Feeds:
Posts
Comments

Archive for February 28th, 2011

გუშინწინ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო” გადავიკითხე. ბიბლიოთეკას ვაწესრიგებდი და ოქროსფაფრიან მირამისზე ამხედრებულმა მიომ ყდიდან ისეთი საყვედურით გამომხედა, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი – ოდესღაც, ფურცლებგაცრეცილი, ძველთაძველი წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე, ბაკურ სულაკაურის ახალთახალი, საიუბილეო გამოცემისთვის კი ხელიც არ მიხლია. განა არ მინდოდა, ვერ მოვიცალე…

მოკლედ, სინდისმა სერიოზულად შემაწუხა, ასტრიდის ნოსტალგიაც მომეძალა (ამას წინათ დაწერილმა პოსტმა უფრო ამიშალა საღერღელი) და მთელი დილა მიოსთან ერთად გავატარე. ერთად ვიხეტიალეთ მწვანე მდელოების კუნძულზე, ერთად ვაჭენეთ მირამისი დილის ნათების ხიდზე, ნონოს ბებიის გამომცხვარი პურიც დავაგემოვნეთ, მეზღაპრე ჭის მოყოლილ ზღაპრებს ვუსმენდით, მკვდარ ტყეშიც ვიბოდიალეთ და მხედარი კიტოც ერთად დავამარცხეთ.

კითხვა რომ დავასრულე, სამზარეულოში სურნელოვანი ყავის ფინჯანს მივუჯექი (ეს ჭიქა მეგობარმა მაჩუქა, თანაც ერთად შევარჩიეთ და განსაკუთრებით მიყვარს – ყავას აგემრიელებს და გონებას ხსნის)  ნება-ნება ვსვამდი, პანატერიის თბილ-თბილ ბლითებს ვაყოლებდი, ფანჯრის მიღმა თოვლიან პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი – მიოს კითხვისას რაღაც ბუნდოვანი აზრი გამიჩნდა და მის მოხელთებას ვცდილობდი. ცოტა ხანს ვიწვალე და ფიქრმა გარკვეული კონტურები შეიძინა – მიოს თავგადასავალში, რომელიც ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ზღაპარია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სათვალიანი ბიჭის აჩრდილი აღმოვაჩინე.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 578 other followers

%d bloggers like this: