გუშინწინ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო” გადავიკითხე. ბიბლიოთეკას ვაწესრიგებდი და ოქროსფაფრიან მირამისზე ამხედრებულმა მიომ ყდიდან ისეთი საყვედურით გამომხედა, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი – ოდესღაც, ფურცლებგაცრეცილი, ძველთაძველი წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე, ბაკურ სულაკაურის ახალთახალი, საიუბილეო გამოცემისთვის კი ხელიც არ მიხლია. განა არ მინდოდა, ვერ მოვიცალე…
მოკლედ, სინდისმა სერიოზულად შემაწუხა, ასტრიდის ნოსტალგიაც მომეძალა (ამას წინათ დაწერილმა პოსტმა უფრო ამიშალა საღერღელი) და მთელი დილა მიოსთან ერთად გავატარე. ერთად ვიხეტიალეთ მწვანე მდელოების კუნძულზე, ერთად ვაჭენეთ მირამისი დილის ნათების ხიდზე, ნონოს ბებიის გამომცხვარი პურიც დავაგემოვნეთ, მეზღაპრე ჭის მოყოლილ ზღაპრებს ვუსმენდით, მკვდარ ტყეშიც ვიბოდიალეთ და მხედარი კიტოც ერთად დავამარცხეთ.
კითხვა რომ დავასრულე, სამზარეულოში სურნელოვანი ყავის ფინჯანს მივუჯექი (ეს ჭიქა მეგობარმა მაჩუქა, თანაც ერთად შევარჩიეთ და განსაკუთრებით მიყვარს – ყავას აგემრიელებს და გონებას ხსნის) ნება-ნება ვსვამდი, პანატერიის თბილ-თბილ ბლითებს ვაყოლებდი, ფანჯრის მიღმა თოვლიან პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი – მიოს კითხვისას რაღაც ბუნდოვანი აზრი გამიჩნდა და მის მოხელთებას ვცდილობდი. ცოტა ხანს ვიწვალე და ფიქრმა გარკვეული კონტურები შეიძინა – მიოს თავგადასავალში, რომელიც ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ზღაპარია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სათვალიანი ბიჭის აჩრდილი აღმოვაჩინე.
დაინტერესებული მკითხველის გასაგონად ვიტყვი – არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ჯოან როულინგმა იდეა ლინდგრენისგან ისესხა. უბრალოდ, რამდენიმე ისეთ დეტალს მივაქციე ყურადღება, ადრე რომ არ შემინიშნავს და ახლა მინდა, ეს დეტალები ჩემს მკითხველებთან ერთად განვიხილო.
მიოც და ჰარიც ობოლი ბიჭები არიან, რომლებსაც სამადლოდ ზრდიან არც მაინცდამაინც გულთბილი და ალერსიანი ნათესავები. დაახლოებით
ერთსა და იმავე ასაკში მიო ჯადოსნურ სამყაროში მიემგზავრება მამასთან, ჰარი კი მისნობისა და ჯადოქრობის სახელგანთქმულ სკოლაში – ჰოგვართსში ხვდება… ორივეს განსაკუთრებული მისია აკისრია, რის შესახებაც ბიჭებმა ჯერ არაფერი იციან, სამაგიეროდ, ამის შესახებ კარგად მოეხსენება ყველას, ვინც მათ გარშემო ტრიალებს. ამიტომ მიოც და ჰარიც მეტად სახელგანთქმული ბავშვები არიან ახალ, ჯადოსნურ სამყაროში. დადგება დრო და ორივე მათგანი შეიტყობს ამას – მათ ხომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელით სიკეთისა და სიყვარულის დაუძინებელ მტერთან, რომელსაც ლინდგრენთან მხედარი კიტო ჰქვია და გველის თვალები აქვს, როულინგთან კი ლორდ ვოლდემორს ეძახიან (აქ მარტო გველის თვალები კი არა, გველების ენაც ერთვება საქმეში). მარტოსული ბიჭები სწორედ აქ პოულობენ ერთგულ და განუყრელ მეგობრებს, რომლებიც მზად არიან, ბოლომდე მათ გვერდით დარჩნენ. ორივე ნაწარმოებში უჩინმაჩინის მოსასხამი ფიგურირებს, ბოროტ ძალას კი ლინდგრენთან ჯაშუშებად მონათლული შავნიღბიანები ემსახურებიან, ხოლო როულინგთან – შავკაპიუშონიანი სიკვდილის მხვრელები. არის უჩვეულო ხმალიც, რომელიც ბიჭებს მტრის დამარცხებაში ეხმარება.
ერთი სიტყვით, გნებავთ, ალუზია ვუწოდოთ, გნებავთ, მინიშნება – ორ პერსონაჟს შორის გარკვეული მსგავსება, ჩემი მოკრძალებული აზრით, აშკარაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პოსტით როულინგის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ვაპირებ. არამც და არამც… პირიქით, ბრიტანელი მწერალი შვედ მეზღაპრეზე ნაკლებად არ მიყვარს (მათ კი, ვისაც ლინდგრენისადმი ჩემი დამოკიდებულება აინტერესებს, შეუძლიათ, ამ პოსტს გადაავლონ თვალი). მხოლოდ ერთი რამ მინდოდა – სრულიად მოულოდნელად აღმოჩენილი ალუზიები ჩემი ბლოგის ერთგული მკითხველისთვის გამეზიარებინა და მათი აზრი მომესმინა. რაც შეეხება “ჰარი პოტერის” ავტორს, მან ისეთი დახვეწილი, გააზრებული და ნიჭიერად დაწერილი საგა მიუძღვნა სიკეთეს, ერთგულებას, მეგობრობას, თავგანწირვას და სიყვარულს, რომ დარწმუნებული ვარ – თავად ლინდგრენიც უდიდესი სიამოვნებით მოაწერდა ხელს.













უი ყდა ერთნაირი აქვთ ^^ არდა მასეთი ჟანრის ზღაპრები ყველა ჰგავს ერთმანეთს.., ვაღიარებ და, ეს მოთხრობა წაკითხული არ მაქვს, მაგრამ შენი დასკვნების მჯერა.. ამ ქალს თავისით ხომ არ მოუვიდოდა ამსეთი იდეა. დარწმუნებული ვარ შთაგონება სჭირდებოდა და შეიძლება ლინდგრენის წიგნში ნახა ეს. :)
კაი დაკვირვებაა ნამდვილად :)
მართალი ხარ, ზღაპრები, მეტ-ნაკლებად, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ აქ მსგავსება საინტერესოდ მეჩვენა და იმიტომ დავწერე…
“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო” :) მახვილი თვალი გქონია, მოლი :) თუმცა, როულინგს ამით მართლაც არაფერი აკლდება :)
მადლობა :)
რა თქმა უნდა, არაფერი აკლდება. პოტერიადა ბოლო დროის საუკეთესო პროექტი მგონია, მითუმეტეს – ფანტასტიური თარგმანი გვაქვს.
es msgavsebac mec shevnishne, rowlingsac agunishnavs rom sxvadasxva zgaprebit shtagonebulma dawera
არ ვიცოდი… მე მხოლოდ საკუთარ იმპრესიებზე დავწერე.
me ar miyvars mio : ) anu ki ertxel cavikitxe magram astridis sakmaod susti nmacarmoebia imho
კარლსონს, პეპის, სალტკროკას, ემილს, კალეს თუ შევადარებთ – რა თქმა უნდა…
მეც გეთანხმები, ჩორვენ… ლინდგრენის სხვა გმირებთან შედარებით მიო ნაკლებად შთამბეჭდავია…
ძნელია, ორმოცამდე წიგნი დაწერო და ყველა თანაბრად შთამბეჭდავი იყოს. მითუმეტეს – კარლსონის, პეპის და სალტკროკას ფონზე.
ჰო ეგ თავისთავად მაგრამ ბრიტანი და მეს-თან შედარებითაც კი სუსტია
მართალი ხარ, ჩორვენ, ასეთი სიუჟეტის ბევრად უკეთ დაწერაც შეიძლებოდა.
პუტერისა და მიოს შედარებითი დახასიათება :)
ისა, სადღაც აქ ალექს ქროსის სერიაზე გვქონდა საუბარი… მინდა ყველას (ვინც მაშინ დაინტერესდა) ვუთხრა, რომ ობობაც და გოგონებიც ფილმად უკეთესია :) განსაკუთრებით ობობა.
არა… წიგნებიც კაია, მაგრამ მაგ ჟანრში (სერიულ მკვლელებზე) უკეთესებიც წამიკითხავს.
არც შეიდრება, ლორდ… პოტერი ათასგზის უკეთესია.
საერთო შტრიხებზე დავწერე. რაღაც დეტალები მეცნო და მენიშნა.
ერთი შეკითხვა მაქვს მოლი, პანატერეა თბილისში თუ არ მეშლება მხოლოდ ერთ ადგილასაა და შენ მასთან ახლოს ცხოვრობ? 1 წელი ვიცხოვრე მოპირდაპირე კორპუსში (ძალიან ბედნიერი 1 წელი) და დღემდე მახსოვს პანატერეას გემრიელობები :)
არც ისე ახლოს – პლატოს პანატერიას ვგულისხმობ და სხვა პიცას უბრალოდ, არ ვაღიარებ.
სამაგიეროდ წერეთელზეა მაგათი “ვერონა”.
წერეთელი კიდევ უფრო შორს არის ჩემგან.
თუ ნამცხვრები და პიცები უყვარს ადამიანში წერეთლის “ვერონაში” კი არა ვერონაშიც ჩავა :)
მაგათი ნამცხვრები ძალიან კარგია, თორემ პიცა პრეგოსაც მშვენიერი აქვს.
საჭირო გახდეს და წერეთელზე კი არა, გლდანულაშიც წავალ…
უბრალოდ, ჯერჯერობით ასე არ გამჭირვებია.
პიცას პანატერიაში ვჭამ, ნამცხვრებს – პანატერიაში და ლიტკაფეში, ორივე იმდენად კარგია, სხვაგან გასინჯვის სურვილი არ გამჩენია.
ჰო, გარაჟში მინდა წასვლა. აქებენ.
პანატერეის როტონდა forever! :)
დიახ დიახ :)
მიყვარს მსგავსი ჩაღრმავება და პარალელების გავლება. :) პოტერი არ მაქვს წაკითხული და მიოსთან მსგავსებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისე კარგად დაასაბუთე ყველაფერი რომ ფაქტია, რაღაც საერთო მართლა ჰქონიათ.
დანქე :)
პოტერი არ გაქვს წაკითხული? მოსალოცად გქონია საქმე – წინ დიდი სიამოვნება გელოდება :) იმჰო, რა თქმა უნდა.
იმედია მომეწონება. :)
იმედია :)
არ მაქვს ასტრიდის ეგ ნაწარმოები წაკითხული. მაგრამ ძალიან მიყვარს ასტრიდი <3
სხვა რაც წამიკითხავს , ყველაფერი მომწონს. ახლა დამაინტერესა, რით წააგავს პოტერიადას ^^
ვიცი :) ასტრიდიც გიყვარს და ჰარიც.. ჩემსავით :)
აქ ჩემი იმპრესიები ჩამოვწერე. წაიკითხე და დიდი შანსია, შენ სხვა მსგავსებებიც აღმოაჩინო…
ძალიან ბევრი მოტხრობა მაქვს ასტრიდის, მაგრამ მიო არ მაქვს :\
ისე, პეპი არ მომწონს მაინცდამაინც… დანარჩენი, ემილით დაწყებული, სალტკროკელებით დამთავრებული, ჩემი ბავშვობის სიყვარულებია <3
გემოვნების საკითხია, ანა… ეს ხომ მათემატიკა არ არის, ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი იყოს. ყველას თავისი ასტრიდი ჰყავს.
ახლა მიხარია რომ ბავშვობაში არ წავიკითხე ჰარი . ისევე მიხაროდა კითხვა, როგოორც ადრე ასტრიდის ^^
მე ორი ასტრიდი მყავს :დ
თან, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ უკარგესი ქართული თარგმანი გვაქვს. რუსულზე ათასჯერ უკეთესი :)
მართალი ხარ მოლიი, ზღაპრები ერთმანეთს გავს რომელი ეთნოსიდან არ უნდა მოდიოდეს, კიტოს წინააღმდეგ იქნება ეს ვოლდემორის, დამბლდორის თუ ნებისმიერი ბოროტების სათავის წინააღმდეგ – ჰარი პოტერსაც და თუნდაც ქართველ “მზეჭაბუკსაც” საერთო აქვს ყოველთვის. ქართული ეპოსიდან ამირანი და პრომეთე გამახსენდა და ნაცარქექიაც კი :)
ზღაპარი ზღაპარია, ფარსმან. სადღაც რაღაც საერთო ყველას აქვს. უბრალოდ, აქ ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს.
დიდი ხანია, აქ არ შემოგიხედავს. მშვიდობაა შენსკენ?
ჰჰუმ.
გამოვტყდეთ, არ წამიკიტხავს მიოს თავგადასავალი. ^^
დავინტრიგდი.
უნდა წავიკითხო. ^_^
წაიკითხე :) ლინდგრენს ჯერ არავისთვის უნვია :) პირიქით :) უაღრესად სასარგებლოა, საინტერესო და სასიამოვნო :)
იცი რა მაინტერესებს . ჩვენს ბლოგზე როგორ დავამატო სხვა ბლოგერების მისამართები ხო არ იცით?
შენ ხო გაქვს ”Blogosphere” ჩვენც გვინდა დაგამატოთ . :) :) :)
sorry, ბლოგთან არ ვიყავი და დროულად ვერ გიპასუხე.
ლინქის დამატება მარტივია – დაშბორდში მარცხენა მხარეს, არსებობს ასეთი ოფცია – links – add new – მისამართს ჩაწერ, სახელს, add და დამატებულია :)
თუ რაღაც გაპრობლემდა, შემეხმიანე და უფრო უკეთ აგიხსნი.
ვერ დავამატეე :(
დაშბორდში მარჯვნივ, არის link-add new დააჭირე, გაგიხსნის ფანჯარას, ულრ-ის ადგილას მისამართი ჩაწერე, სახელის გრაფაში – დასახელება, მერე კატეგორია მონიშნე, თორემ ისე არ აჩვენებს და დაემატება.
დავამატე მაგრამ გარეთ არ დაემატა
კატეგორია არ გექნება მონიშნული. ლინკ კატეგორი-ში რაღაც უნდა ჩაწერო. მაგალითად – ბლოგოსფერო. მერე ლინკი მონიშნო და გარეთაც გამოჩნდება.
დიდი მადლობა . გავაკეთეეე :)
ყოჩაღ :)
:D :D :D :D
ძნელი არ არის, უბრალოდ, ხანდახან ისეთი დეტალია გასათვალისწინებელი, შესამჩნევად დაკვირვება რომ სჭირდება.
ჩემთან add new არ წერია და ვერავის მისამართს ვერ ვწერ((
ეწერება :) გამორიცხულია, არ ეწეროს :) შენიც ხომ ვორდპრესია.
There are no options for this widget–აი ეს წერია(
არა, ვიჯეტი არ გჭირდება. დაშბორდში, მარცხნივ, არის სპეციალური განყოფილება – links დაჭირე add new და მერე უკვე ჩვეულებრივად, სათაური, მისამართი და კატეგორია.
ვერასდროს შევძელი ჰარი პოტერის წაკითხვა თავიდან ბოლომდე. ვერც ფილმს ვუყურებ გადახვევის გარეშე.
მოკლედ ანტიპოტერისტი ვარ რა.
შენთანაც მოვა პოტერის დრო :)
ბარე ორი ყოფილი ანტიპოტერისტი ვიცი, ახლა შვიდივე ტომი სამ-სამჯერ რომ აქვს გადაკითხული :)
ზუსტად ეს ზღაპრების კითხვაა საჭირო ალბათ დღევანდელი ბავშვისთვის, ისიც კარგი იქნებოდა ხალხური გმირების სრულყოფილ ონლიან თამაშს შექმნიდნენ, საინტერესო დიალოგისთვის მადლობა ყველას, და გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავთ :)
კი მოლლი მშვიდობითაა ყოველივე ირგვლივ :) მართლაც გამიცდა, :)
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. ზღაპრები ჩვენც გვაქვს და ჩვენის დავიწყება არ შეიძლება. სულ სხვისი თარგმანის იმედად ხომ არ ვიქნებით…
კარგია, კარგად რომ ხარ.
მადლობა :)
გადასარევი იდეაა,შეიძლება ამაზე ფიქრი და ვიღაცის შეწუხება.
მოლი ეს დეტალები ბევრ სხვა ზღაპრებშიც მეორდება,ასე რომ შესაძლოა ჯოანს მიო არც ჰქონდეს წაკითხული და სხვა ზღაპრიდან ჰქონდეს იდეა აღებული)))
შესაძლებელია… მე მხოლოდ ჩემს დაკვირვებებზე დავწერე და ერთი წამით არ შემიტანია ეჭვი ჯოანას თვითმყოფადობაში :) პოტერიადას ჩემზე თავგადაკლული ფანი ბევრი არ ჰყავს. აი, მართლა ძალიან მიყვარს. უმაგრესი შვიდტომეულია და იმიტომ.
ხომ არსებობენ მონათესავე სულები რეალურად? ჰოდა, ასეთი რამ ლიტერატურაშიც ხდება ეტყობა :))
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე, ანი :)
.. მეორე :)))
მართალი ხარ. სორრი :) მეორე :)
იმედი მაქვს, აწი იმდენი იქნება, სათვალავს დავკარგავთ :)
ეგრე მთელი მსოფლიო ლიტერატურა 3 სიუჟეტზე დგას… ჰა-ჰა 5-ზე.
ზღაპარიც, დრამაც, დეტექტივიც და ყველა სხვა დანარჩენი…
აჰა. ოღონდ, მე მაგ გამონათქვამში 4 მახსოვს. მერე ასე გრძელდება – ბიჭს უყვარს გოგო, გოგოს – ბიჭი. მშობლები წინააღმდეგები არიან. ამ მარტივი და გაცვეთილი ფაბულისგან შექსპირმა რომეო და ჯულიეტა შექმნაო.
ახლის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენს უკან 21 საუკუნე დგას.
მართალი ხარ… თან 21 საუკუნე მხოლოდ ქრისტეს შობიდან. მანამდე რამდენია დაწერილი, ვინ მოთვლის…
აჰაა… ძალიან რთულია.
რთულია, კი, მაგრამ სიუჟეტის ასეთი გამეორებით ტექსტს, თუ კარგი ტექსტია, არაფერი აკლდება.
მე ასე მგონია…
მოლი, ეს პოსტი მართლა ძალიან კარგად იკითხება, მაგრამ, გამოგიტყდები, მე უკვე ხვალინდელ ვიქტორინას ველოდები სულმოუთქმელად :)
danke :)
ხვალინდელი ვიქტორინა უკვე მზად არის. ხვალ დილიდან გელით :)
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში უსინდისოდ გვიკონტროლებენ ინტერნეტ-რესურსის გამოყენებას, დილიდანვე გეახლები :)
რა საზიზღრობაა :( მეც ვერ შევდივარ აქედან ფბ-ზე :(
ათის წუთებისთვის გამოქვეყნდება :)
ფბ კი არა, მალე ფოსტის შემოწმებაზე დაწესდება მონიტორინგი :( მაგრამ არა უშავს – нам не страшен серый волк :D
რა დღეში ხართ… :(
moli, viqtorina sad aris? :)
ძალიან კარგად გიჭრით კალამი…შინისკენ მომავალს ერთი სული მაქვს ლეპტოპი ჩავრთო და თქვენს ბლოგში გავინავარდო:)
უღრმესი მადლობა :)
თუ არ ვცდები, ეს თქვენი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე :)
ველქამ :)
შემოგვიარეთ – აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან :)
ასტრიდ ლინდგრენი ყელაზე დიდ საბავშვო მწერლად მიმაჩნია მე
ჩემი მოკრძალებული აზრია
სხვათა შორის ეგ მსგავსება მეც შევამჩნიე ადრე,მაგრამ ასე არ ჩავრღმავებივარ :)
ორივე ძალიან მიყვარს :) მიო ჩემო მიო ყველაზე ნაკლებად მომწონს ისე სხვა ნაწარმოებებთან შედარებით :)
მეც ზუსტად ასე ვფიქრობ :)
ასტრიდზე წინა კვირას დიდი პოსტიც დავწერე – ჩემთვის საბავშვო ლიტერატურის სიმბოლოა.
მიხარია, დამთხვევები შენც რომ შენიშნე. მე იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, პოსტი რომ არ დამეწერა, ვერ მოვისვენებდი.
კი შევნიშნე,მაგრამ არ ჩავრღმავებივარ მაშინ :) წავიკითხავ პოსტს ასტრიდზე
ბავშვობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა :)
მეც ზუსტად ბავშვობის იმპრესიებზე მიწერია.
მოლი, გინდა კაი კითხვა ლიტერატურული ვიქტორინისთვის? (ნუ კინოსთვისაც წავა და შენ პროფესიულადაც გეხება).
რა წიგნს კითხულობდა ჩარლზ მენსონი, სანამ მისი ბანდა შარონ თეითს და სხვებს კლავდნენ?
ფბ-ზე მოგწერდი, მარა არ ხარ იქ მაინც და ვის ველაპარაკო :)
არა, ლორდ, არ ვიცი. ჩეპმენი რას კითხულობდა, ვიცი. მენსონზე და პოლანსკიზე მხოლოდ “როზმარის ჩვილის” გადაღების ისტორია მახსენდება. კი, კარგი კითხვაა.
პასუხს მეტყვი?
“უცხო უცხოთა ქვეყანაში” – ჰაინლაინის. რომ დააპატიმრეს ეს წიგნი ქონდა თან.
და ავტობიოგრაფიაშიც ასე უწოდებს საკუთარ თავს.
საინტერესოა… არ მაქვს ეგ წიგნი წაკითხული. ნეტავ რა იზიდავდა მენსონს მასში?
წაიკითხე და ნახავ. :)
სხვათა შორის თეითის მკველებიდან 3 ქალი იყო.
აწი მეცოდინება. მადლობა, ლორდ.
და უაით ალბუმს უსმენდა.
ამტკიცებდა რომ მან ამოხსნა ამ ალბომის საიდუმლო კოდი.
ასე რომ მუსიკალური კითხვაც გამოვა :)
საერთოდ შემდეგი ვიქტორინა მოაწყე ფსიქოპატებზე და სარიულ მკვლელებზე. ცოტა გახალისდეს ხალხსი. :)
საინტერესო ინფორმაციაა, მადლობა, ლორდ :) მოსიარულე ბრიტანიკა ხარ :) კარგი იდეაა, შემდეგის რა გითხრა და ერთერთ პაკეტს აუცილებლად მივუძვღვნი სერიულ მკვლელებს. ოღონდ, რამდენად სახალისო იქნება, ვერ გეტყვი :)
აქ ისეთი ვიქტორინამკვნეტელი ხალხი იკრიბება, ჩემი ბრიტანიკობა რა ბრიტანიკმოსატანია. :(
შენ თამაში არ გინდა, ლორდ, თორემ ვინ გაჯობებდა… :)
ნწუ. მხოლოდ ბოლო თამაშში მექნებოდა რაღაც შანსი.
თან “ითამაშე გუგლთან ერთად” – ეს ხომ აფერისტობაა :):)
შენ ყველა ტურში გექნებოდა შანსი. თან – არც თუ მცირე.. :)
აქ გუგლით თამაშობენ? :) არა მგონია… აქ ხომ ერთობიან და მოსაგებიც არაფერია..
თუნდაც იდეა ლინდგრენის იყოს, გადმოცემასაც უნდა უნარი… იმდენად საინტერესოდ წერს როულინგი, რომ ნასესხები რომც იყოს ჰარი – Who ceres… :)
ერთხელ პოტერიადაზეც უნდა დავწერო…
უსინდისობა და უმადურობა იქნება, ამ ბლოგზე ჰარი ცალკე პოსტად არ იყოს წარმოდგენილი.
:)
imdeni axali posti damxvda :) ra kargia, chavujdebi axla finjan yavastan ertad ^_^ da sxvata shoris, mec maqvs sayvareli chiqa, romelic yavas ufro agemrielebs :)
ჩემი ჭიქა განსაკუთრებით გემრიელია – ვინც მაჩუქა, ის აგემრიელებს :)
ho, mashin chemi ver sheedreba :d, me tviton viyide
დარწმუნებული ვარ, შენი შერჩეული ფანტასტიური იქნება :)
მოლი ძალიან მინდა პოტერიადაზე პოსტი დაწერო :)
ლინდგრენი უკონკურენტოა ჩემთვის, ჩემი ბავშვობაა და ძალიან ძალიან ახლობლად ვთვლი მის ყველა პერსონაჟს <3
ასტრიდი რასაც ნიშნავს ჩემთვის, პოსტსაც ეტყობა :) რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. შინ ორი არტეფაქტი მაქვს – კარლსონის და პეპის ჩემი ბავშვობის გამოცემა და ძველი “ულისე”. ორივეს ძვირფასი განძივით ვინახავ.
პოტერიადაზე აუცილებლად დავწერ :) დიდი პოტერომანი ვარ და თუნდაც იმიტომ :)
molly, zalian kargi postia, chem sayvarel wignebze. haric zalian miyvars da mioc. gmadlob:)
zalian kargipostia, tanac chem sayvarel wignebze. haric zalian miyvars da mioc
მადლობა შენ, ლუკა :) მიხარია, რომ მოგეწონა. მითუმეტეს, ეს პოსტი და საბავშვო ოთახის სხვა ყველა ჩანაწერი, პირველ რიგში, შენი ტოლებისთვის დაიწერა :) და მთავარი შემფასებლებიც თქვენ ხართ.
სხვათაშორის ბევრი პარალელები იპოვა ჩემმა ძმამაც სხვადასხვა წიგნებთან და პერსონაჟებთან. სულ იმას ამბობს როულინგს ბევრი არ უწვალია, ცოტ-ცოტა ყველაფერი შეკრიბა და ისე დაწერაო :)
მაგრამ იმაზე ნუ ვიდავებთ, რომ ფანტასტიურად დაწერა :)
არც ვდაობ :) ჩემი საყვარელი წიგნია, უფრო სწორად წიგნების კრებული :)
პირდაპირი კალკი არსად შემხვედრია და ალუზიები არც ისე საშიშია. პირიქით. უხდება კიდეც წიგნს.
კალკი რომ ყოფილიყო ამას აქამდეც შენიშნავდნენ და ჩემი აზრით სულაც არ იქნებოდა ასეთი წარმატებული. უბრალოდ რაღაც სიმბოლოებს, ალუზიებს თითქოს ყველგან პოულობ..
მე ჯერ ჰარი პოტერი მქონდა წაკითხული (წლების წინ). და ზუსტად რომ არ მცოდნოდა ასტრიდ ლინდგრენის მოღვაწეობის პერიოდი, რამდენიმე თვის წინ წაკითხული “მიოს” გამო პლაგიატობას დავწამებდი : )))) მართლა ძალიან ჰგავს, ისე ძალიან, რომ ჯოან როულინგი ისედაც არ მეხატებოდა გულზე და სულ ამოვირეცხე : ))))))))))
პლაგიატობა ოდნავ ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ფაქტები ერთნაირად დაგვინახავს.
მართლა? არადა მიო ჩემო მიო, ფილმად მაქვს ნანახი, ჰმ… ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ :დ
არა მგონია, პირდაპირ გადაწერა ეკადრა, მაგრამ საერთო შტრიხები მართლა ბევრია.
რა საინტერესოა…. არასოდეს მსმენია ლინდგრენის ამ ნაწარმოების შესახებ. რასაც ჰარიზე ვერ ვიტყვით, მე და ჰარი ერთად გავიზარდეთ და ბოლო სერია რომ დამთავრდა მივხვდი რომ მასთან ერთად ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპიც დაიხურა (იმედია არ გაგეცინებათ) ჩემთვის ჰარი პოტერი უშუალოდ ფილმთან ასოცირდება, არ წამიკითხავს, იმიტომ რომ მინდოდა გამომეზოგა ეს სიამოვნება და არ მცოდნოდა არაფერი წინასწარ. ალბათ აწი წავიკითხავ და “მიო, ჩემო მიო” ს რაც შეეხება მე აქაც წინ მაქვს პირველად წაკითხვის ბედნიერება და აუცილებლად წავიკითხავ, ყველაფერი რაც ჰარისთან ახლოსაა ჩემთვისაც ახლობელია. და ასტრიდ ლინდგრენს რაც შეეხება არ გამიკვირდება თუ მართლაც ამ გენიალური მწერლის ნაწარმოები იქნება ჯოან როულინგის ბიძგიც ჩემი ბავშვობის წლების გალამაზებაში
არ გამეცინება არანაირად. პირიქით. პოტერიადა ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) საყვარელი სერია იყო და ამ სიბერეში თვალებგაფართოებული თუ წავიკითხავდი რამეს, ნამდვილად არ მეგონა.
მიო, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ცნობილი და პოპულარული ლინდგრენია (მათ შორის, რაც კი ქართულად ან რუსულად უთარგმნიათ), არ ვამტკიცებ, რომ ერთმა მწერალმა მეორისგან რაღაც ისესხა და მითუმეტეს, პლაგიარიზმზე საუბარი არც მიფიქრია. უბრალოდ, რამდენიმე საინტერესო დამთხვევა აღმოვაჩინე და ჩავთვალე, რომ ურიგო პოსტი არ გამოვიდოდა.
სხვაგან მოვხვდი, უკაცრავად, მე ეს დღეები ჰარი ჰალერზე ვფიქრობ, ჩემი ახალი პოსტის თემაა ჰესეს “ტრამალის მგელიდან”. ამ წიგნებს კარგა ხანია აღარ ვკითხულობ, თუმცა პატივს ვცემ,ახლა არ დამესიოთ!..
რომელ წიგნებს?
დასასევი რა არის მანდ… არც მე ვკითხულობ ჰესეს.
საბავშვო ვიგულისხმე, პოტერმა არ მომიწია და ეს შვედი ქალი რა თქმა უნდა მიყვარს. მეორე – სელმა ლაგერლოფი კიდე უფრო მეტად.
ჰესეს რას ერჩი?
საბავშვო წიგნებს მე ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ბავშვი არ ვარ.
არც არაფერს ვერჩი. უბრალოდ, არ მომწონს. საჩემო არ არის.
კარგია, მე მხოლოდ როცა ვინმე ბავშვს ვუკითხავ,მაშინ ვუბრუნდები, ჩემთვის ფუფუნებაა დროის მხრივ…