინადარ კარლსონის” ჯენეტ ბაჯელიძისეულ, ძველ თარგმანს, ვიკლანდის შავ-თეთრი ილუსტრაციებით კი საერთო ჩამონათვალისათვის ვერ გავიმეტებ – ყველაზე საპატიო ადგილი წიგნის თაროზე მას ეკუთვნის.
განსაკუთრებით ერთი რამ მახარებს – მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კარგად ნაცნობი თუ აქამდე უცნობი შედევრების თარგმნა
თანამედროვე ქართული გამომცემლობების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. რამდენადაც ვიცი, არაერთი კარგი წიგნის გამოცემა იგეგმება, რასაც ბავშვებზე არანაკლებ მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, მალე, რომელიმე სტელაჟზე, ნილსის და გარეული ბატების ჯადოსნურ ზღაპარს აღმოვაჩენ… ძველი, მწვანეყდიანი წიგნი, გარეკანზე თმააქოჩრილი ნილსი რომ ეხატა, სამწუხაროდ, სადღაც დავკარგე…
P.S. ხვალ “ექს ლიბრისი” საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ახალ მაღაზიას ხსნის. ყაზბეგის 24-ში, “აქსისის” სავაჭრო ცენტრის შენობაში, 4 საათიდან უამრავ სახალისო საბავშვო კონკურსს და უგემრიელეს ტორტს გვპირდებიან. მე მივდივარ და თქვენც იგივეს გირჩევთ, მანამდე კი, თუ არ დაიზარებთ, აქვე, ამ პოსტის კომენტარებში, თქვენი ბავშვობის წიგნებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.














როგორი სითბო ვიგრძენი სტატიის წაკითხვის შემდეგ.:) ჩამოთვლილი წიგნებიდან ზოგიერთს ავცდი (საბედნიეროდ. ერთი-ორს), თუმცა ახლა საშუალება მაქვს, ჩემს შვილთან ერთად, ზოგი გავიხსენო, ზოგი კი აღმოვაჩინო.
სტივენსონის ”შავი ისარი” გამახსენდა კიდევ _ ჩემი უსაყვარლესი წიგნი. მთავარი გმირი დიკი წლების მანძილზე ჩემი ‘ვირტუალური” მეგობარიც კი იყო.
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
დიდი მადლობა :)
მოდით, ყველამ ერთად ვირტუალური ბიბლიოთეკა შევადგინოთ. პირველი წიგნი უკვე გვაქვს – სტივენსონის “შავი ისარი” :)
დანარჩენებიც არ დააყოვნებს…
მეც მადლიერი ვარ თქვენი. ეს რა ბლოგი აღმოვაჩინე 0011 წლის
1 აპრილს ღამის 1 საათზე:)))
უჰ :) დიდი მადლობა :) იმედია, აწიც ხშირად გვეწვევით :)
ასე მგონია, საკუთარი წიგნების თაროს ვათვალიერებ :) ოღონდ რენე რეჯანის “მზის მატარებელს” დავამატებდი, ბახის “თოლია ჯონათან ლივინგსტონს” და ერიხ კესტნერის “ტყუპთა ოინებს”… კიდევ “იყალთოელი ბიჭები” მიყვარდა ძალიან :) და ბულგარელი მწერლის მოთხრობაა ერთი, სადაც მოზარდები ჯაშუშებს უდგანან კვალში – პაველ ვეჟინოვის “კვალი იკარგება” – ვგიჟდებოდი ამ წიგნზე :) სამწუხაროდ, ვერსად მივაგენი, არადა, კარგი იქნებოდა, ბავშვობისდროინდელი იმპრესიები გადამემოწმებინა :)
რიჩარდ ბახი ბავშვს კი არა, ბევრ უფროსს არ წაუკითხავს, მერი :)
შენი წიგნები მოვინიშნე და კვირა საღამოს, სხვების გახსენებულ წიგნებთან ერთად გამოვაქვეყნებ.
მართლა მაინტერესებს, როგორი ბიბლიოთეკა გამოგვივა :)
რეჯანის “მზის მატარებელი” მიყვარს :) აგატათი აღტაცებული ვიყავი :)
თხა ჩიკუცა იყო უსაყვარლესი პერსონაჟი :დ არავინ შემხვედრია აქამდე, ვისაც რეჯანი ახსოვს :)
ილუსტრაციები თუ გახსოვს? აგატასნაირ ვარცხნილობაზე ვოცნებობდი და პორტო-ემპედოკლეს ჩირაღდნებზე :)
მე ილუსტრაციების გარეშე გამოცემა მქონდა :( :(
იცი, რა ნახატები იყო? ფანტასტიკა! :)
კიდევ ვიტორიოს ბაბუა მიყვარდა ძალიან :)
მახსოვს ილუსტრაციებიც :) :) აგატასნაირი ვარცხნილობა მქონდა ერთხელ :დ ვიტორიოს ბაბუა მაგარი პერსონაჟია :)
ვაიი, ვაიი, “ტყუპთა ოინები” ვინ ახსენა? მახსოვს, სოფელში ვიპოვე, ძველთაძველი, თავ და ბოლო ნაკლული, მაგრამ მაინც ჩავყლაპე… არც ავტორი ვიცოდი და არც სათაური, მოგვიანებით აღმოვაჩინე :)
უსაყვარლესი წიგნი იყო :) ლუიზა და ლოტა :)
მერიმ ახსენა :)
მერი ჩემზე უარესი ბიბლიოფილი და ბიბლიოფაგია :) ისეთი რაღაცები აქვს წაკითხული, პირი ღია მრჩება…
ძალიან კარგი იდეაა :) მაშინ კიდევ რამდენიმე წიგნს გავიხსენებ: შარლ პეროს ზღაპრები, დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა”, ჰაუფის ზღაპრები (განსაკუთრებით – პატარა მუკი :)), “ტომ სოიერი”, ედუარდ უსპენსკის “ძია თევდორე, ძაღლი და კატა”… კიდევ ბევრს დავამატებდი, მაგრამ უმჯობესია, სხვებმაც გვიამბონ ბავშვობის ბიბლიოთეკის შესახებ :)
აი, ბისეტი ვერ დავამუღამე და მომკალი :(
:( არადა, რა კარგი, პაწაწუნა ზღაპრებია, ძალიან ინგლისურ სტილში…
რას ამბობ…. წმინდა ინგლისური ზღაპრები :) ვატერლოოს სადგური ბებიასთან ჩაის დასალევად რომ მიდის ან ბურუსი დედოფალს სასახლეში რომ ესტუმრება…
მაინც ვერ დავამუღამე :)
მაგის დროც მოვა…
სულ დამავიწყდება ახლა რომ უკვე დიდი ვარ და სახლში მისული ამოვქექავ ჩემი ბავშვობის საყვარელ წიგნებს… მეღიმება სულელივით :) :)
პირველი წიგნი, რომელიც მახსოვს, არის პეპი, რომელსაც დედა გვიკითხავდა ხოლმე მე და ჩემს დას, როცა მე 5 წლის ვიყავი და ჯერ ვერ ვკითხულობდი დამოუკიდებლად. კითხვაც სწრად ამის გამო ვისწავლე, მგონი. დედას არ ეცალა ხშირად და ბევრს ვერ გვიკითხავდა, მე კიდევ საშინლად სულსწრაფი ვიყავი და არაფრით მყოფნიდა დღეში ერთი თავი :დ
პეპის შემდეგ იყო პაწაწინა წიგნი, რომლის ავტორი დღემდე არ ვიცი. მამაცი ჭანჭველა ფერდა (რომელსაც მე ფრედას ვეძახდი, რატომღაც) გახლდათ წიგნის მთავარი გმირი.
მერე, მაჩუქეს გრიმების სამტომეული, რომელიც ისე სწრაფად წავიკითხე, რომ არ დამიჯერეს და გადასამოწმებელი გახდა :დ გადამოწმება საკუთარი ინიციატივით შევთავაზე. ნებისმიერ გვერდზე გადაშალეთ წიგნი და წინადადება წაიკითხეთ და მე ვიტყვი რომელ გვერდზეა ეგ წინადადება და რომელი ზღაპარია მეთქი. ასეთი ურცხვად თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი :) თუმცა, ცხადია რომ მე მოვიგე :დ
6-დან 10 წლამდე ასეთივე ტემპით წავიკითხე მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ყველა წიგნი, კიპლინგი, სელმა, ტრევერსი და ვესტლი და ანდერსენი, რომელიც გახდა კიდეც ჩემი საყვარელი მეზღაპრე. ოცეოლას და თეთრი თათმანის შემდეგ კი ბრონტეს ჯერი დადგა. მახსოვს, ჯეინ ეარის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად 20 წლით უფროსი შემიყვარდებოდა :დ
გავჩერდები ახლა აქ, თორემ ერთი ცალკე პოსტი გამოვიდა, ლამის :)
პ.ს. ხვალ ექსის გახსნაზე მეც მივდივარ და ძალიან გამიხარდება თუ ბევრი ხალხი იქნება :) :)
სათაური დაამატე, ლიბიკა, სურათი ჩასვი, თეგები მიაბი და პოსტია :)
თან – უგემრიელესი :)
ურცხვად თავდაჯერებული გოგო მეცნო :) დაახლოებით ასეთი ვიყავი მეც :)
შენს წიგნებს მოვინიშნავ. წინასწარ ვტკბები შემაჯამებელი კომენტარის მოლოდინში. მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველების საბავშვო ბიბლიოთეკა :) რაღაც კარგი გამოვა :)
მივამატოთ ნემო, ფილიასი, ჩექმებიანი კატა და კუზიანი კვიცი :)
ვაიმე, იმდენი რაღაც მახსენდება, რომ უშველებელი ბიბლიოთეკა გამოგვივა :)
ერშოვი სად გაგახსენდა :) ჟურნალის ტიპის წიგნი მქონდა :) ნახატებით სავსე :) კარგი ქართული თარგმანი იყო და ილუსტრაციები – კიდევ უკეთესი :)
მერე მაგას რა ჯობია, ლიბიკა :) ამ ორ დღეში ბიბლიოთეკას შევადგენთ, მერე ყველა მონაწილეს მივაკრავ და ფეისბუქზე გამოვაქვეყნებ :)
დოკუმენტია :) ამის დაკარგვა არ იქნება :)
მეც ეგ წიგნი მქონდა :დ ჩექმებიან კატაზე გამახსენდა რატომღაც :დ და ახლა რუსლანი და ლუდმილაც გამახსენდა :დ
პეროსთან ჩექმებიანი კატა ჩადიოდა სასწაულებს და ერშოვთან – კუზა კვიცუნა :) იმიტომაც გაგახსენდა :)
რუსლანი და ლუდმილა ცალკე წიგნად მქონდა. რუსულ ხალხურ სტილში გადაწყვეტილი ილუსტრაციებით…
‘У лукоморья дуб зеленый,
Златая цепь на дубе том
И днем и ночью кот ученый
Все ходит по цепи кругом” :) :)
რა მაგის პასუხია და სტრუგაცკებთან წავაწყდი ამ კატაზე ალუზიას – კატა ვასილი რომ დადის და ზღაპრებს ყვება, თან სულ ერთმანეთში ურევს სიუჟეტებს და პერსონაჟებს : რა ვიცინეეე :)
დაბერდა და იმიტომ.
“понедельник начинается в субботу” სტრუგაცკების ერთ-ერთი საუკეთესო რომანი.
там и вправду ходит кот
как налево, так поёт
как направо, так загнёт анекдот…
но ученый сукин сын
цепь златую снёс в “торгсин”
а на выручку один – в магазин…
აი, ეს უკვე ვისოცკია.
“კუზიანი კვიცის” ზუსტად ეგ გამოცემა მქონდააააააააა :) ვეშაპის ზურგზე გაშენებული სამყაროს ილუსტრაცია გახსოვთ?
ილუსტრაციები ყველაფრის მახსოვს, მგონი :დ
რას ჰქვია, მახსოვს. მანდ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი სურათი ეგ იყო.
ათასჯერ მაქვს დათვალიერებული, პატარა სახლები, ეკლესიები, ქუჩები და ციცქნა ხალხი მომწონდა :)
მაგდენი წიგნი ნამდვილად არ წამიკითხავს ბავშვობაში )))
ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა იყო, ძმები გრიმების ზღაპრები. ეს წიგნები დღესაც თაროზე მიდევს და ხშირად გადავიკითხავ ხოლმე )))
გრიმების ახალი, ქართული გამოცემა მაქვს შინ.
ბავშვობაში რუსული მქონდა. ახლა ქართული ვიპოვნე და სიხარულით წამოვაცუხცუხე :)
კომეტა მუმინების ხეობაში – ეს არ მაქვს წაკითხული :(
ჩემი ბავშვობის ზღაპრები? ნილსი მეც მქონდა, ვესტლიც, ლინდგრენი, კიდევ პინოქიო მქონდა (და არა ბურატინო), მქონდა ჯანი როდარის ზღაპრები (ჩიპოლინო, ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში და სხვა), ღმერთო როგორ მიყვარდა და ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი :თვალზეცრემლი:
ბარონ მიუნჰაუზენი? დღეს ჩემს ბიბლიოთეკაში აღარ არსებობს, სამწუხაროდ ისე დაიფლითა რომ რავიცი რა,.. თუ შემეხვდება სადმე ვიყიდი.. კიდევ იყო სერია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, მიყვარს ეგეც… ქართული ზღაპრების კარგია :წუბ:
კიპლინგი საერთოდ მაგარია, არამარტო საბავშვო ზღაპრები, სხვა მოთხრობებიც :)
“კრაზანა” გვიან წავიკითხე და მაინცდამაინც არ ავღფრთოვანებულვარ :( არადა მამაჩემის ბავშვობის წიგნი იყო :დ :დ
მეფე მათეუშ პირველი? იანუშ კორჩაკის :)
აუ რამდენი წიგნია… ეხ, იცით მე რას ვფიქრობ? დაწერო ზღაპრები, ეს ყველა მწერალს არ შეუძლია, არცერთი ზღაპარი , იმდენი სიბრძნეა მათში : )
ე, კლავიატურას რა ვუთხარ, ჩამიყლაპა :დ
არცერთი ზღაპარი არაა უზრო და გამოუდეგარი მეთქი, იმდენი სიბრძნეა მათში :)
რა თქმა უნდა :)
აი, თამარა შემოიხედავს და პოლონურ ზღაპრებზე მოგვიყვება :)
ნუ დამცინიიით :)
ყველაზე ორიგინალური და ცოცხალი ზღაპრებია, მე თუ მკითხავთ! ზოგიერთი კიდევ ისეთი სევდიანი გამოერია, ღამღამობით ვტიროდი ხოლმე…
რას ამბობ, რისი დაცინვა… მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო და ახლა გამოსცემდეს ვინმე, ერთ ტომსაც არ გამოვტოვებ.
მუმინების ბიბლიოთეკა ქართულად პირველად ითარგმნა, ქევან..
სულ შვიდი წიგნი იგეგმება. ჯერჯერობით, პირველი სამი გამოსცეს.
ძველი რუსული მულტფილმი იყო “ჯადოსნური ქუდი” – მანდ იყვნენ მუმინტროლები…
მე ჯერ ბურატინო მქონდა და მერე პინოქიო…
კორჩაკზე და მათიუშზე ცრემლი ვღვარეე….
ბავშვებისთვის ისე უნდა დაწერო, როგორც უფროსებისთვის. ოღონდ, უკეთესადო – ეს ფრაზა მახსოვს.
მივამატებ შენს წიგნებს საერთო ბიბლიოთეკას. უკვე 30-ს გადავცდით :)
“ჯადოსნური ქურქი” გახსოვთ ვინმეს?? მე ავტორი არ მახსოვს, ბავშვობაში რამდენიმე დღით მათხოვეს და წავიკითხე. კიდევ მინდოდა გადაკითხვა და ვეღარ მოვასწარი… არადა, ისე განსხვავებულად და ღრმად ჩამრჩა…
არა :( ზღაპარია? ჯადოსნური ქურქის ამბავი მინჰაუზენის ისტორიებიდან ვიცი. ძაღლის ტყავისგან რომ შეიკერა…
მე მახსოვს :) ავტორი უნგრელი მწერალია, ფერენც მორა და მართლა ძალიან კარგი ზღაპარია.
შენ მე გამაოგნებ, მერი :)
ჰო, მართალია :) უნგრეთში ვითარდება მოქმედება… ჰო, ძალიან მომწონდა… კიუშმიოდი და პეტი :( და შორსმჭვრეტელი კიდევ… და ქურქი, რა თქმა უნდა…
ქურქი მეც მომეწონებოდა…
მოლი, კიდევ ერთი წიგნი გამახსენდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანო შენს სიაში (IMHO) – “მეფე მათიუშ პირველი”, ყველაზე სევდიანი საკითხავი, რაც კი ოდესმე ბავშვებისთვის დაუწერიათ…
კი, შემაქვს უკვე. ორივე ნაწილი.
საშინლად განვიცადე, მახსოვს :(
საწყალი პატარა მათიუში :(
მეც მიყვარს :(
მართლა, რა მაგის პასუხია და… დღესო, ათზეო :)
ეჰ… კარგი, ბატონო. ვიქნები ათზე.
აქ ჩამოთვლილებს უნდა დავამატო ჩემი საყვარელი წიგნები:
ოსკარ უაილდის “ბროწეულის სახლი”
ტომინის “ჯადოქარი დადის ქალაქში”
როდარის “ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”
“კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი” (ავტორი არ მახსოვს სამწუხაროდ)
დიკენსის :დევიდ კოპერფილდი”
ჯერომ ჯერომის მოთხრობები
ვინი პუჰზე, და ასტრიდ ლინგრენზე ხო საუბარიც ზედმეტია.
და რა თქმა უნდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები :)
დავამატებ აუცილებლად :)
ბლოგის მკითხველების ბავშვობის ბიბლიოთეკას ვაკეთებთ :) ყველა თავის წიგნს წერს და კვირა საღამოს გამოვაქვეყნებ…
შენს ჩამონათვალსაც, რა თქმა უნდა, თავის ადგილს მივუჩენ :)
კარიკი და ვალია ის არ არის, ბავშვები რომ დაპატარავდებიან? ავტორი არც მე მახსოვს…
კი მერი ეგაა, ძალიან მიყვარდა ბავშვობაში :)
და “ჯადოქარი დადის ქალაქში” არ გაქვთ წაკითხული? ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო, უამრავჯერ მაქვს წაკითხული :)
მე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ თავს დავდებ, მერის ექნება… ისეთი რაღაცები ახსენდება, ვგიჟდები…
შენს ლაიქ-ავტოგრაფს არ მიტოვებ? :შეწუხებულიმოლი:
სამწუხაროდ, არა :( ავტორი არ გახსოვს?
ტომინი იყო ავტორი, სახლშჳ მაქვს ახლაც ეს წიგნი, ბიჭზეა რომელსაც ხელში ჩაუვარდება სასნთის კოლოფი და ყველა ღერის გატეხვაზე შეუძლია სურვილის ჩაფიქრება :)
რუსული მხატვრული ფილმი გამახსენდა. ეს სიუჟეტი აქვს. დეტსკი მირზე ვნახე ამასწინათ.
რა კარგი იყო მოლი :)
ნილსის მოგზაურობა, ანე კატერინე, როდარი და ლინდგრენი ყველაზე მეტად მიყვარან.
მუმინებზე არ გამიგია, ახლა გადაიღეს მულტფილმი და მუსიკა ბიორკიმ დაწერა. არ მეგონა, ასეთი ძველი თუ იყო :)
ჩემი ბავშვობის რუსული მულტფილმია :)
მუმინები შინ ჯადოსნურ ქუდს მოიტანენ – რასაც ჩადებ, რაღაცები ემართება…
ბიბლიოთეკის მეორე წიგნის მიხედვით ყოფილა გადაღებული. აქამდე არ ვიცოდი. მუმინები ქართულად პირველად თარგმნეს.
საინტერესო იქნება.
მგონი ბეგემოტები არიან ხო?
არა :) ჯადოსნური არსებები არიან… ისე, სულო ცოდვილო, ილუსტრაციების მიხედვით კი ჩამოჰგვანან ბეჰემოთებს :)
მეც შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, თუ მოგეწონებათ: პიტერ პენი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ჰეკლბერი ფინი, ბიძია თომას ქოხი და ბემბი – ეს გამახსენდა ახლა ნაუცბათევად.
აქედან რომელი არ უნდა მომეწონოს? :)
ყველა ერთი მეორეზე უკეთესია…
არც მაინცდამაინც საჩქაროა, ზეგამდე დიდი დროა და დამატებაც შეიძლება. რაც გაგახსენდებათ, მოგვწერეთ :)
ზეგამდე კიდევ გავიხსენებ რამეს :)
მაგას რა ჯობია :)
სულ დამავიწყდა სულ ახლახანს წავიკითხე სიამოვნებით ფილიპ პულმანის “ოქროს კომპასი”. და ნარნიას ქრონიკები (რუსულად ოღონდ, ქართულად სამწუხაროდ არაა)
და ხო მართლა ბაუმის “ოზის ჯადოქარი” როგორ დამავიწყდა :)
და ტოლკიენი? ნუ მთლად საბავშვო არაა მაგრამ გარდატეხის ასაკში წასაკითხია ალბათ :)
შენ ფენტეზი გყვარებია :)
სიმართლე გითხრა, პულმანი ყველაზე ნაკლებად მომეწონა.. იდეა მართლა კარგია, ოღონდ გაწელილი მეჩვენა.
ნარნია და ტოლკიენი ფანტასტიურია. და არასაბავშოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
ოზი მართლა დაგვავიწყდა…
ჰარი სადაა პოტერი? :)))
არავის უთქვამს…
თორემ მე შვიდივე ტომი ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.
ჩემმა მეგობარმა მაჩუქა შვიდივე საახალწლოდ – მანამდე მხოლოდ ინგლისური და რუსული ტომეულები მქონდა.
ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ყოჩაღ სულაკაურს.
ჰო ფენტეზი და მისტიკა დღემდე ჩემი სუსტი წერტილია :)
ჟელიაზნი და ურსულა ლე გუინიც მოგწონს?
არ მაქვს წაკითხული :(
მოლი და ჰარი სადაა პოტერი?
ჰარი პოტერი ისეთ ასაკში წავიკითხე, ჩემი ბავშვობის წიგნებში რა სინდისით უნდა შემეტანა? თორემ პირველად ეგ გამახსენდა… საპატიო ადგილი ეკუთვნის უდავოდ :)
ფენტეზი თუ მოგწონს, გირჩევ… მოგეწონება :)
პოტერზე პოსტში არ დამიწერია – ბავშვობის წიგნებს ვიხსენებდი.
ისე, ძალიან მომწონს, ჯოანაზე და ასტრიდზე ერთობლივი პოსტიც მაქვს დაწერილი.
სიაში აუცილებლად შევიტან :)
მოლი, ჯეოპარდში ჩემი მიღწევებითაც მიხვდებოდი, რომ მოსიარულე ენციკლოპედია არ ვარ მაგრამ საბავშვო ბიბლიოთეკისთვის მეც შეგმატებთ რამეს :) აი მაგალითად წითელკანიანთა ბელადი, ოზის ჯადოქარი, კიდევ ერთი ძალიან საყვარლობა წიგნი, ფრამი, ამბავი თეთრი დათვისა, იხვის ჭუჭული ტიმი და ჩვენც სალტკროკელები ვართ. ნახე, რა სია გამოვიდა? :) ავტორები ჩემზე უკეთ გეცოდინება, დარწმუნბული ვარ :)
რას ერჩი ჯეოპარდის მიღწევებს?
კი, ავტორებიც ვიცი და წიგნებსაც თავის ადგილს მივუჩენ :)
“ფრამი”, პეტრესკუს “ფრამი”… ძააალიან კარგი წიგნი <3<3<3
მე სათამაშო “ფრამი” მყავდა. წიგნი არ მქონია…
რას ამბობ… მაგის მერე დავინტერესდი პოლარული ექსპედიციებით :)
თამარა – პოლარული მკვლევარი :)
ისე, ვინი პუჰიც მიდიოდა პოლუსის აღმოსაჩენად…
ფბ-ზე ვერ შემოვდივარ. ნახევარი საათია, ვცდილობ და ჭედავს.
გასწორდება, იმედია…
ეჰ, რამხელა გავლენა ჰქონდა წიგნებს :) პოლარული მკვლევარიც ვიყავი, ესპანელი კონკისტადორიც, აცტეკების თანამებრძოლიც, თემისტოკლეს მრჩეველიც და ქსერქსეც კი შემომემარცხა მგონი ფანტაზიებში :)
ტენოჩტიტლანის დაცემას და სამას სპარტელს კითხულობდი?
“ტენოჩტიტლანის დაცემა” და “მონტესუმას ასული” :) სამას სპარტელზე ისტორიიდან გავიგე, წიგნი არ მქონია…
კუატემოკი და აკუიტლაკი რა კაცები იყვნენ… ჰაგარდზე მეტად “დაცემა’ მომეწონა. წითელყდიანი წიგნი მქონდა.
თემისტოკლე? არ მითხრა ახლა, ესქილეს ბიოგრაფია მაქვს წაკითხულიო :)
არ ჩამვარდნია ხელში :) ეჰ, რა წიგნსმოწყურებული ბავშვი ვიყავი, სულ გავზარმაცდი :(
მე თემისტოკლე ესქილეს ბიოგრაფიიდან მახსოვს :)
არა, “ალკამენე” იყო ჩემი პირველი მეგზური ძველ საბერძნეთში; მერე კიდევ რაღაცები მოვიძიე, მერე BBC-ს და სხვათა დოკუმენტური ფილმები :)
სალამინის ბრძოლის ჭეშმარიტი გმირი თემისტოკლეა და არა ესოდენ გაფეტიშებული ლეონიდასი :)
მე ლეონიდასი მომწონდა :( ძცელი ფილმი გახსოვს? ახალი არც მინახავს, ძველს მაინც ვერ აჯობებს.
შენ დრო თქვი წასაკითხად, თამარა… :(
ჩანთაში ერთი წიგნიყოველთვის მიდევს. ისე, უბრალოდ, არ გავდივარ გარეთ, მაგრამ… გზაში თუ წავიკითხავ ან სამსახურში ვიპოვნი წუთებს :(
ლეონიდასი დასაფასებელი პიროვნებაა, მაგრამ თემისტოკლე რომ არა, მასაც ამაოდ ჩაუვლიდა თავგანწირვა…
ახალი ფილმი ნაწყვეტ–ნაწყვეტ მაქვს ნანახი, საშინლად არ მომეწონა, ზოგს კი პირიქით, მოსწონს… არარეალურია, ლეგენდასავით ან ზღაპარივით აღიქვამ და ამით არ მომეწონა ზუსტად. პირსინგებიანი ქსერქსე, ჰმ :/:/
დღემდე მიყვარს კალე ბლუმკვისტი… ვგიჟდები კაპიტან ბლადის ოდისეაზე… კარგ მოგონებებს აღძრავს ემილი და ბიულერბიუელი ბავშვები… აღტაცებაში მოვყავდი საიდუმლო კუნძულს და კაპიტან გრანტის შვილებს… თუ რამე გამახსენდა მივამატებ ამ ჩამონათვალს :)
დამატებულია :) ზეგამდე თუ რამეს გაიხსენებ, მოგვწერე და იმათაც დავამატებთ :)
აქ ჩემი ბავშვობაცაა.. <3
მშვენიალურია, როგორც ყოველთვის : ))
danke :)
და შენი წიგნები, ანი? ერთიანი სიისთვის შენი წიგნებიც გვინდა :)
ჩემს წიგნის თაროზე საკმაოდ დიდი ადგილი აქვს გამოყოFილი ბავშობის საყვარელ წიგნებს :3 “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” ახლაც უზომოდ მიყვარს ^_^ “მეფე მათიუშ პირველს” კიდევ აღარ ვკითხულობ იმიტომ რომ ვიცი ახლაც ისევ მატირებს როგორც პირველად რომ წავიკითხე : ( და კიდევ გურამ პეტრიაშვილი “პატარა ქალაქის ზღაპრები” <33 სევდიანი და ძალიან ლამაზი ზღაპრები ჰქონდა, ამისწინ გადმოვიღე წიგნი და თავიდან გადავიკითხე…
სეტონ-ტომპსონის "როლფი ტყეში" და "პატარა ველურები"… როგორ მინდოდა მეც ჩემი ტიპი ამეშენებინა და ინდიელებივით მეცხოვრა :D
ასტრიდ ლინდგრენის ყველაFერი მიყვარდა ofc ^_^ პირველი "ცეროდენა ნილს კარლსონი" იყო, მერე კდიევ პეპი შემიყვარდა, ჩემი იდეალი იყო XD
კლარა ფეჰერის "მე კუნძული მექნება!" მიყვარდა კიდევ ძალიან…
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წიგნები ძალიან გიყვარს :)
ვესტლი და კორჩაკი უკვე ვახსენეთ და ორივე უმაგრესია… გურამის ერთადერთი რაც მომწონს, ზღაპრებია. მხიარულ მღებავზე, უჟმურ კაცზე, ქალაქზე, სადაც ყველას უცებ ჩემოდნები შეუყვარდა…. ყველაზე მეტად ის ზღაპარი მომწონს, კაცი, მთელი სიცოცხლე, ქარის დამორჩილებას რომ ცდილობდა..
სეტონ-ტომპსონთან იანი და გაი მომწონდა :) ტიპიც მაგარი იყო და სენდერელი ინდიელების ტომიც …
აი, ფეჰერი არ მაქვს წაკითხული.
შენს წიგნებს საერთო სიას მივუმატებ :)
იმედია, აწიც შემოგვივლი ხოლმე.
კი, აუცილებლად შემოვივლი ხოლმე, მომეწონა აქაურობა ^_^
მადლობა დიდი :)
კლარა ფეჰერის “მე კუნძული მექნება!”–მამამ ოთახში რომ გაუკეთა კუნძული…ფოსტით თავის მოსახელე და მოგვარეს რომ სწერდა წერილებს))
ცხოველები ვის გიყვართ? წიგნები ცხოველებზე? :)
ჯერალდ დარელი – უუუნიჭიერესი ზოოლოგი, რომელიც აგრეთვე ძალიან კარგად წერდა. “ჩემი ოჯახი და ცხოველები”, მგონი, არ შეიძლება, ვინმეს არ მოეწონოს…
კიდევ მახსოვს ძალიან კარგი საბავშვო მოთხრობები, მაგრამ ავტორები აღარ :( სიუჟეტი ჩამრჩა, მაგრამ…
ერთ–ერთია “ალკამენე”, ავტორი არ მახსოვს, ძალიან კარგი მოთხრობა, ძველ საბერძნეთზე, ათენზე, სალამისის ბრძოლაზე…
მეორე, ძალიან კარგი ქართული მოთხრობა “ყვანჩო”, ავტორი არც მისი მახსოვს :(
მე მიყვარს :) მაი ფემილი… ბავშვობაში რუსულად მქონდა. ახლა ახალი, ქართული გამოცემა მაქვს. კიდევ – პოდ პოლოგომ პიანოგო ლესა… ესეც დარელია.
“ალკმენე” და “ყვანჩო” არ მეცნობა…
იქნებ მერიმ იცოდეს :)
მერი საბავშვო ლიტერატურის და ზოგადად, ლიტერატურის ექსპერტია :) ეცოდინება! :)
“ალკამენე” ვიცი :) რუსი მწერლის მოთხრობაა, როგორც მახსოვს, ალექსანდრე გოვოროვი უნდა იყოს ავტორი – ათენელ მონა ბიჭუნაზე რომ გვიამბობს, ეგ არ არის? ყვანჩო არ მახსოვს :(
ხომ ვთქვი, ეცოდინება მეთქი :)
აი, ხომ ვთქვი :) ეგ არის, კი… ძალიან იმოქმედა წაკითხვისას, მძიმე მომეჩვენა, რეალისტურად იყო აღწერილი ყველაფერი და იმიტომ…
“ყვანჩო” ცხოველების მოყვარულ ოჯახზეა, მოშინაურებული ყვავი ჰყავთ ბუ კიდევ, ბუბა :) არადა, მომეწონა ბავშვობაში ეგ მოთხრობა….
სამწუხაროდ გვიან დავიწყე კითხვა, უკვე სკოლაშიო ვიყავი და ჩემი პირველი წიგნი იანუშ კორჩაკის ,,მეფე მათიუშ პირველი” იყო. მანამდე ალბათ რაღაცეებს ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას არაფერი შემორჩენია. აი მეფე მათიუშის მეფობიდან დღემდე კი თუ რამ წიგნი წამიკითხავს ყველა მახსოვს, ემოციურად მაინც.
ვანო ურჯუმელაშვილზე ძალიან გამეცინა. სოფელში ტომეულები ჰქონდა ბებიაჩემს და რომ ჩავდიოდი იძულების წესით ვკითხულობდი, სხვა არაფერი იყო და:)ახლა მეცინება
,,პატარა უფლისწული” არის იმდენად საყვარელი წიგნი ჩემთვის, რომ დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ და ამ წიგნის საბავშვო ლიტერატურად მოხსენიება ნამდვილ დანაშაულად მიმაჩნია.
ლინდგრელი ყველაზე უფრო ნათლად შემორჩა ჩემი ბავშვობის მეხსიერებას. ,,მერი პოპინსი” ინგლისურის მასწავლებელმა მოგვცდა წასაკითხად და პირველად ინგლისურად წავიკითხე (რათქმაუნდა ადაპტირებული)
გილოცავ მოლი ბლუმ ამ ფრიად მნიშვნელოვან დღეს
ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ:)
წიგნების “საბავშვო-არასაბავშვოდ” დაყოფაზე ერთი მოსაზრება მაქვს -
საბავშვო იმ წიგნს ჰქვია, რომელსაც რაც მალე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ ის არავის უთქვამს, მოზრდილმა არ წაიკითხოსო…
წარმომიდგენია, მათიუშზე რა დღეში ჩავარდებოდი… მე ცხარე ცრემლით ვიტირე.
მადლობა, სალომეა :) ხვალ კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას :) ისე, ძალიან დიდი ნიჭია, გაიზარდო და ისევ ბავშვად დარჩე. სულის სიღრმეში მაინც.
ჩვენი და ევროპული გაგებით, საბავშვო წიგნი სხვადასხვაა. შვედი მწერლებისგან მაქვს მოსმენილი, რასაც თქვენ საბავშვო წიგნს ეძახით – ჩვენთან საკითხავი წიგნიაო. საბავშვოდ ილუსტრირებული, ფერადი, დასურათებული წიგნები მოიაზრება, პატარა ასაკისთვის. თვით ანდერსენსაც არ უყვარდა, როცა მის ზღაპრებს საბავშვოდ მოიხსენიებდნენ.
პ.ს. მორის ჯერალდი არ დამიჩაგროთ ”უთავო მხედარიდან” და ჯეკ ლონდონის ”თეთრი ეშვი”.
ასეთი ინფორმირებული და ბიბლიოფილი მკითხველი მოლი ბლუმის ბლოგისთვის დიდი შენაძენია, ქალბატონო ნატო :)
მადლობა, რომ გვსტუმრობთ :)
“უთავო მხედარს” და მორის მუსტანგერს არავის დავაჩაგვრინებთ :)
არ დამიჯერებთ და სწორედ “უთავო მხედრის” დასამატებლად შემოვედი აქ :) ყველას ეგ სჯობს მაინ რიდის ნაწარმოებებს შორის; “თეთრ ბელადსაც” არა უშავს…
საკითხავსა და საბავშვოს რაც შეეხება, მეც მიკვირს… მაგალითად, რატომ ითვლება “რობინზონ კრუზო” საბავშვო წიგნად, მართლა არ მესმის; აი, “გულივერის მოგზაურობა” ნამდვილად არაა საბავშვო;
მართლა, “ულენშპიგელის ლეგენდა” წაკითხული გაქვთ? გეხვეწებით, მითხარით, რა ასაკის მკითხველმა უნდა წაიკითხოს ეგ წიგნი? :)
შარლ დე კოსტერი არ არის საბავშვო მწერალი და არც ულენშპიგელია საბავშვო წიგნი. მე ასე მგონია. დაახლოებით რაბლეს გარგანტუას მსგავსი სატირაა. ბავშვს გააჩნია, რა თქმა უნდა, მესამე კლასში “გმირათა ვარამის” გადამბულბულებლებსაც ვიცნობ, მაგრამ კოსტერი ნამეტანი ადრეა…
მეც ეგრე მგონია… “გულივერის მოგზაურობა” გაცილებით მსუბუქია, ვიდრე “ულენშპიგელი”, მაგალითად, მაგრამ ბავშვმა საიდან უნდა გაიგოს, რომ ეს სინამდვილეში სატირაა და არა მხოლოდ ლილიპუტებისა და გოლიათების ამბები! აი, “ულენშპიგელი” ვერც აღვიქვი თავიდან, განცვიფრებული დამტოვა, ვერ მივხვდი, უნდა გამცინებოდა თუ უნდა მეტირა და საერთოდ, რა ჟანრის იყო :)
დაახლოებით იგივე რეაქცია მქონდა “გარგანტუა და პანტაგრუელზე”. არადა, ყდა ჰქონდა ისეთი მხიარული, აშკარად საბავშვო წიგნი მეგონა :)
ულენშპიგელი საკმაოდ რთული ნაწარმოებია და, ვფიქრობ, მოწიფულ ასაკსი უნდა წაიკითხოს ადამიანმა… ბავშვისთვის გაუგებარი და მოსაწყენი მგონია…
ჯერალდ დარელის „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ეს გამოგრჩა თუ არ წაგიკითხავს? ძალიან მიყვარდა.
მე დავამატე:):) მეც მიყვარს :)
დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას :) ეს ჩვენი დღეა :)
ახლა დავფიქრდი, ბლოგზე პირველ მნიშვნელოვან თარიღს ავღნიშნავთ – პოსტიც მივუძღვენით (და მინდა გითხრათ – წარმატებული) კომენტარებიც ბევრზე ბევრი გვაქვს და ხვალ ბლოგის მკითხველების ერთიანი ძალისხმევით შედგენილ საბავშვო ბიბლიოთეკასაც გამოვაქვეყნებთ.
არ გამოვიდა ურიგო, არა? :)
ყველას გილოცავთ :)
დილაუთენია კიდევ რამდენიმე წიგნი გამახსენდა – ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”, ფერენც მოლნარის “ბიჭები პალის ქუჩიდან”, “ელექტრონიკის თავგადასავალი” (მგონი, ავტორი გვარად ველტისტოვი უნდა იყოს), მარკ ტვენის “უფლისწული და მათხოვარი”, რობერტ მაკლოსკის “ჰომეროს პრაისის თავგადასავალი” და “ტიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი”…
P.S. იქნებ ვინმეს წაგიკითხავთ პატარა რკოს თავგადასავალი? არც სათაური მახსოვს, არც ავტორი და ვერსად მივაკვლიე :( და კიდევ ერთ წიგნს ვეძებ – მთავარ გმირს იუსუფი ჰქვია, უკუღმა გაზრდილ ხეს ჩაჰყვება უფსკრულში და ათასგვარ ფათერაკს გადაეყრება…
ახლა გადავთვალე, ფანტასტიური ბიბლიოთეკა გამოდის :) ასეთ ტომეულებს ნებისმიერი ბიბლიოფილი ინატრებდა :) არა რა… ტყუილად არ ვამბობ, ბლოგოსფეროში ყველაზე გემოვნებიანი და ინტელექტუალი მკითხველი მე მყავს :)
“გრძელფეხება მამილო” წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა სულ ვერ აღვიდგინე :( “ბიჭები პალის ქუჩიდან” მეც მომწონდა; მაგან გამახსენა “სან–ლორენცოელი ბავშვები”, მაგრამ ავტორი ისევ არ მახსოოოოოოვს :( :( :(
მოიცა, მოიცა… “ბიჭები პალის ქუჩიდან” ის უნგრული წიგნი არ არის, ორი არმია ერთმანეთს რომ ებრძვის, ერთს ბოკა მეთაურობს და მეორეს – ფერენც აჩი? წითელპერანგიანები და ტომაჰავკები და ასე შემდეგ?
კი, ზუსტად ეგ არის… საბრალო პატარა ნემეჩეკი :(
ნემეჩეკი მახსოვს, ჩონაკოში – სტვენა რომ უყვარდა, მოღალატე დეჟე გერები, საგოზავის საზოგადოება…
ცხარე ცრემლით ვტიროდი…
მეც :(
ძმები პასტორები გამახსენდა კიდევ.
“სან–ლორენცოელი ბავშვები” – მარჩელო არჯილია :) ოღონდ მე სულ ხუთიოდე წლის წინ წავიკითხე, თანამშრომლის შვილს წავართვი :)
ახლა გამახსენდა, რომ გუშინ ჰარი პოტერი გამომრჩა და დაოთხილი შემოვვარდი ბლოგზე :) მოლი, ხომ არ დამაგვიანდა?
არანაირად… ხვალამდე გვაქვს დრო :) თუ ვაკეთებთ, კარგად და საფუძვლიანად გავაკეთოთ :)
ეგ ყველა, რაც ჩამოთვალე, ძალიან მიყვარს.. კიდევ ძალიან ბევრს დავამატებდი, მაგრამ… ნება მომეცი პოსტითვე გიპასუხო, მოგვიანებით :)
რა თქმა უნდა…
გელოდებით :)
საინტერესო პოსტი გამოვა…
პირსინგიანი ქსერქსე :) გამაცინე :)
ძველი ვერსია კლასიკაა. ახალი – კომერციული ფილმი. შესაბამისია ხარისხიც.
მე ასე მგონია და…
ძალიან მინდა, ამ ბიბლიოთეკასი კიდევ ერთი წიგნი მოხვდეს – “ტიტების ადმირალი კეესი”. იცით ვინმემ?
ნიდერლანდების ბურჟუაზიულ რევოლუციაზე… არა?
კი… ვილჰელმ ორანელის სახელი პირველად მანდ გავიგე :)
სწორად მხსომებია…
რა მაგის პასუხია და ეს-ეს არის დავბრუნდი ახლად გახსნილი”ექს ლიბრისიდან”. მომეწონა იქაურობა, პატარა, საყვარელი მაღაზიაა, ირგვლივ წიგნების სუნი ტრიალებს და გამოსვლა აღარ მოგინდება :) ცერემონიალმაც კარგად ჩაიარა, სხვათა შორის, ლიბიკა გამოვიდა სიტყვით :) პრიზი, სამწუხაროდ, არ შემხვდა, მაგრამ ხელცარიელი მაინც არ დავბრუნებულვარ – მეგობარი მახლდა თან, რომელიც შეთავსებით ჩემს პერსონალურ თოვლის ბაბუად მუშაობს და ორი წიგნი მაჩუქა – დიკ ფრენსისის დეტექტივი და “მერი პოპინსი” :) სიმბოლურად :) ერთი სიტყვით, თუ ესტუმრებით, არ ინანებთ :)
აჰ დიკ ფრენსისი ჩემს წინ იყიდა ვიღაცამ, მგონი ერთი იყო მარტო XDD გილოცავ : ))
მომეწონა მეც მაღაზია <3
აფსუს… არაუშავს, ამ დღეებში ვნახავ.
მე ვერ მივედი :( არადა, როგორ მინდოდა :(
საჯარო სამსახური ასეთია – შაბათ-კვირა არ იცის, რაღაცას რომ დაგეგმავ, მაინცდამაინც მაშინ შეგიშლის ხელს :( დამირეკეს და სასწრაფოდ წასვლა მომიწია :( ძალიან მაინტერესებდა ახალი ექსი და ეკოს “ვარდის სახელის” ყიდვაც მინდოდა. პრეზენტაციაზე არ ვყოფილვარ და ახლა მაღაზია-მაღაზია ვეძებ…
არ ინერვიულო,. ეკო არ ჰქონდათ ^^ ან მე ვერ ვიპოვე? :-?
anyway, გუშინ თუ არ ვცდები Fილარმონიასთან ახლოს მაღაზია “პეპელა”-ს ვიტრინაში მოვკარი თვალი და შეიძლება კიდევ ჰქონდეთ ^^ მე გადავწყვიტე წიგნის Fესტივალამდე არ ვიყიდო XD (თუ მოვითმინე >.<)
“პეპელას” ქართული წიგნები ყოველთვის მრავლად აქვს ხოლმე. რუსული – იშვიათად.
ძალიან კარგი… მანდაც ვნახავ და “პარნასშიც”. ფესტივალამდე რა გაძლებს… თან, ფესტივალისთვის სხვა სიახლეებიც იქნება…
მოლი, <3 შენ.
იმისთვის, ბავშვობაში დამაბრუნე რამდენიმე წუთით და იმისთვის, რომ ამ წიგნების არსებობა გახსოვს.
რას ამბობ :) მადლობა შენ, ასეთი შეფასებისთვის :)
ამ წიგნების არსებობას რა დამავიწყებს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე…
კიდევ გავიხსენებ-მეთქი ვთქვი და ეს წიგნები გამახსენდა: ფრაერმანის ველური ძაღლი დინგო და ტროეპოლსკის შავყურა თეთრი ბიმი.
მადლობა, ფიფქია, კარგი წიგნები გაგახსენდა… დინგო არც თუ მკაფიოდ მახსოვს. შინ მქონდა, ყდასაც ვიხსენებ, მაგრამ სიუჟეტს – ბუნდოვნად… ბიმი საშინლად მეცოდებოდა…
ერთიან ბიბლიოთეკას ხვალისთვის გამოვაქვეყნებ და შენი ფბ-ს სახელი მჭირდება, თეგისთვის. სიის თანაავტორებში უნდა დაგამატო :)
დღეს ნაყინის დღეაა :დ
http://www.google.ge/#q=ice+cream+sundae&ct=icecreamsundae11-hp&oi=ddle&fp=1c86c4feee7f8082
პ.ს. არადა წვიმს :(
ჰო, გუგლში ეწერა დილიდან :) წვიმას არაუშავს, ცივა ჯერ ნაყინისთვის.
[...] თუ არა ამ პოსტის დაწერა. აგერ, მოლი საბავშვო წიგნებს აგროვებს, მე კიდევ სერიალები უნდა [...]
მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველების საბავშვო ბიბლიოთეკა
ალან ალექსანდრ მილნი. ვინი პუჰი და სხვები
ალექსანდრე გოვოროვი. ალკამენე
ალექსანდრე დიუმა. სამი მუშკეტერი
ალექსანდრე პუშკინი. რუსლანი და ლუდმილა
ანე კატარინე ვესტლი. დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი. პატარა უფლისწული
არტურ კონან დოილი. ბასკერვილების ძაღლი
ასტრიდ ლინდგრენი. ბიულერბიუელი ბავშვები
ასტრიდ ლინდგრენი. ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის
ასტრიდ ლინდგრენი. ემილის თავგადასავალი
ასტრიდ ლინდგრენი. პეპი გრძელიწინდა
ასტრიდ ლინდგრენი ცეროდენა ნილს კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. ჩვენ სალტკროკელები ვართ.
გაბრიელ ტროეპოლსკი. შავყურა თეთრი ბიმი.
გურამ პეტრიაშვილი. პატარა ქალაქის ზღაპრები
დონალდ ბისეტი. ყველაფერი ყირამალა
ედუარდ უსპენსკი. ძია თევდორე, კატა და ძაღლი
ევგენი ველტისტოვი. ელექტრონიკის თავგადასავალი
ენიდ ბლაიტონი. სახელგანთქმული იხვის ჭუჭული ტიმი
ერიხ კესტნერი. ტყუპთა ოინები
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. მოთხრობები ცხოველებზე
ერნსტ სეტონ ტომპსონი პატარა ველურები 22
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. როლფი ტყეში
ეტელ ლილიან ვოინიჩი. კრაზანა
ვილჰელმ ჰაუფი. ზღაპრები
ზოია ვოსკრესენსკაია. გოგონა ბობოქარ ზღვაში
თომას მაინ რიდი. თეთრი თათმანი
თომას მაინ რიდი. ოცეოლა
თომას მაინ რიდი. უთავო მხედარი
იან ლარი. კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი უკაცრიელ კუნძულზე
იური ტომინი. ქალაქში ჯადოქარი დადიოდა
კარლო კოლოდი. პინიქიო
კლაივ სტეპლზ ლუისი. ნარნიას ქრონიკები
კლარა ფეჰერი. მე კუნძული მექნება
კონსტანტინე სერგიენკო. ტიტების ადმირალი კეესი.
ლადო მრელაშვილი. იყალთოეული ბიჭები
ლუის კეროლი. ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ლუის კეროლი. ალისა სარკის მიღმა სამყაროში
მარკ ტვენი. ტომ სოიერის თავგადასავალი
მარკ ტვენი. ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
მარკ ტვენი. უფლისწული და მათხოვარი
მარჩელო არჯილი. სან-ლორენცოელი ბავშვები
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
ნოდარ დუმბაძე. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ოსკარ უაილდი. ბროწეულის სახლი
ოსკარ უაილდი. ვარსკვლავბიჭუნა
ო’ ჰენრი. წითელკანიანთა ბელადი
პაველ ვეჟინოვი. კვალი იკარგება
პამელა ტრევერსი. მერი პოპინსი
ჟიულ ვერნი. კაპიტან გრანტის შვილები
ჟიულ ვერნი. საიდუმლო კუნძული.
ჟიულ ვერნი. 80 დღე დედამიწის გარშემო
ჟიულ ვერნი. 80 000 კილომეტრი წყალქვეშ
პეტრე ერშოვი. კუზიანი კვიცი
რაფაელ საბატინი. კაპიტან ბლადის ოდისეა
რედიარდ კიპლინგი. ჯუნგლების წიგნი
რენე რეჯანი. მზის მატარებელი
რიჩარდ ბახი. თოლია ჯონათან ლივინგსტონი
რობერტ მაკლოსკი. ჰომეროს პრაისის თავგადასავალი
რობერტ ლუის სტივენსონი. განძის კუნძული
რობერტ ლუის სტივენსონი. შავი ისარი
როსტისლავ კინჟალოვი. ტენოჩტიტლანის დაცემა
რუდოლფ ერიხ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
რუვიმ ფრაერმანი. ველური ძაღლი დინგო
სელმა ლაგერლოფი. ნილს ჰოლგერსონის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა
ფელიქს ზალტენი. ბემბი
ფერენც მოლნარი. ბიჭები პალის ქუჩიდან
ფერენც მორა. ჯადოსნური ქურქი
ფილიპ პულმანი. ოქროს კომპასი
ფრენკ ბაუმი. ოზის ჯადოქარი
ქართული ხალხური ზღაპრები
შარლ პერო. ჩექმებიანი კატა
შარლოტა ბრონტე. ჯეინ ეარი
ჩარლზ დიკენსი. დევიდ კოპერფილდი
ჩეზარ პეტრესკუ. ფრამი – ამბავი თეთრი დათვისა
ძმები გრიმები. ზღაპრები
ჯანი როდარი. ჩიპოლინოს თავგადასავალი
ჯანო როდარი. ლაჟვარდისფერი ისარი
ჯანი როდარი. ჯელსემინო ცრუთა ქვეყანაში
ჯეიმს კრუსი. ტიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი
ჯეიმს მეთიუ ბარი. პიტერ პენი
ჯეიმს ფენიმორ კუპერი. უკანასკნელი მოჰიკანი
ჯეკ ლონდონი. თეთრი ეშვი
ჯერალდ დარელი. ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
ჯერომ კლაპკა ჯერომი. სამნი ნავში
ჯინ ვებსტერი. გრძელფეხება მამილო
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ბეჭდების მბრძანებელი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ჰობიტი
ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ზღაპრები
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ. ბიძია თომას ქოხი.
ჰენრი რაინერ ჰაგარდი. მონტესუმას ასული
განსაკუთრებული მადლობა დახმარებისთვის – მერი პოპინსს, ლიბიკა სილვესტრისს, თამარას, ქევანას, როდეს, თენ მიტითს ოლდერს, mecmikvarkhar-ს, ფიფქიას, მოხეტიალეს, მატილდას, Griffin…-ს, Bookworm Elf-ს. faifuris angeloz-ს, salomeaa-ს და ქალბატონ ნატო დავითაშვილს :)
პეპი გრძელიწინდა ^^ჩემი პატარაობა პეპის უკავშირდება,მახსოვს 4 წლის რომ ვიყავი პეპი მინდოდა ვყოფილიყავი.
მე კარლსონის გაცნობა მინდოდა… :)
გვიან შემოგიერთდით, მაგრამ ისეთი თემაა არ შემიძლია გამოვტოვო:)
მიჭირს არჩევა, იმდენი კარგი წიგნი მახსენდება, მაგრამ რადგან არჩევანი მაინც უნდა გავაკეთო ხუთ წიგნს დავწერ.
მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნების ხუთეული ასე გამოიყურება.
1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
2. პეპი გრძელი წინდა
3. ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი
4. მზის მატარებელი
5. გოგონა ბობოქარ ზღვაში
ხუთეული არ არის აუცილებელი და არც ოდენობაში ვართ შეზღუდულები :) რამდენიც გინდა, გაიხსენე და ერთიანად დავამატებ სიას ფბ-ზე :) თან შენც მიგამაგრებ ავტორებში :)
კარგი, დავამატებ მაშინ;
ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, მეფე მათიუშ პირველი, შავყურა თეთრი ბიმი,მერი პოპინსი, ლურსმანას თავგადასავალი, ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი. აგათა კრისტის ” მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე”, სიკვდილი უცნაურ სახლში, ენდჰაუზის საიდუმლოება, სიკვდილი ღრუბლებში, მივიწყებული მკვლელობა – ბევრი რომ არ გავაგრძელო, კრისტის ქართულად რაცაა ნათარგმნი, თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში:)
ასევე ბავშვობაში ავითვისე ჟიულ ვერნის რვატომეული, დიუმას სამი მუშკეტერი , ფენიმორ კუპერის ნადირთმჟლეტი და უკანასკნელი მოჰიკანი…
უუჰ, კარგი იყო. ნეტავ ახლა იმდენი დრო მქონდეს, რამდენიც მაშინ მქონდა როცა ამათ ვკითხულობდი :(
ეჰ… შენ დრო თქვი :( ერთი წიგნი სამი-ოთხი დღე დამაქვს ჩანთით :( არადა, იყო დრო, მეორე დღეს ვცვლიდი…
მოლიიი, ქართული ზღაპრებიც ჩაწერე რაა, ყველა ჩამოთვლილ წიგნს პატივს ვცემ, ასტრიდზე ხო გავიზარდე და ვგიჟდები, მაგრამ აი ქართული ზღაპრების მსგავსი არცერთი არაა:)
წერია :) ქართული ზღაპრები :) ყველა ერთად :)
ოღონდ, მაინც ნუ შეადარებ. ჩემთვის ყველა ერთნაირად კარგია.
ახალი ფონიი…. :დ :დ გილოცავ :)
რამე ხომ არ გამოგვრჩა? კითხვა მაქვს: ნოტრ დამ დე პაღი რატოა თეგებში? :დ
წარმოდგენა არ მაქვს… გუგლმა შემომთავაზა და მივამაგრე.
სია მუდმივად განახლებადი მინდა, იყოს. ასე რომ, გამორჩენის საშიშროება არ გვემუქრება :)
ახალ შპალერს ვეძებ :)
ამ მწერლის არაა 5 ბავშვი და ერთ ძაღლი? :უსერ:
და პლუს ისა, სანლორენცოელი ბიჭები და უსინათლო ნანდუ? :ორმაგად უსერ: ჩემი ბრალია, გვიან გამახსენდა :( :(
სან-ლორენცოელი ბიჭები მარჩელო არჯილის არის. დანარჩენები არ წამიკითხავს…
ჰო ეგრეა, მაგრამ ჩამატებული გაქვს?
ჰო ეგრეა, მაგრამ ჩამატებული გაქვსა?
მე დავამატებდი მონტეირუ ლობატუს ”ყვითელი კოდალას ორდენს”, ბრედბერის ”ბაბუაწვერების ღვინოს” და ჰარპერ ლის ”ნუ მოკლავ ჯაფარას”(მგონი, ქართულად ასე ჰქვია). დიდი მადლობა
პირიქით, მადლობა შენ :) სია მუდმივად განახლებადია, ამ წიგნებს აუცილებლად დავამატებ.
ფბ-ზე საღამოსთვის ვიქნები და რიქვესტსაც პასუხს გავცემ. სამსახურიდან წვდომა არ მაქვს.
ბუთქუნა და გემრიელი პოსტია.
სად დაიკარგე, ბაო? ისევ მაღლივში დაფრინავ?
ჰორავი, დაახლოებით. ^^
ვეღარ ვასწრებ კომპიუტერთან დაჯდომას, უსაქმურად დავდივარ აქეთ-იქით და… )))
კი არ დადიხარ, დაფრინავ :)
კომენტარი ბოლომდე არ დაწერა. O_o
არ დავნებდები და კიდევ ვიტყვი.. :)
წინ კიდევ მაქვს ასეთი ორი კარი პოსტი და მიხარია-მეთქი. : >
შენს ბლოგზე ვორდპრესი არ მიშვებს, მოდერაცია გაიარეო…
ჰომ, მეც გამიკვირდა, აღარ მოგთხოვს. :>
ვორდპრესი ხანდახან საშინლად ჭირვეულობს…
მოლი, თუ დაგვიანებული არ არის, ორ წიგნს მივამატებ ჩვენს ბიბლიოთეკას – ქრისტინა ნესტლინგერის “ლოლიპოპი” და “ძირს კიტრა ხელმწიფე”:)
არა, მერი, არანაირად არ გვიანდება… ვფიქრობ, კარგი იქნება, ეს სია მუდმივად განახლებადი იყოს. ახალი მკითხველებიც მოგვემატებიან, ძველებსაც გაახსენდებათ წიგნები და ნელნელა შევავსებთ.
ალბათ გულმა მიგრძნო, რომ დღეს ამ პოსტს წავაწყდებოდი :D მეზობელ თემაში ბავშვობის წიგნები გავიხსენე და…
სულ პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე, იყო არკადი გაიდარის ”ჩუკი და გეკი” :D რატომღაც ვერ მოქოქა ჩემში წიგნის კითხვის სურვილი, რომელიც ცოტა მოგვიანებით, მესამე კლასში მეწვია. ამიტომ პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე და რომლის მერეც ვეღარ გავჩერდი, არის ლუი ბუსენარის ”ჩხუბისთავი კაპიტანი”. და მერე წამოვიდნენ ”80 000 კილომეტრი წყალქვეშ” და ”საიდუმლო კუნძული”, ჰეკლბერი ფინი (ჯერ) და ტომ სოიერი (მერე), სეტონ ტომპსონის ”როლფი ტყეში” და ”პატარა ველურები”, მაინ რიდის ოცეოლა, ჯეიმს გრინვუდის ”პატარა მაწანწალა”, ჯეკ ლონდონის ოთხფეხა და ორფეხა გმირები, ლურსმანა, მარეკ პეგუსი, იოახიმ რიბკა, ჯელსომინო, კალე ბლუმკვისტი, კარლსონი, პეპი და ასტრიდ ლინდგრენის ყველა ის უსაყვარლესი პერსონაჟი, რომლებმაც შემაყვარეს შვედეთი, ინგვალგ სვინსოსის ”ტომი მთებში”, რენე რეჯანის პატარა იტალიელები და ჯერალდ დარელის ცხოველებით სავსე ამბები, ”პატარა უფლისწული”, რომელიც ალბათ მეოცე საუკუნის ყველაზე მაგარი ნაწარმოებებიდან პირველ სამეულშია. კიდევ უამრავი ქართული თუ რუსული საბჭოთა საბავშვო (და არა მსოლოდ საბავშვო) ამბები – ”ტარანტული” ”ახალგაზრდა გვარდია”, ”კანდაურელი ბიჭები” რიაბინინის ”ჩემი მეგობრები” და სხვები… რეზო ინანიშვილის ბიბო და არჩილ სულაკაურის ”ბიჭი და ძაღლი”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები, ირაკლი უგულავას ”ორი ლაზარეს ზღაპარი”, თამაზ ჭეიშვილის ”ქუჩის ბიჭები”. მერე დავიწყე ”სამოსელი პირველი” და რა თქმა უნდა გვერდზე გადავდე :D მივუბრუნდი დაახლოებით მეხუთე თუ მეექვსე კლასში (იძულებით :D ) და სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე, დავამთავრე და თავიდან დავიწყე. საერთოდ, ძალიან მიყვარს ერთხელ წაკითხულის რამდენჯერმე წაკითხვა. მერე წამოვიდა კიდევ ბევრმა წიგნმა გაიარა ჩემს ხელში, ზოგი დაილექა, ზოგი ჩაიბეჭდა, ზოგმაც ჩამიარა ისე, რომ არც შემხებია…
შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე ამ წიგნების მარტო ხსენებაც კი, ჩემს ტკბილ ბავშვობას მაგონებს.
და მე მგონი, მოლი ბლუმი არ გამიბრაზდება, თუ ამ გვერდზე დავდებ ერთი ლეგენდარული ადამიანის, ჩემთვის ყველაზე დიდი რუსი პოეტის ერთ ჩემთვის უსაყვარლეს ლექსს, რომელიც ზუუუუსტად ამ თემას ეხება :)
Сpедь оплывших свечей и вечеpних молитв,
Сpедь военных тpофеев и миpных костpов
Жили книжные дети, не знавшие битв,
Изнывая от мелких своих катастpоф.
Детям вечно досаден
Их возpаст и быт,-
И дpались мы до ссадин,
До смеpтных обид.
Hо одежды латали
Hам матеpи в сpок,
Мы же книги глотали,
Пьянея от стpок.
Липли волосы нам на вспотевшие лбы,
И сосало под ложечкой сладко от фpаз,
И кpужил наши головы запах боpьбы,
Со стpаниц пожелтевших слетая на нас.
И пытались постичь
Мы, не знавшие войн,
За воинственный клич
Пpинимавшие вой,
Тайну слова “пpиказ”,
Hазначенье гpаниц,
Смысл атаки и лязг
Боевых колесниц.
А в кипящих котлах пpежних боен и смут
Столько пищи для маленьких наших мозгов!
Мы на pоли пpедателей, тpусов, иуд
В детских игpах своих назначали вpагов.
И злодея следам
Hе давали остыть,
И пpекpаснейших дам
Обещали любить,
И, дpузей успокоив
И ближних любя,
Мы на pоли геpоев
Вводили себя.
Только в гpезы нельзя насовсем убежать:
Кpаткий век у забав – столько боли вокpуг!
Постаpайся ладони у меpтвых pазжать
И оpужье пpинять из натpуженных pук.
Испытай, завладев
Еще теплым мечом
И доспехи надев,
Что почем, что почем!
Разбеpись, кто ты – тpус
Иль избpанник судьбы,
И попpобуй на вкус
Hастоящей боpьбы.
И когда pядом pухнет изpаненный дpуг,
И над пеpвой потеpей ты взвоешь, скоpбя,
И когда ты без кожи останешься вдpуг
Оттого, что убили его – не тебя,-
Ты поймешь, что узнал,
Отличил, отыскал
По оскалу забpал:
Это – смеpти оскал!
Ложь и зло – погляди,
Как их лица гpубы!
И всегда позади -
Воpонье и гpобы.
Если, путь пpоpубая отцовским мечом,
Ты соленые слезы на ус намотал,
Если в жаpком бою испытал, что почем,-
Значит, нужные книги ты в детстве читал!
Если мяса с ножа
Ты не ел ни куска,
Если pуки сложа
Наблюдал свысока,
И в боpьбу не вступил
С подлецом, с палачом,-
Значит, в жизни ты был
Ни пpи чем, ни пpи чем!
რამდენი ახალი წიგნია… ამ თემაში ჩვენი ბავშვობის ბიბლიოთეკას ვადგენთ და ასეთი კომენტარები ოქროს ფასად მიღირს. ამ წიგნებსაც საერთო სიას დავუმატებ – შაბათ-კვირას შედარებით მეტი დრო მაქვს და ასეთი პროექტებისთვის უფრო ვიცლი.
გაიდარის “ჩუკი და გეკიც” მახსოვს, “მედოლეს ბედიც” და “თემური და მისი რაზმიც” (ერთ დიდ წიგნად მქონდა), ბუსენარის “ბრილიანტის გამტაცებლები” უფრო მომეწონა, ვერნთან – კაპიტანი გრანტი, გრინდვუდთან ბევრი ვიდარდე, სამეულიდან ყველაზე უფროსი რომ მოკვდა, რიაბინინის ძაღლების სახელებიც კი მახსოვს – დოგი ჯერი და ერდელტერიერი სნუკი, “ორი ლაზარეს ზღაპარი” დაბადების დღეზე მაჩუქეს, მანდ კიდევ ერთი მოთხრობა იყო – ფხაჭნიაზე (თუ სწორად მახსოვს), დარელიც მქონდა, სეტონ-ტომპსონიც, ტომი – პატარა კატა, პატრონს მთებში რომ დარჩება… “პატარა უფლისწული” მეოცე საუკუნის ლიტერატურის მშვენებაა და თუ ვინმეს ეკუთვნოდა ნობელის პრემია, პირველ რიგში ანტუანს… ვერ მოასწრეს :(
მადლობა კომენტარისთვის და წიგნებისთვის :)
ვორდპრესმა გაჭედა და ნახევარი კომენტარი წამიშალა…
ვისოცკის დიდი ხანია ვუსმენ, ძალიან მიყვარს და არა მგონია, ოდესმე ეს სიყვარული გამინელდეს.
Кони привередливые, цыганская, городской роман, охота на волков, охота с вертолетов, на большом каретном, баллада о любви, пародия на плохой детектив, песня о слухах, Шахматная партия, еще не вечер, лукоморье… ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი საუკეთესო აქვს.
იოახიმ რიბკას შვიდი საათის შვიდი გენიალური ისტორია :) ეს იყო პატარა, ოთხკუთხედი, მოვარდისფრო მაგარყდიანი წიგნი (რომელსაც წესით ”სუპერაბლოჟკა” უნდა ქონდა), სადაც ერთი მესაფლავე ძალიან სახალისოდ ყვება თავისი 7 ცალი საათის ისტორიას :) დაწყებული სადღაც მაღაროებში მომხდარი ამბებიდან, გაგრძელებული სარაევოში ფრანც-ფერდინანდის მკვლელობით, რომლის შემსწრეც თვითონ იყო და ა.შ. უბრალოდ ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ, და ვერც ისეთ ადამიანს, ვისაც არათუ სახლში ედება, გაგონილი მაინც რომ ქონდეს ეს წიგნი :D
მარეკ პეგუსის თავგადასავალი კი ერთი ფათერაკიანი პოლონელი ბიჭუნას ამბებია, რომელიც რაღაც მანქანებით, ბანდიტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და მოიტაცებენ. შემდეგ მის კვალს დაადგება ერთი სახელგანთქმული მაძებარი, რომელიც ამ ბანდიტების ტყვეობაში აღმოჩნდება და მერე საქმეში ერთვებიან ვარშაველი პიონერები :) ძალიან სასაცილო, სახალისო და საინტერესო საბავშვო მოთხრობაა.
ისე გემრიელად გვიამბობ მაგ წიგნების შესახებ, უკვე ავწრიალდი – ვფიქრობ, სად მივაკვლიო და ხელში როგორ ჩავიგდო :)
მარეკ პეგუსის შოვნა უფრო ადვილია, აი იოახიმ რიბკასი კი რა მოგახსენო :)
ნაცნობ-მეგობრებში უნდა მოვიძიო…
არა მგონია, გაგიბრაზდეს :) ეჭვი მაქვს, ვისოცკი მოლისაც უნდა უყვარდეს, რომელიღაც პოსტის კომენტარებში თქვა კიდეც ეს…
ძალიან მიყვარს :)
მე მიხარია, როცა ვისოცკი უყვართ :)
მეც მიხარია ვისოცკის მოყვარულების სტუმრობა :)
მოლი, საბატინის “სკარამუში”?
მე არ წამიკითხავს, მერი :) საბატინის ოდისეა და კალკუტელი მემკვიდრე – მგონი ასე ერქვა. სკარამუში არა :)
რამდენი კარგი რაღაც გამახსენდა :)
ზაფხულში, დასასვენებლად რო მივყავდით, დარტყმულივით ბიბლიოთეკებში ვიძირებოდი ხოლმე :D შევიდოდი ძველი წიგნების სუნით გაჟღენთილ ბიბლიოთეკაში, სადაც მარტო ბიბლიოთეკარი იყო ხოლმე და ვზიდავდი და ვზიდავდი სახლში. როცა რამდენიმე წიგნს ერთად არ მატანდნენ ხოლმე, ჩუმადაც გამომიქონდა, მაისურის ქვევით ვმალავდი და ისე (თუ თხელყდიანი წიგნი იყო ხოლმე). წაღვერის, კიკეთის და ბორჯომის ბიბლიოთეკებში ”ვმუშაობდი” ხოლმე :D თან საოცარი ისაა, რომ კითხვასთან ერთად ყველაფერს ვასწრებდი – ტყე-ტყე ბოდიალსაც, თამაშსაც, სიგარეტის ჩუმ-ჩუმად მოწევასაც (ძალიან ადრე დავიწყე :( ), კარტის თამაშსაც, კინოში სიარულსაც, სირბილსაც, ჩხუბსაც, მდინარეზე სიარულსაც და რავიცი რას აღარ :D
რა კარგი იყო ბავშვობა :)
მე ის მიხარია, ჩემი ბლოგი მკითხველებს ასეთ სასიამოვნო ემოციებს რომ აღუძრავს :) ბიბლიოთეკებში იმდენად შინაურად ვითვლებოდი, თვითონ მირეკავდნენ – ახალი წიგნები მივიღეთ და გამოგვიარეო :) მოსწრებით, სხვათა შორის, მეც მშვენივრად ვასწრებდი ყველაფერს :)
ოდესღაც თბილისის ფორუმზე ჯერ კიდევ ბლერ ვიჩი რომ მერქვა თემა მქონდა გახსნილი ასეთივე სათაურით, დადებითი ემოციების დიიდი საბადო იყო, მეამაყებოდა ავტორობა
ბლერის ალქაჯი და საბავშვო წიგნები :) საინტერესო კონტრასტია :) დამსახურებულად გეამაყებოდა, მინდა გითხრა…
“მწვანეთითება ტისტუ” – ნუთუ არავის გიყვართ ჩემ გარდა? :)
დღეს დედას ვეტუმრები და ბავშვობის წიგნებს ამოვქექავ…
დიდი მადლობა ბლოგის ავტორს ამ უზომოდ სასიამოვნო ემოციისათვის <3
ღმერთო, როგორ მიყვარდაააა :) და როგორ არ გამახსენდა, როცა ბიბლიოთეკას ვადგენდით :( სულ ცრემლების ყლაპვით ვკითხულობდი ხოლმე ბოლო ფრაზას – “ტისტუ ანგელოზი იყო”… მადლობა, რომ გამახსენე :)
შენი კომენტარი ვორდპრესს სპამი ეგონა და დამალა :(
მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :) “ტისტუს” ხვალვე დავამატებ საერთო სიას.
შემოგვიარე ხოლმე :)
აუცილებლად და დიდი სიამოვნებით – ძალიან მომეწონა ბლოგი :)
გუშინწინ ბუკინისტები მოვიარე ტისტუს და ნილსის ძიებაში. ვერცერთს მივაგენი…
სამაგიეროდ გავარკვიე, რომ “ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” 2006 წელსაც გამოცემულა და შეიძლება ამ ახალი გამოცემის შეძენაც:
http://books.ge/Book.aspx?id=1093
დიდი მადლობა ამ საოცარ პოსტს ასეთი სასიამოვნო მოგონებების აღძვრისათვის :)
პირიქით :) მადლობა მკითხველს ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის :)
ნილსის ეს გამოცემა ვიცი. კიდევ ერთია, ჟურნალის ფორმატის, მაგრამ მე უკეთესი მინდა – ჩემი ბავშვობისდროინდელი. ის ბევრად საყვარელი იყო…
ტისტუ მართლა არსად შემხვედრია.
“ბავშვობისდროინდელი. ის ბევრად საყვარელი იყო”
გეთანხმებით ამ ფრაზაშიც :)
დიდი ხანი ვეძებდი ძველ კარლსონს. ზუსტად ის მინდოდა, ბავშვობაში რომ მქონდა. ჩემმა მეგობარმა იპოვნა, თითქმის ხელუხლებელი და მაჩუქა…
ახალიც მაქვს, მაგრამ ის ძველი მაინც სხვაა.
ოღონდ ავტორი ვერ გავიხსენე ვერაფრით :(
მორის დრუონი.
მეც არ მახსოვდა, ინტერნეტში მოვიძიე :)
დრუონის “დაწყევლილი მეფეების” შვიდი ტომი მახსოვს. საფრანგეთის ისტორია ამ ციკლით ვისწავლე :)
კი, კი, მართალია :) მაშინ, როცა ტისტუს ვკითხულობდი, ჯერ არ ვიცოდი, რომ დრიუონი საბავშვო მწერალი არ იყო… პრინციპსი, არც ტისტუა საბავშვო წიგნი, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია :)
-ამ ბლოგის არსებობამ ძალიან გამახარა,ამდენი წიგნის მკითხველი ერთად …სასიამოვნოა. რადგანაც მრჩეველი,არავინ მყავდა,რაც ხელში ჩამივარდებოდა იმას ვკითხულობდი,ვკითხულობდი ყველაფერს…ყველა ჟანრის ნაწარმოებს,პოეზიით,ხომ ავად ვიყავი…
-რადგან ძალიან პატარა ვიყავი,როცა კითხვა დავიწყე მომიხდა ყველაფრის ახლიდან წაკითხვა…ყოველ წაკითხვისას ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი,ხოლო საბავშო ლიტერატურა ჩემს შვილებთან ერთად წავიკითხე,ახლა შვილიშვილებთან ერთად ვკითხულობ…ბედნიერებაა კარგი წიგნის წაკითხვა,მაგრამ დიკენსის დევიდ კოპერფილდივით,რომ ვინმე შემიყვარდეს არა მგონია…
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
აქ მკითხველები ვიკრიბებით ხოლმე და თუ შემოგვიერთდები, ძალიან კარგი იქნება :)
ისე, ყველაფრის მიყოლებით კითხვა მთლად ცუდი სტრატეგია არ უნდა იყოს :) მეც ასე ვიყავი და რამდენიმე აქაურ მკითხველსაც ვიცნობ, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს რომ კითხულობდა :) და წყენით არავისთვის უწყენია ამას.
იმედია, აწი ხშირად გვესტუმრები :)
ახლა წავაწყდი ამ ბლოგს. ბერლინიდან გწერთ, უკვე 9 წელია აქ ვარ, ჯერ უნივერსიტეტი, ახლა სადოქტორო, რამდენიმე თვეში ბავშვს ველოდები და მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე იმ წიგნებზე, რომელიც აუცილებლად უნდა წავუკითხოთ და მივცეთ წასაკითხად. და ერთმანეთს არ ვაცდით ხოლმე ლაპარაკს, ისეთი სიხარულით ვიხსენებთ ბავშვობის წიგნებს, მათ სუნს, ყდის ფერს თუ იმ სამყაროს, რომელშიც ვიძირებოდით ხოლმე. და ახლა აქ წავაწყდი ჩემი ბავშვობის უამრავ წიგნს და მკითხველებს, რომელთაც ჩემნაირი სიყვარული და ღრმა ემოცია აკავშირებთ მათთან. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. უკვე კარგა ხანია თბილისიდან ჩამომაქვს ხოლმე ძველი წიგნები, ახლა სია შევადგინე და ნელნელა ყველაფერი უნდა ჩამოვზიდო. უცნაურია, რომ გერმანიაში მაინ რიდი არ არის პოპულარული, არც ჩვენი საყვარელი იტალიელი მწერლები, რეჯანი, ამიჩისი თუ არჯილი. ძალიანაც კარგი, ამას ყველაფერს ბავშვი ქართულად გაეცნობა. იმედი მაქვს, რომ ბუკინისტებში ყველაფერს ვიპოვნი. მადლობთ კიდევ ერთხელ, მთელი საღამო ჩემს ბავშვობაში გავატარე !
საღამო მშვიდობისა, ნათია :)
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი და სასიამოვნო კომენტარისთვის. კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე. იმედია, აწიც ხშირად გვეწვევი.
აქ მართლაც ლიტერატურის მოყვარულები ვიკრიბებით და სხვა თემებზე მეტად, წიგნებს განვიხილავთ. არა მხოლოდ საბავშვოებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ბავშვობის წიგნები ერთ-ერთი უსაყვარლესი სასაუბროა და არაერთი პოსტი ეძღვნება.
გერმანიაში საყმაწვილო-სათავგადასავლო ლიტერატურის მცირედ პოპულარობა მართლა გამიკვირდა… თუმცა, მანდ, სხვა, არანაკლებ საინტერესო წიგნები იქნება ხელმისაწყვდომი. სამაგიეროდ, აქ მაინ რიდი, როდარი და ვერნი ისევ უყვართ და არა მგონია, ბუკინისტებთან ძებნა დაგჭირდეს. ბევრი ხელახალი გამოცემაა. ბევრიც თავიდან ითარგმნება და ჩვენი ბავშვობის ავტორების მოძებნა ნამდვილად არ გართულდება.
წავიკითხე პოსტი და ყველა კომენტარი თითქმის.. ისეთი შეგრძნება მაქვს ბიულერბიულელი ბავშვები მელოდებიან სათამაშოდ და უნდა გავიქცე.. კარლსონის გადასანსლული მრგვალი ბურთულებივით კატლეტების გემოს (მიუხედავად იმისა რომ ვეგეტარიანელი ვარ) ვგრძნობ და პეპის პუდინგების არომატს.. ეხლა ისე მომინდა რომელიმე წიგნის გადაკითხვა თავიდან მეორედ,მესამედ ან რავიცი მერამდენედ..
არასროს მინდოდა წიგნი დამთავრებულიყო, გვერდებს ვითვლიდი ხოლმე იმის შესამოწმებლად, რამე ახალი თავგადასავალის განვითარება დაეტეოდა თუ არა დარჩენილ ფურცლებზე… მადლობა მოლი ბლუმ <3
კეთილი იყოს შენი ფეხი მოლი ბლუმის ბლოგზე, ლატა :)
ველქამ!
მადლობა უგემრიელესი კომენტარისთვის. შენ, ჩემსავით, ასტრიდის მოყვარული ყოფილხარ… იცი, ბავშვობის ასაკს საუკუნეა, გამოვცდი, მაგრამ იმ წიგნების სითბო, კარლსონი, პეპი, ჩორვენი, კალე, ემილი დღემდე მომყვება და ძალიან არ მინდა, ოდესმე გამინელდეს. საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დავკარგავ.
აქ ასტრიდზეც მაქვს ცალკე პოსტი და სხვა საბავშვო წიგნებზეც. იმედია, კიდევ გვესტუმრები და სხვა პოსტებითაც ისიამოვნებ :)
კი, ეხლა ყველაფერს შემოვივლი, ჯერ საბავშვო ოთახში ვტრიალებ <3 მომავალ სტუმრობაზე არც ვიცი რა გითხრა, ვეღარ გავდივარ, ალბათ აქ დავრჩები :) მადლობა შენ ესეთი მრავალფეროვანი და საინტერესო ბლოგისთვის :)
საბავშვო ოთახი ახალი პროექტია :) ერთ ჩემს პატარა მეგობარს და მკითხველს მოუვიდა აზრად და ხვალ კიდევ ერთ დიდ მადლობას ვეტყვი – აშკარად ამართლებს :)
მიხარია, რომ აქაურობა მოგწონს, ლატა. ზუსტად ასეთი მკითხველისთვის ვწერ მე… აბა, მყვირალა და ყვითელი კონტენტი არ მაქვს, ვინმეს თვალი მოსჭრას. ჩემი აუდიტორია ინტელექტუალი, წიგნის და ხელოვნების მოყვარული მკითხველია :)
შემოიხედე მაშინ, როცა გეცლება და გესიამოვნება. ყოველთვის დიდი სიხარულით დაგხვდებით :)
აა ნილსისთვის როგორ მინდოდა პოსტის მიძღვნა და დაუსწრიათ :) ლაჟვარდისფერი ისარი და ერიხ კესტნერიც დღემდე ძალიან მიყვარს
სალამურას თავგადასავალი და ჯადოსნური კაბა ასევე ^__^
კიდევ დავით ჯავახიშვილს აქვს დაწერილი “ბიძია სევას ამბები” , ესეც ძალიან საყვარელი წიგნია <3
ნილსზე ვინ დაწერა? მე კარგ გამოცემას ველოდები და პოსტსაც დავუწერ.
როდარი ძალიან მიყვარს…
“ბიძია სევა” არ წამიკითხავს :(
არა შენ ხომ ახსენე პოსტში და , ფაქტიურად უკვე დამასწარი :) სხვათაშორის წიგნის ფესტივალზე წავაწყდი წელს სელმა ლაგერლოფის – პორტუგალიის იმპერატორს და დედაჩემს სანამ უკანასკნელი ხურდები არ ამოვაფხეკინე ჯიბიდან არ დავწყნარდი :)
მე ხომ გაკვრით ვახსენე :) არ ითვლება :)
მეც მახსოვს იმპერატორი. ოღონდ, არ მიყიდია. კარგია?
კიი მე ძალიან მომეწონა , თავიდან საბავშვო წიგნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მერე აღარ.
სელმას სხვა წიგნებიც მინდა , თუმცა აქ ვერ ვნახე.
საბავშვო წიგნი ნამდვილად არ არის.
სელმას სხვა წიგნები, ალბათ, ონლაინ ბიბლიოთეკებში უნდა მოიძიო… მანდ ბევრი იქნება.
ჰო შეიძლება , დავძებნი აუცილებლად
კიდევ ერთი საყვარელი წიგნი გამახსენდა – “თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი” წაკითხული გაქვს?
კი, როგორ არა. რუსულად ოღონდ. ქართულიც არსებობს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ მე არ მინახავს.
ტიმი და ბარონი ტრეჩი (რუსულად ასე ერქვა). გაყიდული და დაბრუნებული სიცილი. უმაგრესობა იყო.
მე მაქვს ქართულად წაკითხული , კი კი ბატონი ტრეჩია ^^
სხვათაშორის მერე ძველ რუსულ ფილმსაც წავაწყდი და ისიც კარგი რამეა :))
AUIIIOOOOOOOOOOO
ასეთი კომენტარი ამ ბლოგზე ჯერ არ შემხვედრია.
პრინციპში, არც სხვებთან…
ახლა მნიშვნელობაზე ვფიქრობ.
გულაჩუყებული ვკითხულობდი კომენტარებს და იმისთანა ხარხარი ამიტყდა ახლა, რომ ლამის წამოვყარე ფეხზე მეზობლები :)
დღემდე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს :) ნუ, მე უკიდეგანო აღფრთოვანების გამოხატვისკენ ვარ :))))
ალბათ :) ასე ვივარაუდოთ :)
:)))) ერთადერთი და უნიკალური კომენტარის პატრონი ვარ :))
ეტყობა საუბარი უჭირს:)
[...] საოცარი მოგზაურობა” – უბრალოდ მოლის სიტყვები – “ზაფხულში წავიკითხე და [...]
ზღაპრების სიყვარული ვერაფრით მოვიშორე, მივდივარ ბიბლიოთეკაში, ვეძებ ფრანგულს კლასიკას ან საბჭოთა ჟურნალისტიკურ ლიტერატურას მაგალითად და ვხედავ “ოსური ზღაპრები” ან ნებისმიერი რამ; იმდენად მართობს, მავიწყებს ყველაფერ ცუდს, მახალისებს, მამსუბუქებს… ზღაპრების საკითხავად ასაკი არ არსებობს ჩემი აზრით
კი, ნამდვილად ასეა. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერია დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემა მგონია. და საერთოდ, საბავშვო ლიტერატურა იმიტომ არის საბავშვო, რომ რაც უფრო ადრე წაიკითხავ, უკეთესია. დიდებმა არ წაიკითხონო, არავის უთქვამს.
ანა ფრანკის დღიური რატომ არავის გაგახსენდათ?!ეს პატარა გოგონა როგორი ძლიერი და შეუპოვარია,არა?!
არ გაგვახსენდა :((
ბავშვობის წიგნებზე ლინდგრენი და ტვენი მახსენდება პირველ რიგში :) პირველი დამოუკიდებელი “მოგზაურობები” მაინც განსაკუთრებული იყო…
პირველი ყოველთვის კარგი და განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
ბავშვობის წიგნები? მე ხომ ისედაც ბავშვი ვარ.არა, იმ ასაკის ნამდვილად არა შოკოლადით მოთხუპნილი, რომ ებგაუჭება სათამაშოებს,არც იმ ასაკის გამუდმებით,რომ ტიტინებს და სხვებს ამ კითხვებით აბეზრებს თავს:ეს რა არის?…. და ის? SO,მაინც ბავშვი ვარ და ისევ ბავშურ სამყაროში ვტრიალებ., ვცელქობ, ვტეხავ და ვტირი……ბავშურად.მოკლედ, თუ თქვენ თინეიჯერობის წლებსაც ბავშვობის წლებად ჩათვლით, მაშინ მეც მისი ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი ვიქნები, ოგონდ შესაძლოა ოდნავ განსხვავბული ამბიციებით.რაზე ვფიქრობდი მაშინ?-სახურავის ბინადარ კარლსონზე, ბიულერბიუელ ბავშვებზე…….. კარგი იყო ყველაფერი და ლინდგრენი………ახლა რაზე ვფიქრობ? ახლა ყველაფერზე და ხშირად ვზედაპირულდები.მომწონს სტენდალი, მოემი,უაილდი…. მიყვარს წიგნები….”ჯეინ ეარი”, “ქარიშხლიანი უგელტეხილი”, “მთვარე და ექვსპენიანი”, “სუნამო”………და ვკითხულობ “ბინდს”-სტეფანი მეიერი და აგტაცებაში მოვყავარ…..სასაცილოა მათ მერე ეს, მაგრამ გიტაცებს და ფიქრობ მათზე.ვკითხულობ ჯილბერტს-(“ჭამე, ილოცე და შეიყვარე”) და მერე მეცინება…ისე სატირალი უფროა.ვეძებ GOOGLE-ში პატისონს, სტიუარტს, ლოტნერს….. და ჭეშმარიტება მრჩება.ვეძებ მათ, როცა ყურადგება ჭეშმარიტების ძიებას უნდა დავუთმო,მაგრამ რას ვიზამთ:იმისათვის,რომ გაიგო თუ რომელია უკეთესი… მარადიული…ყველაფრის შეცობის საშუალება უნდა გქონდეს.მეც ნელ-ნელა მივდივარ იმ აზრამდე, რომ ზუსტად ის არის ჭეშმარიტება, რამაც დროსა და საზგვრებს გაუძლო და არა ის, რომელიც მის ფეხქვეშ იცვითება.მართლაც, ეს არის ჩემი ბავშვობა,მთელი მისი სრულყოფილებით…წიგნებით……..მიყვარს ბავშვობა..ალბათ ყველასთვის საყვარელი, ტკბილი …
me
უკვე 40 წლის ვარ და როცა ცუდ ხასიათზე ვარ ან :მზის მატარებელი: ან “დედა,მამა რვა შვილი და საბარგო მანქანა”ან “ჯადოსნური თითი” უნდა Wავიკიტხო რომ კარგ ხასიათზე დავდგე.და “ორი კაპიტანი” არავის არ გიყვარდათ
კავერინი? წაკითხული მაქვს, ფილმიც მინახავს, მაგრამ სიყვარულის რა გითხრათ…
წიგნები ჩემი სამყარო იყო, კითხვა ვისწავლე თუ არა სკმაოდ პატარამ დავიწყე დიდი წიგნების კითხვა. არ მახსოვს მესამე კლასში წავიკითხე “ნანა” მართალია ბევრს ვერაფერს მივხვდი , მაშინ ისიც კი არ მესმოდა რატომ მაგლიჯავდნენ მშობლები ხელიდან ამ წიგნს, ამის შემდეგ სასწრფოდ გაამდიდრეს ბიბლიოთეკა საბავსვო ლიტერატურით. ვკითხულობდი მაინ რიდს, ლინდგრენსს, ტვენს, “უთავო მხედარი”
“80 000 კილომეტრიწყალქვეშ” “განძის კუნძული” “ოკეანეში დაკარგულები” უთავო მხედარი” სტივენსონის “განძის კუნძული”ჩემი ბავშვობიდან არაფერი არ მახსოვს წიგნების გარდა.
ხოდა კარგად გადავათვალიერებ ჩემი ბავშობის ბიბლიოთეკას და მეც დავწერ პოსტს ამავე სახელწოდებით თუ დამრთავ ნებას.
ნებართვა რა მოსატანია ;) გამიხარდება ძალიან :) აბა, შენ იცი და ველოდებით პოსტს.