ჩარლი ბეკეტი ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის სახლში, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს თვიდან თვემდე თავი გაჭირვებით გააქვს, ჩარლის გემრიელი სადილი ენატრება, შოკოლადს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეზე მიირთმევს… ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში საოცარი ამბავი გავრცელდება – სასწაულმოქმედი კონდიტერი ვილი ვონკა ჯადოსნურ გათამაშებას აწყობს. ოქროს ბილეთის მფლობელ ხუთ ბავშვს შოკოლადის ფაბრიკაში დაუვიწყარი ექსკურსია, იქ მომუშავე უუმპა-ლუმპების გაცნობა, უამრავი სიუპრიზი და საჩუქარი ელის. ვილი ვონკა აცხადებს, რომ თავად დაათვალიერებინებს ბავშვებს ქარხანას და ყველა საიდუმლოს აჩვენებს. მეხუთე ბილეთი, ბედად, ჩარლის ერგება…
როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხნის” ფაბულა რაში დამჭირდა, ახლავე აგიხსნით.
თურმე, ჩვენს განათლების სამინისტროს საჯარო პოლიტიკის ფორმირების ერთობ ორიგინალური სქემა ჰქონია. განათლების მინისტრი სამოქმედო გეგმას, არც მეტი არც ნაკლები, ძილის წინ წაკითხული წიგნების მიხედვით ადგენს. არ გჯერათ? თავად განსაჯეთ. ჯერ იყო და ჯადოქრების ერთადერთი ციხის – აზკაბანის სანიმუშო წესრიგი მოეწონა და სკოლების უსაფრთხოება დემენტორ… უკაცრავად, მანდატურებს ჩააბარა (ამ კონკრეტულ ანალოგიას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ცუდი რამ გამოდის), სტეფანი მაიერის “ბინდით” შთაგონებულმა, უკვდავი ფრაზა – “თქვენს სისხლს დავლევო” – წარმოთქვა (მე კი მერჩივნა, სტოკერის “დრაკულა” წაეკითხა, მაგრამ რაღაც არ მგონია), სამინისტროს ბოლო აქციას კი აშკარად ეტყობა დალის უსაყვარლესი ზღაპრის გავლენა.
თუ ისევ არ გჯერათ, ეს ნახეთ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს ,,ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რასაც ქარხნის კვალიფიციური თანამშრომლები ტკბილეულის დასამზადებლად იყენებენ. როგორც პატარა სტუმრებმა განაცხადეს, ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო და არასოდეს დაავიწყდებათ. დასასრულს, ყველა ბავშვს ..ბარამბოს” ტკბილეული საჩუქრად გადასცეს.
ჩვენ ახლა ის ვიდარდოთ, მინისტრს, შემთხვევით, ლინდგრენის “მაწანწალა რასმუსი” არ შემოეკითხოს, თორემ ყველა სკოლას ერთ დღეს დახურავს.
დავწერე ეს და ვფიქრობ, იქნებ, არც არაფერია საქილიკო და ირონიაც უადგილოა. ბოლოს და ბოლოს, ცუდი არაფერი მომხდარა, ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ, პირიც ჩაიტკბარუნეს და შინ უკმაყოფილოები არ დაბრუნებულან, მაგრამ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლიდან ზუსტად ორ დღეში, ომში დაღუპულთა ბავშვებისათვის ექსკურსიის ავარიული წესით, სრულიად ქართული ტელემედიის თანხლებით მოწყობა, ნაუცბათევად და უნიჭოდ დაგეგმილ პიარსვლას ჰგავს და თუ მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის უხეირო და უგერგილო მცდელობა იყო, კიდევ არაუშავს…












რატომღაც არ მგონია, რომ ჩვენი მინისტრები… და მსოფლიოს მინისტრების დიდი ნაწილი ზოგადად კითხულობდეს პოტერს.
ნუ კინოში კი დადიან ალბათ.
ნიკა გვარამიაც მინისტრი იყო, თან ორჯერ და მსგავსი ენციკლოპედიური განათლების ადამიანი იშვიათად მინახავს.
ეგ ჰო…
მაგრამ სულ არ კითხულობენ კი არ მიგულისხმია, უბრალოდ სნობურად “საბავშვო” წიგნებს არ კითხულობენ. :)
50-წიგნი სიცოცხლის ბოლომდე – ეგ სია გინახავს? მგონი, ერთადერთი სიაა მსოფლიოში, რომელშიც არც ერთი “საბავშვო” წიგნი არ მოხვდა.
მინახავს, რომელია – მთელი ეს პროექტი ჩემი დიდი ტკივილია. ისე აღტაცებულია სრულიად ჯინეტი და ბლოგოსფერო, თითქოს ამაზე უკეთესი არაფერი გამოეშვათ. არც სია მომწონს, არც თარგმანების ხარისხი და არც ეს ხბოს აღტაცება. თუმცა, ფეისბუკზე ხმათა უბრალო უმრავლესობით შედგენილი პროექტისგან მეტს რას უნდა ელოდო…
არა, ჩემი პოსტი არ იყო აღტაცებული. :)
მაგრამ თავისთავად წამოწყება კარგია პიარისთვის (თუმცა, აქაც შეიძლებოდა უკეთ), გამოცემა მომწონს. თარგმანი არ ვიცი, არ წამიკითხავს. :)
აღტაცებული პოსტები იმდენია, ანთოლოგიას შეავსებს და მეც იმიტომ ვახსენე…
50 საუკეთესოში, ჯერჯერობით რაც ვნახე, ყველაზე ახალი ბედბეგერის 99 ფრანკია. მერე არაფერი გამოსულა? ან მანამდე? მარტინ იდენს და შაგრენის ტყავს ვერ გასცდა მსოფლიო ლიტერატურა?
სამი მუშკეტერის უძველესი თარგმანია დაკოპირებული. არ შეიძლებოდა, 50 საუკეთესოსთვის თავიდან ეთარგმნათ?
წიგნების შეზღუდული რაოდენობის პირობებში, ასე აუცილებელი იყო ვეფხისტყაოსნის ჩართვა? ვეფხისტყაოსანი შინ 12 ცალი მაქვს – ზოგი ნაჩუქარი, ზოგი ნაყიდი, კიდევ ვიყიდი, თუ გამოცემა მომეწონა, საუკეთესო ორმოცდაათეულში სხვა წიგნების ნახვა უფრო გამიხარდებოდა.
ვეფხისტყაოსანს რაც შეეხება – ადრე ვთქვი და გამიბრაზდნენ, მაგრამ ვინც ეგ წიგნი დაასახლეა 90% მარტო სკოლის პროგრამით იცის და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთხელაც არ გადაუშლია. ეგეც იგივე სნობური არჩევანია.
სამი მუშკეტერი ერთადერთია რომელიც ვიყიდე… უბრალოდ არ შემეძლო არ მეყიდა. :) ივანე მაჭავარიანის თარგმანია. ის ძველი. ეგრეა. :)
ჰო, ახლა ისე არ გამოგონ, ვოთომ მე ვკითხულობდე ვეფხისტყაოსანს ყოველ დღე. მეც არ გადამიშლია ოღონდ, ინსტიტუტის შემდეგ.
სამი მუშკეტერი რომ მიყვარს, იმიტომ მინდოდა კარგი თარგმანი… მაგრამ კარგად რომ ეთარგმნათ, რვა ლარად ვერ გაყიდდნენ.
ვეფხისტყაოსანი მანდ მატრაკვეცობის გამო მოხვდა. აი ჩვენ რა პატრიოტები ვართო… არ სჭირდება ვეფხისტყაოსანს სიყვარულის ასეთი მტკიცება.
თარგმანს არ აქვს მნიშვნელობა? ანუ ვისი ნათარგმნია. მე მაგალითად, შექსპირის ტრაგედიების მარტო მაჩაბელისეული თარგმანს ვიყიდი და ასეც მაქვს. სხვამ რომ თარგმნოს, ვერ აღვიქვავ და არ მივიღებ, ასეთი ურჯულო ვარ :დ :დ
და ისე, ეს პიარი ძველია, ადრე იყო “ლენინს/ სტალინს უყვარს ბავშვები”, ახლა არის “შაშკინს უყვარს ბავშვები”… და ხუთოსნები :დ :დ :დ
მაჩაბლის თარგმანი, თავის დროზე, კარგი იყო და მოვლენა და ახალი სიტყვა, მაგრამ მე მაინც თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილი მირჩევნია.
პიარსვლა ძველია, კი, ლენი რიფენშტალს თუ დავუჯერებთ, ბავშვები ჰიტლერსაც უყვარდა, მე ახალმა აქციამ და საეჭვო დამთხვევამ მომჭრა თვალი და ყური.
მეც სულ დემენტორების ასოციაცია მიჩნდება მანდატურებზე და მგონი ლოგიკურია შენი დასკვნები. უბრალოდ, მინისტრი ცოტა უნდა გაიზარდოს, თორემ იქნებ ხვალ შავმა მაგიამ მოხიბლოს.. ან..
მაგას რა გაზრდის..
მაგას თავი დღესაც სასჯელაღსრულების სამინისტროში ჰგონია. აბსოლუტურად იგივე მეთოდებით მართავს განათლებას.
არ არის ეს კარგი :(
ჰო, ყველაზე ცუდი მინისტრია, ვინც კი 2004 წლის მერე ყოფილა განათლების სამინისტროში
საშინელი :(
არა ბიჭო, ფაჯი ჯობდა.
ფაჯი ნოდიაა?
პოტერისტები თქვენ ხართ და დათვალეთ :)
ფაჯი, სკრიმჯერი და თიკნესი – მაგიის სამინისტრომ სამი მინისტრი გამოიცვალა და ნორმალური არცერთი ყოფილა.
განათლებაშიც იგივეა. ნიკას თუ არ ჩავთვლით.
გვარამია შეიძლება მოგწონს, იმიტომ რომ განათლებული და ინტელექტუალია… ისე, არც ნოდიას აკლია, მაგრამ ეს ორი მინისტრობის დროს მე იმით დამამახსოვრდნენ რომ არაფერი გაუფუჭებიათ (მგონი) – უბრალოდ მკვეთრ მოძრაობებს ერიდებოდნენ.
იმჰო, საუკეთესო მინისტრო იყო ლომაია. შეიძლება მართლწერაში მოიკოჭლებდა, სამაგიეროდ სწორი მიმართულებით წაიყვანა რეფორმა (შეცდომების მიუხედავად) და ახლა უკან მოყავთ.
და სხვებიც – იგივე თევძაზე ან ჯანაშია ვინც იმ დროს – საუკეთესო გუნდი იყო განათლების სისტემაში ჯერ-ჯერობით.
ფაჯიც კი ჯობდა შაშკინს
და სკრიმჯერი – მითუმეტეს :)
ფსიქე, შენ ხომ ლომაია გევასება. აღიარე ნუ მატრაკვეცობ.
კი, ლომაია ყველას სჯობდა ვინც მახსოვს ჩვენი განათლების სადავეებიდან
ნუ შეეშვით ამ დიმიტრი შაშკინს! © ნიკო ნერგაძე
შეეშვით-ს მაგივრად მანდ სხვა რამ უნდა ეწეროს (ჩაფიქრებულისმაილი)
მომწონს მე ნიკო :)
მინისტრი ნიკა იმით მომწონდა, რომ უკეთესობისკენ ძალიან ბევრი, პატარა, გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა.
ლომაიას პირადად არ ვიცნობ. რამდენჯერმე შევხვდი სამუშაო თათბირებზე. ყბადაღებული მართლწერა და ლოტოტრონი გასაგებია, ყველა ამას იხსენებს, რამდენიმე საკითხზე ვეკონტაქტებოდი განათლებას და სამინისტრო აშკარად გაუმართავად მუშაობდა.
ზოგადად, ჩვენი განათლება მძიმე თემაა.
საკლასო ოთახების კარზე სათვალთვალო სარკმელებს რომ აყენებენ, იცოდით? :)))))))))) ნეტავ ამჯერად რომელი ნაწარმოებით ბრძანდება შთაგონებული ბატონი შაშკინი?
მაგას “იუდას ფანჯარა” ქვია :)
რომელიმე სკოლაში აპირებენ ამის გაკეთებას?? საიდან იცით? :((
ერთ სკოლაში რომ აპირებენ და უკვე დაიწყეს კიდეც, ზუსტად ვიცი – იქ ჩემი შვილი სწავლობს.. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით.
ბატონი მინისტრი სერ ჰენრი მერივეილის წინააღმდეგ :)
ვა პოპინს :)
გამიკვირდა ხო იცი.
ბევრი არ მინახავს ჩვენთამ ჯონ დიქსონას მოყვარული :)
დეტექტივები მიყვარს :) მათ შორის, ჯონ დიქსონ კარის ავტორობითაც :)
სწორედაც რომ მოხიბლული ვარ თქვენის გემოვნებით. :)
ისე მე მაინც გიდეონ ფელი მირჩევნია. GM ნამეტანი პაკოსტნიკია :)
HM :) პარდონ.
გიდეონ ფელი უფრო დახვეწილია, მაგრამ მე მაინც გოდორა სენ ჰენრის ვამჯობინებ :)
ადრე მქონდა პოსტი 50 დეტექტივზე, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ – დეილი ტელეგრაფმა სთხოვა ამ სიის შედგენა მცოდნე ხალხს და მაგ სიაზე მქონდა… ჰოდა 20-ულში შევიდა Hollow Man ( რუსულ თარგმანშია “три гроба”). თუმცა, იუდას ფანჯარაც მაგარია. :) და სხვებიც კიდევ.
ძალიააააააააააააააააან
ძალიან მაგარი პოსტი იყო
ბრავისიმო
მადლობა :)
რა საინტერესო პოსტი იქნებოდა… და რა საინტერესო სია…
50 მებევრება, მაგრამ ჩემს ოცეულს კი შევადგენდი.
შეადგინე მერე :)
ჰო… იმ 50-ში ბევრი იყო ისეთი, რაც წაკითხული არ მაქვს.
http://stylishblog.net/2010/11/05/to5-50-crime-novels/
ძალიან დიდი ხანია ასე ბლოგი არ მომწონებია. ყველა პოსტი სულმოუთქმელად წავიკითხე. წარმატებები!
დიდი მადლობა :) მესამე კვირაა, რაც წერა დავიწყე. ასეთი შეფასება ძალიან სასიამოვნოა :)
რას ერჩით შაშკინს?
დემენტორები – ესე იგი პოტერს კითხულობს.
იუდას ფანჯარაო ახლა – ესე იგი ჯონ დიქსონ ქარსაც კითხულობს.
მინისტრი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს.
ძალიანაც კარგი. :)
The One Ring he needs!
პედაგოგიურ პოემას.
ტოჟე მნე მაკარენკო.
იმას ვერჩი, რომ სკოლა სამხეცე არ არის და ბავშვს გაწვრთნა კი არა, გაზრდა სჭირდება.
კარგი ხარ!!! :)))
დანქე :)
ძალიან მაგარი პოსტიააა . მაგარიააააააააააა :) :)))))
thansk a lot :)
მოოოლიიი <3
შენს ძველ პოსტებში ვიქექებოდი ახლა და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი!
რატომ მიაძინე მოქალაქე ბლუმი? :*
მართლა გემრიელი პოსტი გამოვიდა :თავმდაბალიმოლი:
წიგნებზე წერა უფრო საინტერესო მეჩვენა, თამარა :) თუმცა, მოქალაქე ბლუმის ასე მიტოვებაც არ ვარგა, ამაში გეთანხმები :) უახლოეს ხანებში გავაცოცხლებ :)
რას ერჩით შაშკინს? რატომ არის ცუდი მინისტრი?
ხანგრძლივი ასახსნელია. თან კომენტარებით ახსნა გაძნელდება.
აი, მესმის პარალელები : ))) :D
უძველესი პოსტი :) მესამე :) სად იპოვნე :)
ჰეჰეეე დიმიტრაკულა შაშკინელება :) როგორი გამწარებული ვიყავი შარშან 8 გამოცდის ჩაბარებამ რომ მომიწია o_O ეგეც როულინგიდან გადმოიღო? წლის ბოლოს ჰოგვორტსშიც ხომ აბარებდნენ ბავშვები ყველა გამოცდას :)
ძალიან საინტერესო და სახალისო პოსტია:)) ზუსტი პარალელებია გავლებული! ;)
მადლობა ასეთი შეფასებისთვის და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
ველქამ!
კარგი იყო მოლი ბლუმ:)) მაშინ რაღა გვეშველება ჩვენმა მინისტრმა ,,ტაქსი” , ,,ფორსაჟი” ან ,, გადამზიდი” რომ ნახოს:;დ;დ; ზემოთხსენებულ შედევრებზე აღარაფერს ვამბობ:დ;დ; თუმცა პოლიტიკა რა ჩემი საქმეა, აკეთონ და არჩიონ პოლიტიკოსებმა…. ისე კარგი იქნებოდა ყველა იმას აკეთებდეს რაც კარგად გამოსდის… ჩარლიდან სად გადავედი ეხლა, ისეთ ხასიათზე დავდექი შეიძლება პასტერნაკის ან ყაზბეგის კითხვა დავიწყო:(:( არადა ხუთკუნჭულას მოძებნასაც ვაპირებდი:დ;დდ;
განათლების სამინისტრო ჩვენი თანთია :) ისე, მართალი ხარ, არ ღირს ამ ნაშუაღამევს პოლიტიკის განხილვა. აგერ, ბატონო, საბავშვო ოთახი მაქვს, წიგნებით და პერსონაჟებით გაძეძგილი. ხუთკუნჭულა არა და კარლსონი, ჩიპოლინო, მერი პოპინსი და კიდევ ვიღაც ვიღაცები მანდ არიან.
http://mollybloomsday.com/kids/
რომელიც გაგიხარდება, ის წაიკითხე :)
ვაიმე მგონი სამოთხეში ვარ:;დ;დ ჯერ შენი რამოდენიმე პოსტი ვნახე და…… ჰმ….ალბათ იცი ეს რასაც ნიშნავს:დ;დ; თუ არა, გეტყვი რომ ჩემთვის ყველაფერს ,, ზეს”…. თუ ასე გააგრძლე, მინდა გაგაფრითხილო რომ შენ ერთი საშიშროების წინაშე დგახარ…. შეიძლება შემომიყვარდე:!:;;დ;დდ;დ;
:))))))
გემრიელად მიირთვი კი არა და, წაიკითხე, გეთაყვა :) აქ ყველაფერი მკითხველისთვის არის დაწერილი. მითუმეტეს, ასეთი დაინტერესებული მკითხველისთვის :)