თეგ-თამაშებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია (ჩემი ბლოგი არსებობის მხოლოდ მესამე თვეს ითვლის და, უბრალოდ, ვერ მოვასწარი), მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება… წუხელ, მოხეტიალეს მწვანე და ძალიან საინტერესო ბლოგზე აი, ამ პოსტს გადავაწყდი, თეგებში ჩემი გვარ-სახელიც ამოვიკითხე და თემა იმდენად მომეწონა, სამერმისოდ გადადება არც მიფიქრია.
სანამ ცოცხალი ვარ, მინდა…
… ვენეციაში გონდოლიერის ნამღერ “ბარკაროლას” მოვუსმინო.
… მადრიდში, “პლასა დე ტოროზე”, კორიდა ვნახო და იოგების დაწყვეტამდე ვიყვირო “ოლე!”
… პარიზში, მონმარტრიდან ჩემი პორტრეტი წამოვიღო.
… ბარსელონაში, “ნოუ კამპზე”, ელ კლასიკოს დავესწრო.
… პრაღაში კათოლიკურ შობას შევხვდე.
… სოხუმის ბულვარში, ქვიშაზე მოდუღებული შავი ყავა დავლიო.
… ლონდონში, “ქოვენთ გარდენში”, ვერდის “ტრავიატას” მოვუსმინო.
… დუბლინში, 16 ივნისს, ლეოპოლდ ბლუმის მარშრუტს გავყვე.
… სტოკჰოლმში კარლსონის სახლი ვიპოვნო;
… ტოკიოს რომელიმე რესტორანში ფუგუ დავაგემოვნო.
… ვერონაში წერილი დავტოვო.
… ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებს სტადიონის ტრიბუნიდან ვუქომაგო ( ვიცი, ცრემლები დამახრჩობს, მაგრამ ჰიმნს მაინც მთელი ხმით და ბოლომდე ვიმღერებ).
… ები როუდი გადავჭრა.
… ამსტერდამში, ვან გოგის სახლ-მუზეუმი დავათვალიერო.
… პამპლონელ ხარებს სირბილში გავეჯიბრო.
… ლონდონში ბეიკერ-სტრიტი მოვინახულო.
… სტამბულის ლურჯი მეჩეთი და სტრასბურგის კათედრალი ვნახო.
… გლაზგოს რომელიმე პაბში ნამდვილი შოტლანდიური ვისკი დავაჭაშნიკო.
… ვენაში ტრამვაით ვისეირნო.
… ბერლინში, “ბერლინალეს” ყველა ფილმს ვუყურო.
… მილანში, სანტა მარია დელლე გრაციას მონასტრის სატრაპეზო დავათვალიერო.
… იერუსალიმში ვია დოლოროსა გავიარო.
ოღონდ, მარტომ არა… მარტოს არაფერი შემერგება, ფიქრით თბილისში ვიქნები და იმიტომ.
დარწმუნებული ვარ, ამ თემას ყველაზე კარგად და საინტერესოდ fsiQe, ლიბიკა სილვესტრისი, tamaRa, mecmikvarkhar, ჩხიკვი, faifuris angelozi, Griffin… და Jessie გააგრძელებენ…















ერთმანეთზე უკეთესი სურვილები გქონია :)
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
ერთმანეთზე უკეთესიც აღარ ჰქვია ))
danke :)
ეჰ, მოლი… რა სიამოვნებით ვაქცევდი შენს ჩამონათვალს რეალობად… ოღონდ ესკორიალს, პრადოს და ვატიკანს დავუმატებდი…
შენ ჩემზე უკეთესი სურვილები გქონია, მერი :)
სიამოვნებით გავაგრძელებ ამ თეგ თემას :) :) მადლობა, მოლი :* დილა მსვენივრად დაიწყო :)
ძალიან კარგი :) არჩევანში არ შევმდარვარ :)
მადლობა, ლიბიკა :)
სურვილების ასრულებას გისურვებ მოლი! :)
მადლობა :) ნახევარიც რომ ავისრულო, მშვიდად დავხუჭავ თვალს :)
შენც ხეტიალი გინდა.
გისურვებ რომ ყველა სურვილი აგსრულებოდეს.
შენც იგივეს გისურვებ :)
წარმატებებს გისურვებ:)
დიდი მადლობა და კეთილი იყოს შენი პირველი ვიზიტი ამ ბლოგზე :)
რა სინტერესო სურვილები გაქვს,.. შემშურდა… უი, მეც ვყოფილვარ დათგული… მხოლოდ ერთ თამაშსი მაქვს მიღებული მონაწილეობა, დანარჩენებისგნა თავს ვიკავებ, როგორც წესი, მაგრამ თუ მოვაბი თავი მეც გავაგრძელებ ამ თამაშს…. ^_^
აუცილებლად უნდა გააგრძელო, შენი სურვილებიც გვაინტერესებს :)
ეე. შეეეენ ცნობისმოყვარე შენა ^_^
ლამაზი და საინტერესო თეგ-თამაშია და დარწმუნებული ვარ, ისეთ პოსტს დაწერ, შენს ბლოგს რომ ეკადრება :)
ვაიმეეე ^_^ ნუ მაწითლებ კი არა.. ახლა სულ იაზე ვიპიქრებ როგორ დავწერო რომ იმედები არ გაგიცრუო ^_^
არანაირად :) დაწერე ისე, როგორც იმ წამს დაწერ. დამიჯერე, საუკეთესო პოსტი იქნება :)
ორშაბათს გამოქვეყნდება ^_^ ესეც და კიდევ ერთი თამაში, რომელზედაც უეჭველი აქამდე თუ არ ხარ დათაგული ჩემთან დათგები – ფერებზე პოსტს ვგულისხმობ
მადლობა :)
მოვინიშნავ და აუცილებლად დავწერ :)
ჯერ დაელოდე სანამ მე დავწერ ^_^
უი, ჯერ არ დაწერილა? :) მაშინ ორმაგი ინტერესით დაველოდები :)
მოლი მსოფლიოს ოცნებები გქონია შენ : )
კარგი ოცნებები.. : )
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი ვიზიტი ამ ბლოგზე :)
შემოიარე ხოლმე :) აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან :)
უიჰ! :) :) “დავჯექ წერად საწერისა”…
დიდი ინტერესით ველოდები :)
და შენი ავტოგრაფი დაგავიწყდა :(
მმ.. მშვენიერი და თბილი პოსტია. : >
აგსრულებოდეს უკლებლივ ყველა! )
მადლობა :) შენ არ გინდა, დაწერო? თუ არ დაგეზარება, დაგთაგავ :)
უუჰმ.. )
დავწერ რავიცი. :”> :D
ახლავე დაგამატებ :)
მერსი! :))
დაგამატე :) და შენს ოცნებებს ველოდებით :)
momwons, sainteresoa :D :)
gavxalisdi da mesiamovna, ramdeni ocneba arsebobs, vin icis eh :sun:
მადლობა :)
შენც ხომ დათაგული ხარ, ქევან… მოხეტიალემ დაგვთაგა ერთად. ჰოდა, იქნებ შენი ოცნებებიც გაგვანდო…
jer me “vktebi” da mxolod erti survili maq: samushao dro rodis damtavrdeba :D
mival saxlshi da rom chavesvenebi tbilad da komportulad skamze, ai mere muzac mova da davwer…
ჯვარი გწერია :) რა დროს შენი ჩავესვენებია :)
ოცნებებს ველოდებით :) და ცისფერი ანგელოზის დატოვება არ დაგავიწყდეს :)
მეც ოცნებებში გადამაგდე, მოლი :)
ამ თეგ-თამაშის მიზანიც, თუ სწორად მივხვდი, ეს იყო :)
აბა, რა :) კარგი თამაშია, ძალიან კარგი :) და შენი ოცნებები – ერთმანეთზე უკეთესი :)
მადლობა, მატილდა :) გამახარე :)
“ვერონაში წერილი დავტოვო” მეც მინდა ეგ :)
ჯულიეტასთვის :) და მერე პასუხიც მიიღო, არა? :)
იმედია 50 წელი არ დაჭირდება პასუხს :)))
იმედია :) თუმცა, ზოგი პასუხისთვის 50 წლის ლოდინიც ღირს :)
კარგი ფილმია. ნათელი და უპრეტენზიო. მე და ჩემმა მეგობარმა ვუყურეთ ერთად და ორივეს მოგვეწონა :) და ჩემი მეგობრის კინო-გემოვნებას უპირობოდ ვენდობი.
[...] სიამოვნებით მივიღებ მოლის შემოთავაზებას და შევუდგები ჩემი [...]
50 წიგნი მოდაში აღარაა? :):)
ანტი-პალიტრა?
ჩემთვის არც არასოდეს ყოფილა მოდაში… და ურა-პატრიოტულ გაზეთებს დიდი ხანია, არ ვკითხულობ :)
პალიტრას ჰოლდინგს ერთადერთი ღირებული პროექტი აქვს. ოღონდ, მართლა ძალიან კარგი და წუნდაუდებელი – დიდი მხატვრების სერია. სხვა მხრივ ანტი-პალიტრელი ვარ :)
summer-ის და მოხეტიალეს თეგ-თამაშია :) ჯერჯერობით, რაც წავიკითხე, 50 წიგნი არავის უხსენებია…
uh davwere mara ase gulianad ar ikitxeba : ) etyoba dida ar minda rac davwere?? :think:
დაწერე უკვე? მოვდივარ :) უნდა წავიკითხო :) და მერე გეტყვი, გულიანად იკითხება თუ არა :)
დაწერით კი დავწერე : ) მოდი მოდი : )ჩემი კარი სულ ღიაა : )
მოვედი უკვე :) ვნახე და კომენტარიც დაგიტოვე :)
:* ♥
ხალხი შენი შეკვეთილი ჯეოპარდისთვის ემზადება :) ჩორვენის წყალობით გემრიელი (ყველა მნიშვნელობით) თემა გვექნებაო :)
მაგარიააა ) მეც ვემზადები : ))) კუნთები არ ვიცი და ღიპი ავათამაშე უკვე :ჵ )))))
მაგ თემაში მთავარი ღიპია :)
ისე, ჩემი ბოლო პოსტი არ ეხმაურება ამ თემას? :) ნუ ზოგისთვის მაინც. თან იმის გათვალისწინებით, სადა ვცხოვრობთ. :):)
:))))) ზოგისთვის კი :) ზოგისთვის კი არა, ბევრისთვის. ოღონდ, რაც მე ეს თეგ-პოსტები წავიკითხე, ჯერჯერობით მატრიმონიალური გეგმები არავის უხსენებია.
მოლი, ლექსებს წერ თუ პროზას? გამოტყდი ახლა.
და დადე ბლოგზე.
კანონპროექტი დამიწერია. სადისციპლინო საბჭოს დასკვნაც. კიდევ ბევრი რაღაცები. ლექსები არა. არც პროზა :)
სტანისლავსკი არ ვარ (ფუი ეშმაკს) თორემ გეტყოდი ახლა :)
მხატის იუბილე იყო და ასეთი სარეკლამო დიალოგი მიუფიქრეს თურმე.
Немирович-данченко – МХАТу – 50!
Станиславский – Не верю!
რეკლამის ონლაინ-ენციკლოპედია ხარ შენ და გეცოდინება :)
არა, მართლა. მე სხვა ჟანრში გამოვდივარ :)
[...] შენც გაგვიზიარე, რისი გაკეთება გინდა, სანამ ცოცხალი ხარო, მოლიმ. [...]
უკვე მერამდე პოსტს ვკითხულობ სათაურით “სანამ ცცოხალი ვარ” და თითოეული პოსტი, ერთი ორს თუ არ გავითვალისწინებთ, ოცნება უფროა ვიდრე რეალური სურვილები.
რავიცი, მაინც წარმატებები, ყველაფერი შეიძლება მოხდესო ნათქვამია <3
მადლობა, მაგრამ კარლსონის სახლის პოვნას თუ არ ჩავთვლით, აქ არარეალური რა იყო?
ყველაფერი რეალურია, უბრალოდ ოცნება უფროა
ვითომ? პასპორტი შენგენის ვიზით + თავისუფალი დრო.
პასპორტი მაქვს. დრო – ისე რა, მანდ ვიჭედები, მაგრამ პოვნა შეიძლება.
კლასიკოს ბილეთების შეკვეთა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ვენის ტრამვაით ავსტრიელებზე მეტად პოსტ-საბჭოთა ტურისტები სეირნობენ, ბერლინალეზე ჟურნალისტებს “ტაბულაც” კი აგზავნის და ასე შემდეგ…
თან ეს ერთი წლის პროგრამა არ არის, მოსასწრებად მქონდეს საქმე.
მოლლი ყველა ოცნების განხორციელებას შეძლებ თუ მოინდომებ,მხოლოდ მადრიდში,პლასა დე ტოროზე,კორიდაზე იოგების დაწყვეტამდე ვერ იყვირებ “ოლე!”–ს რადგან შესაძლოა ეს სანახაობა აკრძალონ..მოსწრებაზეა საქმე)
დიდი მადლობა დათაგვისთის,ვეცდები იმედი არ გაგიცრუო.
სიხარულო :)
მადლობა :)
აქ ვერც ოცნებას ვხედავ და არც არაფერი მეძნელება :) სოხუმი და ფინალი მთლად ჩემზე არ არის დამოკიდებული და დანარჩენი მარტივი ტექნიკის საქმეა :) რა გითხრა, ოცნებებზე რომ დამეწერა, სხვა რაღაცებს ჩამოვწერდი.
არ აკრძალავენ კორიდას :) ათწლეულებია, აკრძალვაზე საუბრობენ, ევროკავშირმა სანქციებიც კი დააწესა იმ ფერმერებისთვის, რომლებიც კორიდასთვის ხარებს ზრდიან, მაგრამ მაინც არ აკრძალავენ. ესპანეთში ტრადიციებს პატივს სცემენ. კორიდა ესპანეთია და ესპანეთი – კორიდა.
ჰემინგუეის ხათრით და პატივისცემით მაინც არ აკრძალავენ :)
ოპტიმისტი ვარ,სოხუმიც ჩვენი იქნება და ამ ოცნებასაც აისრულებ.
თუ აღარ კრძალავენ კარგია,მაშინ ერთად წავიდეთ და ვიყვიროთ “ოლე”))
“ესპანეთში ტრადიციებს პატივს სცემენ. კორიდა ესპანეთია და ესპანეთი – კორიდა”– ამ წინადადებაზე უნდა გამოგეკიდო–აი ესპანეთის ერთ–ერთი სულიერი სიმდიდრე.
ოპტიმისტი ვარ,სოხუმიც ჩვენი იქნება და ამ ოცნებასაც აისრულებ.
თუ აღარ კრძალავენ კარგია,მაშინ ერთად წავიდეთ და ვიყვიროთ “ოლე”))
“ესპანეთში ტრადიციებს პატივს სცემენ. კორიდა ესპანეთია და ესპანეთი – კორიდა”– ამ წინადადებაზე უნდა გამოგეკიდო–აი ესპანეთის ერთ–ერთი სულიერი სიმდიდრე.
მეც მჯერა :) სოხუმშიც ჩავალთ და ფინალურ ეტაპზეც ვითამაშებთ. ლატვიამ ითამაშა და ჩვენ ლატვიელებზე ნაკლები არ ვართ არაფრით.
გამომეკიდე :) ოღონდ იქ ერთმანეთის ჭამის ტრადიცია არ აქვთ. იქ, სამოქალაქო ომის დროს დაღუპულებს – ფალანგისტებსაც და რესპუბლიკელებსაც, ერთად მარხავდნენ.
ჩვენ დღესაც ერთმანეთს ვჭამთ.
მართალი ხარ,სანამ ეს არ გამოსწორდება ერში მანამდე არაფერი გვეშველება..ამას ვგულისხმობ სულიერ განვითარებაში.
მაგას რომ ეშველება, მერე ყველაფერი იოლია :)
დავწერე)))
ახლავე გესტუმრები და ვნახავ :)
ჰაჰა, მეც დავწერე :დ
ახლავე ვნახავ :)
ლორდს ვერ ვთაგავ, მაინც არაფერს დამიწერს და მახვეწინინებს სანამ .. დამიწერს პოსტს :დ
ლორდს არ უყვარს თეგ-თამაშები :) ასე ვიცი მე :)
ოუ რა კარგი სურვილები გაქვს :)
<3
მეც მომწონს :) და მიხარია, რომ შენც მოგეწონა :)
[...] მთლად ერთ თვიანი არსებობის მანძილზე მოლლის დამსახურებით პირველად ვთამაშობ [...]
რა კარგი სურვილებია.
დღევანდელმა ამბებმა ისე იმოქმედა, სიმართლე ვთქვა, სულაც არ ვიცი რა მინდა სანამ ცოცხალი ვარ. უფრო სწორად კი მინდა ბევრი რამე, მაგრამ ერთ დღესაც…
თუმცა ეს ყოველთის ვიცოდი, მაინც მეძნელა…
მადლობა :)
იაპონიის ამბებს გულისხმობ? :( გული გამისკდა :( აი, ასე, ერთ წუთში, რამდენს დაენგრა ცხოვრება :(
ხო მოლი, იაპონიის ამბებმა…
ათასობით ადამიანი გაქრა…
თუმცა ეს გარკვეული სტიმულია დედამიწის სხვა მცხოვრებთათვის, რომ ცხოვრება აზრიანად გაატარონ, არ გამოეკიდონ სულელურ რაღაცებს, სახმარ ნივთებს, დოგმებს…
ეჰ, ჩემო როდე, კაცობრიობა ასე მარტივად რომ სწავლობდეს და ერთი მწარე გაკვეთილი საკმარისი იყოს, სხვას რომ თავი დავანებოთ, 45 წლის შემდეგ ტყვია არავის არ უნდა გაესროლა…
ვერ ისწავლიან. ხვალ ისევ დოგმებზე და ნივთებზე ალაპარაკდებიან.
საწყალი ხალხი :( მე სპიტაკი მახსოვს და ისიც მახსოვს, რამხელა შოკი იყო. მაშინ ეს მოქმედებდა. ახლა რაღაცნაირად მივეჩვიეთ…
ხო, მაგალითი უამრავია, გასააზრებელი უამრავია, მაგრამ ისევ და ისევ…
ეს “მიჩვევა” თუ “შეჩვევა” კიდევ ძალიან საინტერესო ფენომენია… რატომ ეჩვევიან ადამიანები ასეთ მძიმე რელობებს. ალბათ, სხვა გზა არც არსებობს…
მაპატიე, პოსტის თემას გადავუხვიე.
არანაირად არ გადაგიხვევია… თუ კარგად დავაკვირდებით, სადღაც იკვეთება ის ჩემი პოსტი და ჩვენი საუბარიც.
წუხელ, ალბათ, ის იაპონელიც ფიქრობდა, აგერ ზაფხული მოდის, შვებულებას ავიღებ და სამოგზაუროდ წავალო. გეგმასაც ადგენდა ალბათ :(
და დღეს აღარ არის :(
შეჩვევაზე რა გითხრა – ტრაგედია გაუფასურდა, ახალი ამბავის ცნება გაუფასურდა, ადამიანის სიცოცხლე გაუფასურდა… პროგრესის მედლის მეორე მხარე. ახლა უმრავლესობა იმ საწყალ ხალხზე კი არა, ნაჯდაკის (თუ როგორც გამოითქმება) ინდექსზე ფიქრობს და იმას შიშობს, ტოკიოს ბირჟას არაფერი დაემართოსო.
ვერც გაამტყუნებ. იმათ არაფერი ეშველება და ამას ოჯახი ჰყავს სარჩენი…
ახლა ნამეტანი გაუტიეთ თქვენ.
Carpe diem გულისხმობს რომ უნდა იცხოვრო დრევანდელი დღით, რაკი არ იცი რა მოხდება ხვალ და მიიღო სიამოვნება, სანამ ცოცხალი ხარ.
ასე რომ ეგეთი სტიქიური მოვლენები, პირიქით უბიძგებს ადამიანს რომ დღევანდელი დღით იცხოვროს და არა მარადიული თემებით გამოტენოს თავი.
მარადიული თემებით თავის გამოტენა საჭირო არ არის, მაგრამ არც იმის დავიწყებაა კარგი, რომ მხოლოდ ქვიშის მარცვალია უკიდეგანო კოსმოსში :ფილოსოფოსიმოლი: და :გავუტიე:
მოკლედ,memento mori…
მონმარტრი სიზმარში მოდის ხოლმე ჩემთან, ბოლო დროს ხშირად ^_^
მადლობა დათაგვისთვის და გახსენებისთვის, აუცილებლად დავწერ :) არ ვიცი როგორ და როგორს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დავწერ
ეჰ, შენ რომ მონმარტრი გესიზმრება, ვაი რომ სინამდვილეში ისეთი აღარაა :)
ეჰ, მე რომ მონმარტრი მესიზმრება ისეთი მონმარტრი არც არასოდეს ყოფილა ლორდ :დ
გსურთ, გესაუბროთ ჭეშმარიტ მონმარტრზე? :)
მე მსურს :) თან ძალიან :)
უკვე დაგიწერია. ლინქი მოვიდა :) ახლავე ვნახავ, ფსიქე :)
გისურვებ მოგზაურობას ყველა ამ ქვეყანაში! :)
მადლობა, ქეთი :)
[...] თამაშში Molly Bloom–მა დამთაგა და თავისი პოსტით ისე მომხიბლა, რომ მეც გადავწყვიტე [...]
I Did It ^_^
აჰა. ლინქმა მამცნო უკვე :) ახლავე ვნახავ, ჯესი :)
[...] მანამდე ხომ უნდა მოვასწრო რაღაც? დღეს მოლი ბლუმმა სერიოზულად ჩამაფიქრა ამ თემაზე. [...]
საზიზღარი გადატვირთული კვირა მქონდა :( , დღეს საღამოს უნდა დავჯდე დავწერო :)
პ.ს. ძალიან კარგი სურვიელბია, აგსრულებოდეს :*
იმედია, ახლა ყველაფერი კარგად გაქვს. დაწერე აუცილებლად, ოღონდ არ დაიზარო :)
მადლობა დიდი :)
[...] კნუტს. მზეს , molly Bloom და კიდევ ვაკანტურ ადგილებს ვტოვებ, [...]
“…ები როუდი გადავჭრა” კიდევ ჩემ სამმეგობართან ერთად.
და სურათიც გადაიღო :)
აქ შემთხვევით აღმოვჩდი და ეგ წავიკითხე, წალიან მომეწონა და მგონი მეც დავწერ, მეც ახალბედა ვარ და არ ვიცი ჯერ რამე გამომდის თუ რა, არა ბლოგერებს მოსწონთ ჩემთან და აი ბლოგერების აზრი კი არ ვიცი:(გამიხარდა რომ სოხუმიც ახსენე შენს სურვილებში მე გაგრიდან ვარ და მესიამოვნა, წარმატებები ხშირად შემოგირბენ ხოლმე და შენი სტუმრობაც გამიხარდება ზა, შევეცდები რიწის ტბაში ცოცხლად დაჭერილი კალმახით გაგიმასპინძლდე
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე :)
მადლობა :) სოხუმი და გაგრა ჩემია და არასოდეს დამავიწყდება, რომ ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით სულ სხვა ქალაქიდან ვარ.
წარმატებები შენც :) შემოიხედე, როცა გეცლება. აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან :)
აუცილებლად გამოგივლი ბლოგზე.
თიტქმის ჩემი სურვილების ანალოგიურია :)
გისურვებ თითოეულის ასრულებას :))
მადლობა :) შენც იგივეს გისურვებ. ერთხელ ვცხოვრობთ და ცოდო იქნება, სურვილები სურვილებად დაგვრჩეს…
ეს მინდოდა ახლა მე?! არა, გეკითხებით, მინდოდაა? ამდენი მაგარი და საოცნებოზე საოცნებო სურვილი ერთად რომ ვნახე, ჩემი არ მეყოფოდა????!!!!!! :))))
ეეჰ, გაიზარდა ჩემი ოცნებების ნუსხააააა! :( :) :P
მადლობა :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
დარწმუნებული ვარ, შენც არანაკლებ საინტერესო და ერთი მეორეზე უკეთესი სურვილები გაქვს.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
შენ თითქმის მთელი მსოფლიოს მონახულება გწადია! :D
გისურვებ ყველა სურვილი აგსრულებოდეს!:)
მადლობა დიდი :)
ვენეციაში წასვლა ყველას ოცნებებში უნდა შედიოდეს, ოცნებებში არა, აუცილებლად მისაღწევ მიზნებში. გონდოლიერები, მართალია, ისეთი რომანტიკულებიც არ არიან, როგორც ფილმებსა და წიგნებში, მაგრამ მთავარია ვისთან ერთად იქნები და რა იქნება შენთვის მნიშვნელოვანი.
წარმატებებს გისურვებ, მოლი ბლუმ!!!!
სახელგანთქმული სოფი გოლდენი ჩემს ბლოგზე :)
აი, სტუმარიც :)
ველქამ :) ან ვილლკომმენ :)
აქ მითხრეს ერთხელ, ოცნებებია და არარეალურიო, თუმცა ვერც მაშინ მივხვდი და ვერც ახლა ვხვდები, არარეალური რა დავწერე.
აი, შენც მეთანხმები.
მე მარტო გონდოლიერა არ მინდა, “ბარკაროლასაც” უნდა მოვუსმინო :)
არც მარტო წავალ :) და ვისთანაც ვაპირებ, იმ ადამიანთან ვენეცია კი არა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ სკამია, ისიც რომანტიული იქნება :)
მადლობა, სოფი :)
ჩემს გიორგის ძალიან მოსწონს შენი ბლოგი და სულ კითხულობს
ჰოოდა წაიკითხა შენი პოსტი და მითხრა, რომ ჩვენც დავწეროთ და გავცვალოთო
მოკლედ დავწერეთ ,,სანამ ცოცხალი ვარ მინდა” დღეს გავცვალეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენი 12 სურვილი დაემთხვა ერთმანეთს:)
მადლობა მოლი ბლუმს:)
მადლობა შენ :) თუნდაც მარტო ამისთვის ღირდა ამ პოსტის დაწერა…
[...] მოლის, რომელმაც ამ პოსტზე დამთაგა დიდი [...]
აუ რა კარგი სურვილები გაქვს მოლი, უცებ ყველაფერი (ნაწილობრივ) წრამოვიდგინე და კაგი მოგზაურობა (ან კინო) გამომივიდა :)
მადლობა :) განსაკუთრებით რომელი სურვილი მოგეწონა?
ესენი:
“… ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებს სტადიონის ტრიბუნიდან ვუქომაგო ( ვიცი, ცრემლები დამახრჩობს, მაგრამ ჰიმნს მაინც მთელი ხმით და ბოლომდე ვიმღერებ).
სოხუმზე ნაწილობრივ გეთანხმები ოღონდ სხვა რამე სვიზამდი მე:)
ჰოდა ზოგადად არც ერთ სურვილში არ შეგეცილები, ჩემებზე კი ალბათ ჩამოვწერ როგორმე )
ყველა სურვილს გაჩუქებ, პელაგია :) რომელიც მოგწონს, ის აირჩიე :) მე მხოლოდ გამიხარდება.
მანდ მთავარი სოხუმია. ყავაც შეიძლება, კონიაკიც, ფეხშიშველი ზღვაში შესვლაც და უბრალოდ, ქუჩაში ხეტიალიც. მაინც ბედნიერი ვიქნები :)
შენს ჩამონათვალს დიდი ინტერესით დაველოდები.
asetiii survileebii jer arc ertii adaminisagaan ar msmeniaa:*:*martlaa gulwrpelaad gisuurveeb yvela ocnebiis axdenaaas <3 namdvilaad ubeednieresi adamianii iqnebii :*:*:*
მადლობა :)
მართლა უბედნიერესი ვიქნები, ნახევარი მაინც თუ ავისრულე :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
dzaliaan momcons sheni blogii <3 bevrii raam maaq cakitxulii :*:*:*
არ ვიცოდი :) გამახარე :)
რას ხედავს ჩემი თვალები. :D :P
ქალბატონი მოლი თეგ-თამაშებში ჩაერთო.
ამის მერე მეც დაგთაგავ და აბა ერთი არ დაგიწერია. ^^
აგიჭრელებ ბლოგს კომენტარებით. :P
მაცო :) ისეთ ადგილებში ვაწყდები შენს ძველ კომენტარებს, პირი მრჩება ღია :) არადა, ხომ იცი, კომენტარი არ გამომეპარება, ყველას ვკითხულობ და ვპასუხობ, მაგრამ ამას როგორ ახერხებ, შენს დაწერილს 10 დღის შემდეგ რომ ვნახულობ :)
ერთადერთი (მგონი) თეგ-თამაშია. მერე ჯესიმაც დამთაგა, ქევანამაც და არ დამიწერია :( ხალხი მოვიმდურე. ჯესის კითხე, თუ გინდა, მოლი უსინდისო ადამიანია, თეგ-თამაშებში არ მონაწილეობსო (ასე არ უთქვამს, მაგრამ ხომ იფიქრა :) :) :)
ლონდონში ბეიკერ-სტრიტზე რომ იქნები მახსენეთ რა თუ შეიძლება :)
ვენაში მე უკვე ვისეირნე ტრამვაით <3
აუ…
ისეთი რაღაცეები გიწერია ოლი რო გაგიჟება შეიძლება. მართლა უნდა ნახოს ადამიანმა ეს ყველაფერი <3 არამარტო მოლიმ :)
პრატერზეც იყავი?
ღამით ვწერდი ამ პოსტს, რაც იმ წამს გამახსენდა, ჩამოვთვალე… შეიძლება ითქვას, ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი. რედაქტირების და გადაკითხვების გარეშე.
ჰმ, კარგი სურვილებია, მომეწონა. აგსრულებოდეს ძალიან მალე. მეც მინდა რაღაცები აქედან და ჩემები კიდე :დ + ლონდონის წვიმაში გალუმპვა მინდა და მილანის ლა სკალაში კიდე
მე შენი სურვილები მომეწონა. ლონდონის წვიმა – განსაკუთრებით.
წვიმაზე ვგიჟდები და თან ლონდონის წვიმა ნაკურთხი წყალივით მესახება :დ
მეც ძალიან მიყვარს. ოღონდ, უმეტესად, შინ რომ ვარ ხოლმე და გარეთ ცა ფეხად ჩამოდის.
ხო, მეც, მაგრამ ერთი ორჯერ გალუმპვაზე უარს არ ვამბობ ხოლმე. ამის გამო მართალია ხანდახან ,მავიწროებენ’ , მაგრამ კუზიანს მარტო სამარე ასწორებსო :დ
ამას წინათ ისე გავილუმპე, ადამიანად არ ვვარგოდი :)
ორი კვირის წინათ, შაბათ დღეს მომისწრო გზაში, ღამით და ისეთი ბედნიერი ავედი სახლში, ჩემები რაღაც კარგ ამბავს ელოდებოდნენ :დ
უფ, კომენტარები დამიკარგა :დ
ახლა ვიპოვნე სპამში. რატომღაც :(((
უი, დასპამა? :დ ეტყობა, ბევრია დღეისთვისო :დ
ბევრს ვაჩვენებ მე მაგას :( ეგღა მაკლია, ვოდპრესმა კომენტარები დამიმალოს :))))))
sana, cocxali xar mogzaurobis garad araferi ginda sxva?
აქ მარტო მოგზაურობაა ვითომ? ფეხბურთიც, სასუსნავიც, ვისკიც, მუსიკაც… ყველაფერი მინდა :)
ხო უბრალოდ ლეიტმოტივი ამ ყველაფრისა, მაინც მოგზაურობაა
ფონი უფრო :) ბარკაროლას თბილისშიც დიდი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე, მაგრამ იქ სხვა ეშხი ექნება. ისე, მოგზაურობაც ძალიან მიყვარს.